ლონდონი ბიზნესის წარმართვის მიხედვით კვლავ ევროპის საუკეთესო ქალაქად დაასახელეს. საუკეთესო სამეულში შევიდნენ აგრეთვე პარიზი და ფრანკფურტი.
საუკეთესო ბიზნეს-ქალაქების გამოსავლენად კვლევები ჩაატარა მსოფლიოში ცნობილმა კომპანიამ ჩუსჰმან&ჭაკეფიელდ Hეალეყ &Bაკერ, რომელიც უძრავი ქონებითაა დაკავებული. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, ლონდონმა პირველი ადგილი 12-დან 5 კატეგორიაში მოიპოვა. ეს კატეგორიებია: საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევა, მომსახურების სფეროს ხარისხი, სატრანსპორტო სისტემის განვითარება, კავშირგაბმულობის ხარისხი, ურთიერთობისთვის გამოყენებული ენების რიცხვი. სხვა კრიტერიუმებად გამოკვლევებისთვის გამოიყენეს: თანამშრომელთა ხელფასი, ბიზნესის წარმოების პირობები ქვეყნის შიგნით, ოფისებისთვის გამოყენებული სახსრების ეფექტურობა, ხელმისაწვდომი შენობების არსებობა, ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, ცხოვრების დონე, გარემოს მდგომარეობა. ლონდონი (სპეციალისტთა აზრით) ბიზნესის განვითარებისთვის იდეალური ვარიანტია. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი უცხოეთის კომპანიებს ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო შესაძლებლობებს აძლევს.
გარდა ამისა, ყოველწლიურად ლონდონი 67 მილიარდ დოლარს უცხოური კაპიტალდაბანდებების წყალობით იღებს.
საუკეთესო ბიზნეს-ქალაქების ათეული ამგვარად გამოიყურება:
1. ლონდონი;
2. პარიზი;
3. მაინის ფრანკფურტი;
4. ბრიუსელი;
5. ბარსელონა;
6. ამსტერდამი;
7. მადრიდი;
8. ბერლინი;
9. მიუნჰენი;
10. ციურიხი.
ევროპის 30 საუკეთესო ქალაქის სიის ბოლოში მოსკოვი, ჰელსინკი და ათენი იმყოფებიან. ამ რეიტინგში რუსეთის დედაქალაქი მხოლოდ 28-ე ადგილზეა. წინა წლებთან შედარებით, მოსკოვმა საკუთარი პოზიციები სამუშაო ძალის დაბალი ღირებულების გამო გააუმჯობესა. საანგარიშო მოხსენების – "ევროპული ქალაქების მონიტორინგი" მიხედვით მოსკოვში ბიზნესის წარმართვისთვის შესაძლებლობანი უსაზღვროა. უახლოეს წლებში მოსკოვის დედაქალაქში საკუთარი ფილიალების გახსნას 30-ზე მეტი მსხვილი უცხოური კომპანია აპირებს.