საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
- 16 ოქტომბერს პარლამენტის მიერ მიღებული #5129 კანონის საფუძველზე დაკორექტირდა საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლი, კერძოდ აქციზის გადამხდელ პირთა ჩამონათვალს დაემატა ის პირი, რომელიც ახორციელებს თავის მიერ იმპორტირებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (თამბაქოს ნედლეული, ნარჩენები, ,,ყალიონით“ მოსაწევი თამბაქო, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქო) მიწოდებას. მოცემული პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.
აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და ექსპორტის თანხა კი განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით (გარდა თამბაქოს ნედლეულისათვის, თამბაქოს ნარჩენებისათვის _ თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების წონისა).
თამბაქოს ნედლეული (ჰომოგენიზებული ან აღდგენილი, ბურნუთი) იბეგრება აქციზის გადასახადით, რომლის განაკვეთი განისაზღვრა 60 ლარის ოდენობით 1 კგ-ზე.
მოცემული ტიპის საქონლის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში (გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა). მოცემული კოდექსის მიზნებისათვის საქონლის პირველად საფუთავებში დაფასოება აქციზური საქონლის წარმოებად არ ითვლება, შესაბამისად ამ საქონლის იმპორტისას ან შეძენისას გადახდილი აქციზი ჩათვლას არ ექვემდებარება.
კანონი ამოქმედდება 21.11.2019-ში.
დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე _ 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას _ 4000 ლარის ოდენობით.
მსუბუქი ავტომობილების და მოტოციკლებისათვის დასაბეგრი ოპერაციის აქციზური საქონლის იმპორტისა და ექსპორტის თანხის განსაზღვრა
_ 2 ოქტომბერს მიღებული #5075 კანონის თანახმად, რომელიც 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, მსუბუქი ავტომობილისათვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) და მოტოციკლისათვის (მოპედის ჩათვლით) აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით.
აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით:
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სპორტული დანიშნულების მსუბუქი ავტომობილისათვის აქციზის განაკვეთი 100 ლარია.
ცვლილებები აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულაციებში
30 ოქტომბერს მიღებულ და გამოქვეყნებულ #5227 კანონის თანახმად ცვლილება შევიდა `ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ~ კანონში.
სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოებასა და საჯაროობას უზრუნველყოფს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით.
სამსახური უზრუნველყოფს რეესტრის, აღიარებული სასწავლო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამების, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოების, სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრებისა და ანგარიშგებების ვებგვერდის წარმოებას მის მიერ დადგენილი წესებისა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად.
23-ე მუხლი, რომელიც ეხება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
`სამსახური ვალდებულია ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისთვის ერთდროულად ან ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე _ არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა:
ა) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა.ა) წერილობითი გაფრთხილება.
ა.ბ) საჯარო გაფრთხილება (რეესტრში ასახვით).
ა.გ) ფულადი ჯარიმა.
ა.დ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შემთხვევაში _ მისთვის რეგისტრაციის გაუქმება.
ა.ე) აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/ გარიგების პარტნიორისათვის აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორისათვის/ აქციონერისათვის ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა.
ბ) პროფესიული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ბ.ა) წერილობითი გაფრთხილება.
ბ.ბ) ფულადი ჯარიმა.
ბ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული უფლების ჩამორთმევა;
გ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
გ.ა) წერილობითი გაფრთხილება.
გ.ბ) ფულადი ჯარიმა.
გ.გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მინიჭებული უფლების ჩამორთმევა.
დ) სდპ-ის, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
დ.ა) წერილობითი გაფრთხილება.
დ.ბ) ფულადი ჯარიმა.
დ.გ) სდპ-ის შემთხვევაში _ მისი მმართველობითი ორგანოს წევრისთვის სდპ-ში ამ კანონით გათვალისწინებული თავისი ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა.
ე) პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ე.ა) წერილობითი გაფრთხილება.
ე.ბ) ფულადი ჯარიმა~.
აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის, გარიგების პარტნიორის მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს წერილობით გაფრთხილებას ან 5 000 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯარიმის დაკისრებას. ამასთან, სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს, აუდიტორულ ფირმას თუ გარიგების პარტნიორს დროებით, არაუმეტეს 3 წლით აუკრძალოს აუდიტორული მომსახურების განხორციელება ან აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერა და აუდიტორული ფირმის პარტნიორისათვის აქციონერისათვის აუდიტორული მომსახურების განხორციელება.
_ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 21 ოქტომბრის #ნ-16 ბრძანების თანახმად ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებული უნდა იქნას აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAAშB) მიერ მიღებული და გამოცემული ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარით (2018 წლის გამოცემა) გათვალისწინებული:
ა) ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი.
ბ) აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები.
ამავე პირის #15 ბრძანების თანახმად ჩამოყალიბებული შემდეგი პუნქტები კი უცვლელია და წარმოდგენილია შემდეგი სახით:
– ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code).
– მოცემული ბრძანებით გათვალისწინებული სტანდარტები და პროფესიული ეთიკის კოდექსი განთავსდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე (www.saras.gov.ge).
– სამსახური უზრუნველყოფს სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტებისა და პროფესიული ეთიკის კოდექსის თარგმანის პერიოდულ რედაქტირებას, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
_ 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება 11 ოქტომბერს მიღებული ფინანსთან მინისტრის #313 ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილება, რომელიც შევიდა `გადასახადების ადმინისტრირების შესახებ~ ბრძანებაში.
კერძოდ, ცვლილება განხორციელდა საშემოსავლო და მოგების გადასახადის დანართების შევსების წესში, დაკორექტირდა დანართ #II-06-ის (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია) პირველი და მესამე ნაწილები, დეკლარაციის დანართი `ა~, დანართი `ბ~ კი ამოღებულია.
_ ფინანსთა მინისტრის 8 ოქტომბრის #306 ბრძანების თანახმად, `გადასახადების ადმინისტრირების შესახებ~ ბრძანებაში განხორციელდა რიგი ცვლილებები, კერძოდ:
– გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ, საგადასახადო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო კი შემოსავლების სამსახურია.
– საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) შეუძლია წარმოშობილი საგადასახადო ან საბაჟო ვალდებულების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადახდისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშე, მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი).
– საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურმა პირმა საგადასახადო ან საბაჟო ვალდებულების წარმოშობისას საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს.
– შესაბამისად, სახელმწიფო რეგისტრაცია/ საგადასახადო აღრიცხვა გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს სახელმწიფო რეგისტრაციამდე/ საგადასახადო აღრიცხვამდე არსებული როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო ვალდებულებებისგან.
– თუ საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა არარეზიდენტი ფიზიკური პირის საგადასახადო ან საბაჟო ვალდებულებების შესახებ, აღრიცხვის მიზნით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა.
– საგადასახადო და საბაჟო ორგანო ვალდებულია არ გაახმაუროს გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები.
– გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა), დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ან საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულად.
– საგადასახადო ან საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნას უგზავნის გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების/საბაჟო კონტროლის მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის ან მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
– პირი უფლებამოსილია სამინისტროს სისტემაში ელექტრონული საჩივარი წარადგინოს სამსახურის ან სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით, რაც მას არ ართმევს უფლებას დავის განმხილველ ორგანოსთან კომუნიკაცია აწარმოოს წერილობითი ფორმით.
– პირებს შორის საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის (საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინცი პები) ან საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულების არსებობა მათ შორის არსებულ გარიგების შედეგებზე გავლენას არ ახდენს, თუ საქონლის/მომსახურების მიმღები პირის მიერ შესაძლებელია ანალოგიური საქონელი თუ მომსახურება სხვა არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეიძინოს იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული გარიგების ფასს არ აღემატება 10%-ით.
- დაკორექტირდა შემდეგი დანართები :#I-09, #I-13, #I-20 4, #II-09 1, #III-13, #III-25, #IV-08, #IV-09, #IV-091.
_ 8 ოქტომბერს მიღებული ფინანსთა მინისტრის #303 ბრძანებით, ცვლილება შევიდა გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციაში, სადაც დაკორექტირდა 642-643 მუხლები, რომელთა თანახმადაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებულ განახლებად ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე (იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით).
საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – მომდევნო კალენდარული წლის პირველ მაისამდე პერიოდზე) ბოლო თვის (მომდევნო კალენდარული წლის აპრილის) ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
`2019 წლის პირველ მაისამდე კალენდარული თვეების (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი) მიხედვით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის დღგ-ით დაბეგვრის ობიექტები განისაზღვრება 64 3-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთან, 2019 წლის აპრილი ჩაითვლება არასრული საანგარიშო წლის (2019 წლის პირველი იანვრიდან _ პირველ მაისამდე პერიოდის) ბოლო თვედ~.
მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
– მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, მათ შორის, ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი ინდივიდუალური მრიცხველებისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით.
– მოხმარებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია გაქვითოს, კრედიტის სახით ასახოს და საანგარიშო წლის აპრილის თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით დარჩენილი ელექტროენერგია ჯგუფის თითოეულ წევრზე გადაანაწილოს ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმებული გაქვითვისა და კრედიტის გადანაწილების პირობის შესაბამისად, ხოლო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში – თანაბრად.
_ ფინანსთა მინისტრის 10 ოქტომბრის #309 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა `საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციაში.
გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში _− მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისას, მაგრამ არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, რომელიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციის ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციის ან საბაჟო საწყობის მიერ საბაჟო ორგანოსათვის ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდების მომენტიდან.
„საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
`საქონლის დროებით შენახვისას, საზღვაო გზით შემოტანილი, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შეტანიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/ მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს დროებით შენახვის დეკლარაცია #6-01 დანართის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა~.
რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა ან დამოწმებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ან საბაჟო დეკლარაცია/რეექსპორტის დეკლარაცია ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალება ჩაითვლება დროებით შენახვის დეკლარაციად:
` – აღრიცხვის მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვისას, როდესაც საქონელი არ ჩამოიტვირთება სატრანსპორტო საშუალებიდან.
– აღრიცხვის მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადაადგილებული იმ საქონლის დროებით შენახვისას, რომელიც საბაჟო საწყობში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის 30-დღიანი ვადა.
– საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში ან გარე გადამუშავებაში ან საბაჟო საწყობის პროცედურიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას, ან რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას.
– საზღვაო გზით შემოტანილი და აღრიცხვის მოწმობის გამოწერით ტრანზიტში დეკლარირებული საყარი საქონლის დროებით შენახვისას“.
საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები
კანონი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
_ 2019 წლის 30 ოქტომბერს მიღებულ იქნა და იმავე დღეს გამოქვეყნდა ახალი, მნიშვნელოვანი კანონი #5226-1ს `ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ~.
ამ კანონის მიზანია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა.
ამ კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ანგარიშვალდებული პირისთვის, საზედამხედველო ორგანოსთვის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოებისთვის, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირისა და სამსახურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვის.
კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:
`1. ამ კანონის მიზნებისთვის ანგარიშვალდებული პირები არიან:
ა) ფინანსური ინსტიტუტები:
ა.ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი;
ა.ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი;
ა.გ) სადაზღვევო ბროკერი, გადაზღვევის ბროკერი;
ა.დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;
ა.ე) კომერციული ბანკი;
ა.ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
ა.ზ) საბროკერო კომპანია;
ა.თ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი;
ა.ი) სადაზღვევო ორგანიზაცია;
ა.კ) სალიზინგო კომპანია;
ა.ლ) სესხის გამცემი სუბიექტი;
ა.მ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი;
ბ) არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელი პირები:
ბ.ა) ადვოკატი, საადვოკატო ბიურო;
ბ.ბ) ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი;
ბ.გ) ნოტარიუსი;
ბ.დ) სერტიფიცირებული ბუღალტერი, იურიდიული პირი, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურებას ახორციელებს და რომლის სახელით მოქმედებს სერტიფიცირებული ბუღალტერი;
ბ.ე) აუდიტორი, აუდიტორული (აუდიტური) ფირმა;
ბ.ვ) ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი;
გ) საჯარო დაწესებულებები:
გ.ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო);
გ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ _ შემოსავლების სამსახური)~.
კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. მისი ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113).
ცვლილება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში
_ 30 ოქტომბერს მიღებული ეროვნული ბანკის შესახებ #5240 ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
საფინანსო სექტორის წარმომადგენელს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, მფლობელობის სტრუქტურის, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ).
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია და ჩამოართვას ლიცენზია. ასევე საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება, დააკისროს ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება.
კომერციულ ბანკებს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომელთა საქმიანობა შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების რისკს.
მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დააკისროს სანქცია.
ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან.
_ 11 ოქტომბერს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული #189/04 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების _ საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის #257 ბრძანებაში.
წესის მიზანია ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დაწესებულებების საქმიანობაში დარღვევების და სისუსტეების გამოვლენისას მათი გამოსწორების მიზნით განსაზღვროს აღკვეთის ღონისძიებების სახეობები, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების და შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამისი სანქციები.
სავალდებულო და ნებაყოფლობითი საზედამხედველო ღონისძიებების გამოყენების განსაზღვრა (მუხლი 3) და დოკუმენტურად გაფორმება და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიმართ გამოყენებული საზედამხედველო ღონისძიების შესრულების მონიტორინგის (მუხლი 4) განხორციელება არ ეხება ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საკრედიტო კავშირის მიმართ გამოყენებულ ღონისძიებებს, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობის და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
საკრედიტო კავშირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების და შემოწმების შედეგად დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, (გარდა იმ შემთხვევაში როდესაც გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში ან გარიგების დანაწევრების მიზნით განხოციელებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან) ინფორმაციის მონიტორინგის სამსახურისათვის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის 300 ლარის ოდენობით.
– საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საეჭვო ოპერაციის, ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
– საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან უჩვეულო ოპერაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების შეუსრულებლობის შემთხვევაში 3 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
– ინფორმაციის თუ დოკუმენტების აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
– გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღის დადების შესახებ, სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
– საკრედიტო კავშირთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში განმეორებით წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის, წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10 000 ლარით.
– შესაბამისი პროგრამული სისტემის არქონის ან ოპერაციების აღრიცხვასთან და შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 20 000 ლარის ოდენობით.
ბრძანება ამოქმედდა 15 ოქტომბრიდან.
_ გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულება, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 2019 წლის 1 ივლისიდან, 30 ოქტომბრის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #206/04 ბრძანების თანახმად გადავადდა 2019 წლის 5 მოემბრამდე, არაუგვიანეს 2020 წლის 1 მარტისა კი ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი, ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებული არიან ამ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა.
_ ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოების ფარგლებში 2 ოქტომბრის ეროვნული ბანკის #178/04 ბრძანების საფუძველზე, კომერციულ ბანკთან ფინანსური გირაოს ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისათვის, სესხის გამცემ სუბიექტებს, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, მიენიჭათ ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი.
_ 2 ოქტომბრის #177/04 ბრძანების თანახმად უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმად განისაზღვრა 25%, გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა. ბრძანების წინა ვერსიით კი უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა განსაზღვრული იყო 15%-ით.
2019 წლის 17 სექტემბრიდან დასაცავი მინიმალური რეზერვების გაანგარიშება კომერციულმა ბანკებმა უნდა განახორციელონ მოცემული ბრძანების თანახმად და შესაბამისი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა განახორციელონ 17 ოქტომბრიდან.
იხილეთ ასევე:
– 31.10.2019-ის ეროვნული ბანკის საბჭოს #5 დადგენილება _ „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის #2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
– 16.10.2019-ის #5128 კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“.
– 31.10.2019-ის ფინანსთა მინისტრის #332 ბრძანება, „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
– 21.10.2019-ის მთავრობის #498 დადგენილება, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ #365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზით "ააფ-ინფო კონსულტანტი" (579-29-31-31).
მარიამ აფრასიძე