უცხოური ამბები – #2(2), 2004
არყის საფასური
კარგი არყის პოპულარული მარკა ძვირად ფასობს. მსოფლიოში რომის უმსხვილესმა მწარმოებელმა Bacardi-მ გადაწყვიტა არყის ბაზარზეც სოლიდურად ყოფილიყო წამოდგენილი. Bაცარდი-ს ყურადღება მიიპყრო ევროპაში პრაქტიკულად უცნობმა, მაგრამ აშშ-ში ყველაზე პოპულარულმა მაღალხარისხიანი არყის მარკამ Gray Goose-მა. აშშ-ს ბაზარზე Gray Goose გაცილებით ძვირი (ბოთლის ფასი 30 დოლარი) ღირს, ვიდრე იმპორტირებული სახელგანთქმული Absolut-ი. ამის მიუხედავად, თავის სეგმენტში ამ მარკას ბაზრის 70% უკავია. Bacardi-ს Gray Goose-ის შესყიდვა 2 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდება.
საგანგაშო არითმეტიკა
ნავთობგიგანტის BP-ის მონაცემებით, ნავთობის მსოფლიო მარაგი 40 წელიწადში ამოიწურება. ყველაზე დიდ მარაგებს საუდის არაბეთი (22,9%), ირანი (11,4%) და ერაყი (10%) ფლობენ. რუსეთის წილად მსოფლიო მარაგის 6%-ია. რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, მისი მარაგები 60 წელიწადში ამოიწურება. ამ ბუნებრივი რესურსის შემთხვევაში ლიდერი რუსეთია (26,7%). მეორე ადგილზეა ირანი (15,21%), ხოლო მესამეზე - ყატარი (14,7%).
|