იმ მრავალ საინტერესო ისტორიათაგან, რომელიც კაცობრიობას არსებობის მანძილზე მომხდარა, მოგიყვებით ერთ-ერთ ყველაზე მეტად ყურადსაღებს. არავინ იცის, თუ პირველმა ვინ მოყვა ის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის მართალი ამბავი უნდა უნდა იყოს, ვინაიდან ეს ისტორია ათას ვარიანტად შემთხვევია თითქმის ათასობით ადამიანს მთელს მსოფლიოში. ეს ისტორია ნასესხებია ისტორიათა მოყოლის დიდი ოსტატის, ამჟამად გარდაცვლილი ერლ ნაიტინგელისაგან, რომელმაც დაარსა ფირმა Nიგჰტინგალე-ჩონტანტ. ეს კომპანია უშვებს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო სასწავლო და შემეცნებით კასეტებს. ისტორიას ეწოდება "ალმასებით სავსე მინდვრები".
ადამიანი, რომელმაც ამ ისტორიას სახელი გაუთქვა, იყო დოქტორი რასელ ჰერმან კონუელი, რომელიც ცხოვრობდა 1843-1925 წლებში. კონუელმა ეს ისტორია მთელს მსოფლიოში გაავრცელა და ამგვარად შეაგროვა საერთო ჯამში 6 მილიონი დოლარი შენაწირი, რაც მან გამოიყენა ფილადელფიაში ტემპლსის უნივერსიტეტის დასაარსებლად. ამით მან განახორციელა თავისი ოცნება ღარიბი, მაგრამ უნარის მქონე ახალგაზრდებისთვის მოწინავე სასწავლო დაწესებულების შექმნის შესახებ.
კონუელმა ეს ისტორია სახელწოდებით "ალმასებით სავსე მინდვრები" 6000-ჯერ მოყვა და მისი მონაყოლი ხალხის დიდ მასებს იზიდავდა ყველგან.
ისტორიაში "ალმასებით სავსე მინდვრები" მოთხრობილია ერთ-ერთ ფერმერზე, რომელიც აფრიკაში ცხოვრობდა იმ დროს, როცა აღმოჩენილი იყო ძვირფასი ქვების დიდი საბადოები. როდესაც ერთხელ ერთმა ადამიანმა უამბო მას, მილიონებს როგორ ხვეტავს თავის ალმასის საბადოში ბევრი ადამიანი, ამ ფერმერმა მაშინვე გაყიდა თავისი ფერმა და ალმასების საბადოების საძიებლად გაემგზავრა.
ის მოგზაურობდა მთელ კონტინენტზე, მაგრამ ვერანაირ ალმასებს ვერ მიაგნო. მრავალი წლის შემდეგ დაბრუნდა ხელცარიელი, დაავადებული და სავსებით გულგატეხილი. ბოლოს ის გადახტა მდინარეში და დაიხრჩო.
მანამდე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ის თავს მოიკლავდა, კაცმა, რომელმაც მისი ფერმა იყიდა, მისი მიწის ნაკვეთის გადამკვეთ ნაკადულის ფსკერზე იპოვა უცნაური სახის დიდი ქვა. მან ის ქვა აიღო და თავის სახლში ბუხრის თავზე დადო.
ერთხელ მას ესტუმრა სწორედ ის კაცი, რომელმაც ფერმის პირველ მფლობელს ალმასების საბადოების აღმოჩენების შესახებ უამბო.
მან დაათვალიერა ქვა და ახალ მფლობელს უთხრა, რომ ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი და ძვირფასი ალმასთაგანია, რომელიც ოდესმე იყო აღმოჩენილი. "მართლა? ჩემი მინდვრები სავსეა ასეთი ქვებით", - მიუგო ფერმის მფლობელმა სტუმარს განსაცვიფრებლად.
ისტორია მოკლედ რომ დავამთავროდ, გეტყვით: ფერმა, რომელიც გაყიდა პირველმა მფლობელმა, რათა ალმასების საძებნელად წასულიყო, ალმასების საბადოების ერთ-ერთი მდიდარი ადგილი აღმოჩნდა მსოფლიოში.
დოქტორი კონუელი თავის მსმენელთა ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ფერმის პირველი მფლობელი ფაქტიურად აურაცხელ სიმდიდრეს ფლობდა, მაგრამ მან დაუშვა დიდი შეცდომა _ ვიდრე კარგად შეისწავლიდა თავის სამფლობელოს, ვითომდა რაღაც უკეთესს გამოეკიდა.
ამის შემდეგ დოქტორ კონუელს წესად ჰქონდა ეთქვა, რომ თვითეული ჩვენგანი ისეთივეა, როგორც ფერმის პირველი მფლობელი. ჩვენი საცხოვრებელი ადგილის ან საქმიანობის მიუხედავად ყოველი ჩვენგანი გარემოცულია ალმასებით სავსე მინდვრებით, თუ მხოლოდ შევძლებთ მათ კარგად დანახვას. იქნებ პირველი შეხედვით ისინი არც მოგვეჩვენონ ისეთებად, როგორიც იყო ნაკადის ფსკერზე ნაპოვნი ქვა.
რევაზ თევდორაშვილი