ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
განამტკიცებენ თუ არა თაღლითები სახელმწიფოს ეკონომიკას?!
#3(3), 2004
მრავალი სპეციალისტის აზრით, საფინანსო სფეროში სკანდალები და თაღლითობანი გარდაუვალია: არაკეთილსინდისიერი ადამიანები ყოველთვის შეეცდებიან დაწესებულ ნორმებს გვერდი აუარონ. მსგავსი ჩავარდნები, გარკვეული თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში ეკონომიკისთვის სარგებლობის მომტანია. ამ სფეროში გამოვლენილი "ხვრელების" აღმოჩენისას სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კომერციული სტრუქტურები კონტროლის ახალი მექანიზმების გამოყენებას იწყებენ, რითაც უზრუნველყოფენ ბიზნესის პატიოსნებას, გამჭვირვალობას. აშშ-ის ბიზნეს-ისტორიამ რამდენიმე ასეთი მაგალითი იცის.

. . .

XX საუკუნის 20-იან წლებში, ბოსტონელმა ბიზნესმენმა ჩარლზ პონციმ თაღლითური სქემა შექმნა, რომელმაც შემდგომში "პონცის სქემის" სახელწოდება მიიღო. ზოგიერთი ვარიაციით, ეს სქემა ბევრჯერ გაიმეორეს, 1990 წლიდან მოყოლებული თვით ყოფილ საბჭოთა კავშირშიც კი. პონცი თავისი კუპონების მყიდველებს სთავაზობდა 500%-იან ანაზღაურებას შენატანის მიხედვით 45 დღის განმავლობაში. ძველი მეანაბრეები ფულს ახალი მეანაბრეების ხარჯზე იღებდნენ. პონცის მსხვერპლი მრავალი ადამიანი გახდა. ხანდახან, ერთი დღის განმავლობაში იგი 250 ათას დოლარს იღებდა. აღარ იცოდა, ამდენი ფული სად წაეღო... საერთო ჯამში მან 9,5 მილიონი შეაგროვა, რომლის ხარჯზეც პონციმ ასობით კოსტიუმი, 20-ოთახიანი სახლი პრესტიჟულ რაიონში, მრავალი მანქანა შეიძინა. საინტერესოა პონცის ბიოგრაფია. იგი ამერიკაში იტალიიდან მოხვდა, სადაც ციხეში თაღლითობისთვის იჯდა. მის მიერ აშენებული ფინანსური პირამიდის კრახის შემდეგ, კვლავ ციხეში გაგზავნეს და იტალიაში გაასახლეს, სადაც "პონცის სქემა" კვლავ გამოიყენა. სიცოცხლის ბოლოს იგი ბრაზილიაში დამკვიდრდა, სადაც სიღარიბეში გარდაიცვალა...

პონცის გასამართლების შემდეგ, ამერიკაში კანონმდებლობაში ცვლილებები მიიღეს, რომელთა ამოცანა გახლდათ თავიდან აეცილებინათ საფინანსო პირამიდების "მშენებლობის" თუნდაც შესაძლებლობა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს შველოდა კიდეც, მაგრამ 1970 წელს "პონცის სქემა" ბერნი კორნფელდმა, Iნვესტორს Oვერსეას შერვიცეს-ის დამფუძნებელმა გაიმეორა. მისი კომპანია შვეიცარიაში დამკვიდრდა, ხოლო აშშ-ში ინვესტირებისთვის საჭირო თანხებს უცხოური ფასიანი ქაღალდების სახით აგროვებდა.

კორნფელდი მეანაბრეებს მაღალ პროცენტებს სთავაზობდა. რაღაც დროის განმავლობაში მათ პატიოსნად უხდიდა დანაპირებს. 1970 წელს კონფელდმა გამოაცხადა, რომ დივიდენდების გადახდას დროებით წყვეტდა. შვეიცარიის პოლიციამ იგი დააპატიმრა და თაღლითობაში ბრალი დასდო _ სასამართლოზე გაირკვა, რომ მან 2,5 მილიარდი (!) დოლარი მიითვისა. 1995 წელს კორნფელდი ციხეში გარდაიცვალა...

"პონცის საქმემ" გამოიწვია ის, რომ საფონდო ბაზრის მოღვაწეობის მაკონტროლებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ძალზე დაწვრილებით სწავლობენ კომპანიის დამფუძნებელთა, მენეჯერთა ბიოგრაფიებს, რომლებსაც ფასიანი ქაღალდები თავისუფალ გაყიდვაში გამოაქვთ.

. . .

1921 წელს გაჩაღდა აშშ-ს ისტორიაში პირველი "სანავთობო" პოლიტიკური სკანდალი "ტიპოტ დომ"-ის სახელწოდებით. სანავთობო რეზერვებზე კონტროლი დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაურს ალბერტ ფოლის. ამ რეზერვების დანიშნულება სამხედრო-საზღვაო ფლოტის უზრუნველყოფა გახლდათ.

ფოლი ვალდებული იყო კურირება გაეწია სტრატეგიულ ნავთობსაცავში არსებული სიტუაციისთვის. ფოლიზე დამოკიდებული იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მომმარაგებელთა არჩევა. სანავთობო კომპანიები სახელმწიფო დაკვეთების მიღებაში დაინტერესებულნი იყვნენ. ისინი შეეცადნენ მაღალჩინოსანი თავიანთ მხარეზე გადმოებირებინათ. ფოლი ქრთამმა აცდუნა. კორუმპირებული ჩინოვნიკი და სანავთობო ბარონები სიხარბემ დაღუპა. ფოლი შეეცადა არმიის სანავთობო მარაგი გაეკონტროლებინა, სამხედროებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მოითხოვეს, შეემოწმებინათ რამდენად წარმატებით ასრულებდა იგი თავის მოვალეობებს. შემოწმებამ გამოაშკარავა, რომ ფოლი არა მარტო ქრთამებს იღებდა, არამედ დაბალი ხარისხის ნავთობპროდუქტებს შედარებით მაღალ ფასებში შეისყიდიდა. ფოლი ციხეში გაგზავნეს, სანავთობო ბარონები გაასამართლეს, ხოლო აშშ-ის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანეს, რომლებიც, კერძოდ, ითვალისწინებენ მუდმივ აუდიტორულ შემოწმებებს, სახელმწიფო მომმარაგებელთა განსაზღვრის ღია, შეჯიბრებითი სისტემის გამოყენებას. მას შემდეგ, ხანდახან მაინც ვლინდება, რომ ესა თუ ის კომპანიები თუ როგორ ჰყიდიან სახელმწიფო სტრუქტურებზე თავიანთ საქონელს მომატებული ფასით, მაგრამ საერთო ჯამში შემოღებული კონტროლის სქემა საკმაოდ წარმატებით მუშაობს.

. . .

რიჩარდ უიტნი მსოფლიოში უდიდესი, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის Nეწ Yორკ შტოცკ Eხცჰანგე-ს პრეზიდენტი გახლდათ. იგი ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს ფინანსურ სპეციალისტად ითვლებოდა. გამოიჭირეს თაღლითობაში. საშუამავლო პირების მეშვეობით ზოგიერთი კომპანიის აქციებს შეისყიდიდა. მის განკარგულებაში იყო საფონდო ბაზარზე ზემოქმედების გავლენის ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებით ხელოვნურად ამაღლებდა ან ამცირებდა მათ კურსს. მიუხედავად გამოჩენილი ოსტატობისა, თავიდან დანაკარგები მაინც ვერ აიცილა. უიტნი არ "დაიბნა", მან მარტივი გადაწყვეტილება მიიღო და ფულის მითვისება დაიწყო. კერძოდ, მოიტაცა ფული საზოგადოებრივი ფონდიდან, რომელიც ქვრივებსა და ობლებს ეხმარებოდა. 1938 წლისთვის (მისი დაპატიმრების მომენტში), უიტნის დაახლოებით 800 ათასი დოლარი ჰქონდა "შეჭმული"! უიტნის თაღლითობების შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ თავის ისტორიაში ყველაზე სერიოზული რეფორმები გაატარა. მათი მიზანი იყო უიტნის სქემის მომავალში გამოყენების შესაძლებლობა თავიდან აეცილებინა. ჯერ-ჯერობით მიზანი მიღწეულია... მორიგი თაღლითის გამოჩენამდე!

. . .

ბიზნესმენ ენტონი (ტინო) დე ანჯელისს "სალათების ზეთის ამერიკელი მეფე" უწოდეს. იგი უდიდეს ფირმას ფლობდა, რომელიც აშშ-ს მცენარეული ზეთით ამარაგებდა. ორი ათეული წელიწადი ამ ასპარეზზე წარმატებით მოღვაწეობდა. დე ანჯელისის საქმეები ამის შემდეგ ძლიერ შეტორტმანდა. მან ბანკებიდან, საინვესტიციო კომპანიებიდან მიიღო კრედიტები 175 მილიონი (!) დოლარის მოცულობით. კრედიტების მისაღებად გირაოს სახით იყენებდა მილიონობით ლიტრ მცენარეულ ზეთს, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა. დე ანჯელისი ფიზიკის სასკოლო კურსის ცოდნას იყენებდა: თავის საწყობში უზარმაზარი ცისტერნების დემონსტრირებას ახდენდა, რომლებიც ზეთით იყო სავსე. თუ ვინმე იფიქრებს, რომ იქ ზეთი მართლა იყო, ძალიან შეცდება. სინამდვილეში, ცისტერნებში წყალი იყო მოთავსებული, ზეთი კი მასზე თხელ ფენად "ლივლივებდა" მხოლოდ... 1968 წელს მისი თაღლითობა გამჟღავნდა, გაკოტრდა ორი ფინანსური კომპანია, რომელმაც დე ანჯელისის აქციებში საკუთარი სახსრები ჩადო.

იმავდროულად, სხვა ამერიკელმა ბიზნესმენმა ბილი ესტესმა საბანკო კრედიტები მიიღო არარსებული სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების, ინსტრუმენტების, მანქანების გირაოდ ჩადების მეშვეობით. იგი უფრო მარტივად მოქმედებდა: შესაბამის ქაღალდებს (დოკუმენტებს) უბრალოდ აყალბებდა. ამ ორი სკანდალის შემდეგ ამერიკელი ფინანსისტები იძულებულნი იყვნენ კარდინალურად შეეცვალათ კრედიტის მიმღები კომპანიების შემოწმების სისტემა.

. . .

უოლ-სტრიტზე მოღვაწე ბროკერი აივენ ბოესკი უკრაინაში, ებრაელთა წრეში გაიზარდა, ამიტომაც მას ზედმეტსახელად "რუსი" უწოდეს. მშობლები ამერიკაში გადავიდნენ. ამერიკაში მას სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, დააჯარიმეს 100 მილიონი (!) დოლარით საბირჟო წესების დარღვევისათვის. "რუსი" იყენებდა ინსაიდერის ინფორმაციას, რომელსაც კომპანიის თანამშრომლებისაგან იღებდა. ამ ფირმის ფასიანი ქაღალდები ბირჟაზე  გამოჰქონდათ. იგი ფასიანი ქაღალდების ღირებულებას აუფასურებდა, მათ შეისყიდიდა ძალზე იაფად. გარდა ამისა, დაარღვია საფინანსო ოპერაციების მრავალი წესი. საინტერესოა, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში, ციხედან გამოსვლის შემდეგ, ბოესკი რუსეთსა და უკრაინას ეწვია _ საკუთარ სამსახურს სთავაზობდა საფონდო ბაზრის კონსულტანტის რანგში.

სხვა ცნობილ ბროკერს უოლ-სტრიტიდან, მაიკლ მიკლენს (საქმიანი კონტაქტები გააჩნდა ბოესკისთან) 10 წლიანი სასჯელის მოხდა და 600 მილიონი (!) დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს ფიქტიური ფასიანი ქაღალდების გამოშვებისათვის. ბოესკის საქმემ აშშ-ს საფონდო ბაზარი პირდაპირ შეაზანზარა.

ამ შემთხვევის შემდეგ ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენება ამა თუ იმ ფირმის მდგომარეობის თაობაზე (ვისი ფასიანი ქაღალდებიც საფონდო ბაზარზე ბრუნავს) ითვლება ბროკერთა მოღვაწეობაში ერთ-ერთ უსერიოზულეს დარღვევად. დამრღვევებს ემუქრებათ ელვისებური გაძევება და ფაქტიურად, პროფესიის მიხედვით მუშაობის აკრძალვა. მიუხედავად ამისა, მსგავსი ისტორიები მუდმივად ხდება. როგორც ეტყობა, "მგლებს არ შველით მათ თავზე სახარების კითხვა"! 1988 წელს, 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფოსტერ ვინანსს. იგი საფონდო ბაზრის თემაზე აშშ-ის წამყვან გაზეთ "თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ"-ში ეკონომიკური სვეტის ავტორი გახლდათ.

ჟურნალისტი ზოგიერთ ბროკერს შეუთანხმდა და ისეთ ინფორმაციას აქვეყნებდა, რომელიც ხელსაყრელი იყო მხოლოდ ამ საბირჟო სპეკულანტებისთვის. ამერიკის ეკონომიკას კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა საკრედიტო-შემნახველი ასოციაციის შავინგს ანდ Lოან Aსსოციატიონს (შ&Lს) კრახმა. ეს ორგანიზაცია შექმნილია როგორც საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც მოიზიდავს მოსახლეობის სახსრებს და მათ განსაზღვრულ პროცენტებს უხდიან. მოსახლეობას აგრეთვე აქვს უფლება აიღონ სესხი განსაზღვრული მოცულობით, რომელიც გაიცემა ძალზე მკაცრი პირობებით _ როგორც წესი, უძრავი ქონების გირაოს სანაცვლოდ. 1980-იანი წლების ბოლოს, ამ ორგანიზაციაში მოთავსებული იყო ამერიკელთა შენატანი თანხების ლომის წილი. ამ დროს აშშ-ის ეკონომიკა კრიზისმა მოიცვა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ამ ასოციაციის აქტივების 15% "მკვდარშობილი" აღმოჩნდა _ ეს გახლდათ უძრავი ქონება, რომელიც მიღებული იყო გაკოტრებული მოქალაქეების მხრიდან კრედიტების დასაფარავად. სიტუაციის გამოსასწორებლად შ&Lს-ის მესვეურებმა ფულის ჩადება სარისკო ფასიან ქაღალდებში დაიწყეს. მათ საუბედუროდ, საფონდო ბაზარი ხუხულასავით დაიშალა მარტივ მამრავლებად. მასიურმა დეფოლტმა და გაკოტრებამ ეს შენატანებიც გააუფასურა. 1990-იანი წლების ბოლოს, ფირმის (უფრო სწორად, "უხეირო კონტროლის") გაკოტრების შემდეგ, აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტი იძულებული იყო 200 მილიარდიანი (!) ვალი თვითონ დაეფარა. ამ კრახმა გამოიწვია ის, რომ ამერიკაში შემოიღეს მოსახლეობის დაზღვევის მრავალსაფეხურიანი სისტემა ჭPF.

. . .

"თუკი ფირმის მეთაური ბრძანდებით, დააპირებთ ანგარიშგებით მანიპულირება, იმისათვის, რომ იგი უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს, გიპოვით, დაგაპატიმრებთ და გაიძულებთ, რომ ამის გამო პასუხი არ აგოთ." ბიზნეს-საზოგადოებისადმი ამგვარი "საფრთხობელა-მიმართვა" გაისმა არა რომელიმე "წყალ-წყალა" ეკონომიკის მქონე ქვეყანაში (რომელიც მხოლოდ ახლა დაადგა კაპიტალიზმის გზას), არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში და იგი პრეზიდენტმა ბუშმა წარმოთქვა. ეს ცარიელი მუქარა არ გახლავთ. 2002 წლის ივლისში აშშ-ში რამდენიმე "საჩვენებელი" დაპატიმრება ჩატარდა უმსხვილესი კორპორაციის მაღალი ეშელონის მენეჯერების მონაწილეობით!

ჯონ რიგასი კომპანია Aდელპჰია-ს დამაარსებელი და მეთაური გახლავთ. ეს კომპანია სამიდან ერთ-ერთი წამყვანია, საკაბელო ტელევიზიის მიმართულებით რომ მუშაობს. აქ წლიური ბრუნვა 3 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. მეთაური კი 78 წლისაა. ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ მისი დაპატიმრება გადაწყვიტა ვაჟთან ერთად ფინანსური დარღვევებისათვის.

ყოველივე ეს კი საზოგადოებისათვის მაქსიმალურად შთამბეჭდავად გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ რიგასმა განაცხადა _ არ აპირებდა მიმალვას, მზად იყო მართლმსაჯულებას საკუთარი ნებით ჩაბარებოდა, აგენტები მას დილის ექვს საათზე, ნიუ-იორკის ფეშენებელურ რაიონებში თავზე დაადგნენ და ხელებზე ბორკილდადებული მოხუცი ავტომობილამდე მიაცილეს. ხელბორკილები მისთვის (როგორც სახიფათო დამნაშავისათვის), საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბატონ რიგასს დამამცირებელი პროცედურა ჩაუტარეს: ჩამოართვეს ქამარი და თასმები, რომ პოლიციელებს არ გაქცეოდა. ასეთივე "ტრიუკი" ჩაუტარეს მისსავე ვაჟიშვილებს, რომლებიც კომპანიის თანამფლობელები ბრძანდებოდნენ. ანალოგიური შოუ მოეწყო სამუელ ვოკსალის დაპატიმრებისას, რომელიც უმსხვილესი ბიოფარმაცევტული ფირმა Lმცლონე შყსტემს Iნც-ის ყოფილი მეთაური გახლავთ. მას ბრალი დასდეს იმაში, რომ მაშინ, როცა მთავრობამ არ მისცა ნებართვა კიბოს ახალი წამლის დასანერგად, მან თავისი აქციების ნაწილი მაღალ ფასში გაყიდა, სანამ ეს ინფორმაცია ოფიციალური გახდებოდა და კომპანიის აქციები ერთბაშად დაეცემოდა.

ამგვარი "სპექტაკლი" დაიდგა ფირმა ჭორლდცომ-ის ორი ფინანსური ხელმძღვანელის დაპატიმრებისას. ამ ორი წლის წინ გამჟღავნდა ამ ფირმის ფინანსური ანგარიშგების დარღვევებით წარმოება, რომელიც უდიდესი აღმოჩნდა აშშ-ს ისტორიაში. გამოცხადებული გაკოტრების შემდეგ ისინი ბორკილებდადებულნი მიაბრძანეს სასამართლოში. ჩინოსნები არც ისე ცდილობდნენ მიმალვას ან წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ "საჩვენებელი სპექტაკლი" მაინც დაიდგა, რომ სხვები ფხიზლად ყოფილიყვნენ მომავალში მაინც. კომპანიებზე (რომლებიც ჭორლდცომ-ის შემადგენლობაში შევიდოდნენ), მსოფლიო ინტერნეტის მომსახურების ლომის წილი მოდის. ეს მაგალითები ფართოდ განიხილება და დემონსტრირდება ტელევიზიით.

საინტერესოა ისიც, რომ აშშ-ის საქმიანი წრეების წამყვანმა გაზეთმა ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-მა დაბეჭდა სარედაქციო წერილი, რომელშიც მხურვალედ მოიწონა ხელისუფლების მოქმედებანი ამ მიმართულებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველივე ეს გახლდათ "სასარგებლო საჯარო თეატრალური ქმედებანი", მთავრობის ამოცანაა აჩვენოს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს არსებულ წესებს. ამიტომაც "კომპანიის მეთაურთან დაკავშირებული სანახაობა არც თუ ოქროს ხელბორკილების თანხლებით გახლავთ საკმარისად საჭირო, დამარწმუნებელი გაკვეთილი". ამ შემთხვევაში ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ აჟღერდა, როგორც "ბოლშევიკთა პარტიის ისტორიის მოკლე კურსი", რომელიც მოუწოდებს საჯარო გაკიცხვისა და დამცირებას "ხალხთა მტრებისა", არა იმდენად ეჭვმიტანილთა დასჯის მიზნით, ვისი დანაშაულიც სასამართლოს მიერ არ არის დადასტურებული, არამედ ამ მოვლენას განიხილავს როგორც აუცილებელ აღმზრდელობით ღონისძიებას ფართო მასებისათვის (ე.წ. "მწარე ამბები" მოქმედებაში)...

ამ ცოტა ხნის წინ დაშლილი ფირმები, დაპატიმრებული უმაღლესი რანგის ჩინოსნები მაღალტექნოლოგიურ სექტორს მიეკუთვნებიან და მათი შთამომავლები არიან. აშშ-ის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მეწარმეთა საჩვენებელი დაპატიმრებების მიზეზი იგივეა, რამაც თავის დროზე საბჭოთა კავშირში ე.წ. "სამრეწველო პარტიის პროცესი" გამოიწვია. ეს იყო 30-იანი წლების ტოტალური რეპრესიების პრელუდია, როცა უმსხვილესი საწარმოების მეთაურებს ბრალი დასდეს საბოტაჟში. საბჭოთა კავშირში პირველი ხუთწლედის მიმდინარეობისას საწარმოები ჩვეულებრივ ბიზნეს-სირთულეებს წააწყდნენ. ხელისუფალთ კი ეჩვენებოდათ, რომ არ შეიძლება მოხდეს ასე _ ყოველივე თავისით ხდებოდეს. არსებობს რაღაც სუბიექტური მიზეზი, ვიღაცის ავი ნება. ნებისმიერ წარუმატებლობას უნდა ჰყოლოდა დამნაშავე, სასურველი იყო შეთქმულების დონეზე. მაშინ მოიფიქრეს "სამრეწველო პარტია", როგორც შეთქმულების ცენტრი. უნდა დაესაჯათ საჩვენებლად, რომ სხვებსაც ცუდად ეგრძნოთ თავი. გადაწყვეტილება გამოცდილ ადამიანებს რომ მიეღოთ, მათ ეცოდინებოდათ: როცა ბიზნესში ყველაფერი კარგად მიდის, ეს სასწაულია, რომელიც ახსნას მოითხოვს. ჩვეულებრივ ცხოვრებას კი სირთულეები მუდამ მოაქვს, რომელთა წინასწარმეტყველებაც ასევე რთულია.

აშშ-ში ქლინტონის ადმინისტრაციის მოღვაწეობის წლებში იყო ერთ-ერთი უბედნიერესი პერიოდი ამერიკის ეკონომიკის ისტორიაში. ობივატელი კი ირწმუნებოდა, რომ ტექნიკურმა პროგრესმა დაანგრია და შორს მოიტოვა ტრადიციული ეკონომიკური ციკლები კრიზისებითა და დაცემის თანხლებით. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობამ უწყვეტი აყვავება აირჩია. ამა თუ იმ ფორმით საფონდო ბაზარზე დაწყებულ თამაშებში ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის ნახევარზე მეტი მონაწილეობდა.

უბრალოდ, რთულია წარმოიდგინოთ ის შოკი, რომელიც ამერიკულმა საზოგადოებამ გადაიტანა იმის გამო, რომ ამ ქვეყნის საფონდო ბაზარმა 7 ტრილიონამდე დოლარი დაკარგა. ეს გახლავთ წარმოუდგენელი მოცულობის ფული, რომლის დაკარგვაც შეეხო უამრავი ცოცხალი ადამიანის ბედსა და მომავალს, დაკარგეს საპენსიო ანაბრები, უკანასკნელი შემოსავლის წყარო. შეიძლება ეს ფული ყოველთვის რეალური არ გახლდათ, იქნებ იგი საანგარიშგებო დოკუმენტში სტრიქონი იყო მხოლოდ, მაგრამ ასეთ თანხებს მეანაბრეები მიეჩვივნენ როგორც ცოცხალ ფულს. ამ დანაკარგების კონპენსირება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი საფონდო ბაზარი მომავალში მაინც გაიზრდება.

ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციას ექსტრაორდინალური ნაბიჯების გადადგმა უწევს, იმისათვის, რომ მოსახლეობის საფუძვლიანი უკმაყოფილება რომელიღაც უხიფათო არხებში გადაანაცვლოს. თუმცა, 30-იანი წლების საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით (როცა დამნაშავეები რომელიმე უძლიერესი ხიფათის შემქმნელები უნდა ყოფილიყვნენ, მსოფლიო შეთქმულების ნაწილი), აშშ-ში პირიქით იქცევიან: მთავარია, ბოროტმოქმედნი გავლენიანი პირები აღმოჩნდენენ, სხვაგვარად ვიღაცამ ხომ უნდა უპასუხოს შეკითხვებს, თუ რატომ გაეპარათ და ეს პრობლემა დროულად არ ამოძირკვეს.

კომპანიების უმაღლესი რანგის მენეჯერები დამნაშავეთა როლისთვის კარგი კანდიდატები არიან. მთავრობის როლია _ აჩვენოს კანონის სიმკაცრე და დაუნდობლობა, ის, რომ შესაძლებელია დასჯა "ძლიერთა ამა ქვეყნისა".
2002 წლის ივლისში, აშშ-ის საფონდო ბაზრის ინდექსების დრამატული და პანიკური დანგრევის შემდეგ, კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, კომპანიების მეთაურები პასუხს აგებენ ფინანსური დოკუმენტების უტყუარობისთვის. ტყუილისთვის სასჯელიც შთამბეჭდავი დაწესდა: 25 წელი ციხე! მკაცრი, დაუნდობელი ზომების მიღების მიზეზი არა მარტო ის გახლავთ, რომ კომპანიების მეთაურებისადმი იყოს მიმართული საზოგადოების უკამყოფილება, არამედ შეიქმნას ახალი ბაზა გამჭვირვალე ბიზნესისა, რომელსაც ნდობას ინვესტორები გამოუცხადებენ. ამ გარემოებამ უნდა მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები ამერიკულ კომპანიებში და აღადგინოს ძველი. ამაშია სწორედ ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ -ის მოულოდნელი დაინტერესების მიზეზი, რომელიც იწონებს მეწარმეთა წინააღმდეგ გამოყენებულ უმკაცრესს ზომებს.

საჩვენებელი დაპატიმრებები თავისებური თეატრალური დადგმებია, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ _ საზოგადოებამდე მიიტანოს მთავრობის სურვილი და გადაწყვეტილება იყოს დაუნდობელი არაკეთილსინდისიერი ბიზნესისთვის. მიუხედავად ამისა, ამერიკული სამართალწარმოების სისტემა ძალზე რთულია, დამოკიდებულია ძვირადღირებულ იურისტებზე საიმისოდ, რომ დაპატიმრება აღმოჩნდეს დაბოლოება და არა დასაწყისი. გასაგებია, რომ სასამართლოში ხელბორკილებით მიყვანილი უმაღლესი რანგის მენეჯერები იმავე დღეს გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. სასამართლოები გაგრძელდება წლობით, სანამ დამნაშავენი დაისჯებიან. სწორედ ამიტომაც იყო აუცილებელი დაუყოვნებლივი ეფექტი დაპატიმრებებისა. არც გირაოა საერთო ხელმისაწვდომი. რიგასის ოჯახის წევრებმა შეიტანეს 10 მილიონი დოლარი თითოეულმა. ერთ-ერთმა საფინანსო დირექტორმა ჭორლდცომ-იდან აგრეთვე გადაიხადა 10 მილიონი, მეორემ "სულ რაღაც" 2 მილიონი.

აქამდე აშშ-ში განვითარებული მოვლენებისადმი ჩვენში ისეთი დამოკიდებულება მჟღავნდებოდა, თითქოსდა ყველაფერი სხვა სამყაროში ხდებოდა. ეს მოვლენები თითქოსდა საინტერესოა საერთო განვითარების დონეზე და არა პრაქტიკულ მოღვაწეობაში, რაც დიდი შეცდომაა. აშშ-ში ამგვარი მოვლენებისადმი ისეთი დამოკიდებულების გამომჟღავნებაა საჭირო, როგორც წინასწარი დათვალიერება და გამოცდა. თუკი ქართველი ბიზნესმენები მოისურვებენ საერთაშორისო ინვესტიციებს და გავლენ ამერიკულ საფონდო ბიზნესზე, უნდა იცოდნენ, თუ რა ელოდებათ წინ არაპატიოსანი, თაღლითური საქმიანობის შემთხვევაში. ამერიკულ ბაზართან შეხებაში მყოფი ნებისმიერი "თვალთმაქცი" კომპანია დაისჯება ისევე მკაცრად, როგორც ამერიკული!

ვეფხია სამსონიძე