საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები
სიტუაციური სახელმძღვანელოები (მენუალები)
- 14 აპრილს ნაწილში "დღგ" გამოქვეყნდა მენუალი, რომელიც ეხება დღგ-ის პროპორციულ ჩათვლას, როდესაც არ გაითვალისწინება სსკ-ის 161 მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.ბ.“ და „ა.ბ.გ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებული თანხები - ავანსები. სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2020 წლის 8 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით,
მენუალი #11128 _ დღგ-ის პროპორციული ჩათვლა
ფაქტობრივი გარემოებები
დღგ-ის გადამხდელის მიერ საანგარიშო თვეში შეძენილი საქონელი/მომსახურება, რომლის დღგ შეადგენს 900 ლარს, ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის ულების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია.
გადამხდელის მიერ საანგარიშო თვეში:
– მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 80 ათასი ლარი, მ.შ ჩათვლის უფლების გარეშე დღგ ისაგან გათავისუფლებული საქონლის ღირებულებამ _ 40 ათასი ლარი.
– მიღებულ იქნა კომპენსაცია მისაწოდებელი საქონლისათვის (ე.წ. ავანსი) 35 ათასი ლარი, საიდანაც 5 ათასი დასაქონლებულ იქნა იმავე თვეში. შესაბამისად, საანგარიშო თვის ბოლოსათვის ავანსის თანხამ შეადგინა 30 ათასი ლარი, მ.შ. 26 ათასი ლარი მიღებულია ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისაგან გათავისუფლებული საქონლის მისაწოდებლად გადამხდელმა მხედველობაში არ მიიღო ავანსის თანხები და შესაბამისად, საანგარიშო თვეში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა განსაზღვრა 450 ლარის ოდენობით (900*40/80).
შეფასება
სსკ-ის 174-ე მუხლის:
– მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით. ამასთან, ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით _ მე-12 ნაწილის შესაბამისად, საერთო ბრუნვა არის პირის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის თანხათა ჯამით.
სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ, არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე.
გადამხდელს უფლება ჰქონდა ჩაეთვალა მხოლოდ 360 ლარი (900*44/110), რადგან საანგარიშო პერიოდის საერთო ბრუნვის თანხა შეადგენს 110 ათას ლარს (80000+30000), ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა _ 44 ათასს ლარს (110000-40000-26000).
ღონისძიებები
შემცირდება ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
- 14 აპრილს გამოქვეყნდა მენუალი სამედიცინო დაწესებულების დაუმთავრებელ მშენებლობაზე ქონების გადასახადის შესახებ. იგი დამტკიცებულია 2020 წლის 8 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა პერიოდებზეც.
მენუალი #1425 სამედიცინო დაწესებულების დაუმთავრებელ მშენებლობაზე ქონების გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები
პირს ბალანსზე აღრიცხული აქვს დაუმთავრებელი მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ იგეგმება მისი სამედიცინო საქმიანობაში გამოყენება. პირს საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში არა აქვს ჩართული დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულება.
შეფასება
სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
სსკ-ის 206-ე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ქონების გადასახადისგან თავისუფლდება სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პირი აშენებდა სამედიცინო დაწესებულებას, იგი ვალდებული იყო ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში აესახა საწარმოს ბალანსზე რიცხული დაუმთავრებელი მშენებლობა დასრულების შემდეგ მის სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებამდე და გადაეხადა ქონების გადასახადი.
ღონისძიებები
პირს დაერიცხება კუთვნილი ქონების გადასახადი. დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
- საკარანტინო მიზნებისათვის სასტუმროში განთავსების მომსახურების უსასყიდლოდ გაწევას უკავშირდება #2540 `მენუალი~:
ფაქტობრივი გარემოებები
პირმა, რომელიც ახორციელებს სასტუმრო საქმიანობას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სსი პ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, შესაბამისი პირები სავალდებულო კარანტინის ფარგლებში უსასყიდლოდ განათავსა სასტუმროში.
პირმა აღნიშნული ოპერაცია არ დაბეგრა მოგების გადასახადით და დღგ-ით, ამასთან ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ხარჯებზე დღგ ჩაითვალა.
შეფასება
`საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 23.03.20 წ. #181 დადგენილებით, პირები, რომლებიც ფლობენ ან/და შეუძლიათ განახორციელონ სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი მოთხოვნისთანავე ვალდებულნი არიან გამოყონ სასტუმრო ან/და განთავსების მსგავსი საშუალებები (უზრუნველყონ ყველა თანმდევი სერვისები) შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნის მიზნით.
ამავე დადგენილებით დამტკიცებული #2 დანართის შესაბამისად, სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (28.01.20წ. #164) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ს _ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებისა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნის ორგანიზება (საქონლის/ მომსახურების შესყიდვა).
სსკ-ის:
– 98 3 (3დ) მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით არ იბეგრება სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ანდა ფულადი სახსრების გადაცემა.
– მე-100 4 მუხლის მიხედვით ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
– 168 (4.ი) მუხლის შესაბამისად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულია სახელმწიფოსთვის ან/ და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.
ვინაიდან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას აღნიშნული სსი პ გამოდის სახელმწიფოს სახელით, პირის მიერ სავალდებულო კარანტინის ფარგლებში შესაბამისი პირების უსასყიდლოდ განთავსება განიხილება სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად.
შესაბამისად, ასეთი მომსახურება თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან და დღგ-ისაგან (ჩათვლის უფლებით); ასევე, შესაბამის შემთხვევებში, პირის ერთობლივ შემოსავლში ასახვას არ ექვემდებარება, ხოლო ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი გამოიქვითება.
ღონისძიებები
პირის ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება და მისთვის დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ მოხდება.
- #2541 მენუალი აღწერს შთOPჩOV ფონდში გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხს.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმომ განახორციელა თანხის გადრიცხვა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის მიზნით სახელმწიფო ხაზინაში STOPCOV ფონდის ანგარიშზე.
ვარიანტი 1:
საწარმო მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით
ვარიანტი 2:
საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის სხვაობა.
I ვარიანტში:
ფონდში გადარიცხულ თანხებთან მიმართებაში საწარმოს მოგების გადასახადში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
II ვარიანტში:
საწარმომ ფონდში გადარიცხული თანხები გამოქვითა შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან.
შეფასება
სსკ-ის:
– 98 3 (3.დ)-ე მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით არ იბეგრება სახელმწიფოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
სსკ-ის 106(ე)-ე მუხლის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება სახელმწიფოსთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი.
სსკ-ის მე-13 მუხლის (2) თანახმად, დღგ-ის მიზნებისათვის საქონელს არ მიეკუთვნება ფული.
I ვარიანტში:
ვინაიდან საწარმოს მიერ თანხის გადარიცხვა განხორციელდა სახელმწიფოსათვის ფინანსური რესურსის გამოყოფის მიზნით, აღნიშნული ოპერაცია, როგორც სახელმწიფოსათვის ფულადი სახსრების გადაცემა, არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
II ვარიანტში:
ვინაიდან საწარმოს მიერ ფონდში თანხის გადარიცხვა განხორციელდა სახელმწიფოსათვის ფინანსური რესურსის გამოყოფის მიზნით, გადარიცხული თანხები, როგორც სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული, გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან.
ღონისძიებები
ორივე ვარიანტში:
პირის ქმედებაში სამართალდაღღვევა არ იკვეთება და მისთვის დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ მოხდება.
სამედიცინო საქონლის ნუსხა, რომლის მიწოდება ან იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე პირველ ოქტომბრამდე
1 და 2 აპრილის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი №01-36/ნ/№89, №01-37/ნ/№91 ბრძანებების საფუძველზე იმ საქონლის ნუსხას, რომლის მიწოდება ან იმპორტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ჩათვლის უფლების გარეშე, დაემატა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ):
ა) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები.
ბ) 3926 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ბახილები პლასტმასის მასალისგან.
გ) 3926 90 980 00 და 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული სახის დამცავი ფარები.
დ) 4015 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის ქირურგიული და 4015 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის დანარჩენი.
ე) 6210 10 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული კომბინიზონები საიზოლაციო, სამედიცინო ხალათები, სამედიცინო ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები.
ვ) 6307 90 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული პირბადეები და ნიღბები, ბახილები კოტონის მასალისგან ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან.
ზ) 6506 99 909 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული სამედიცინო ქუდები.
თ) 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დამცავი სათვალეები პლასტმასის.
ი) 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო.
აღნიშნული მოცემულობა ძალაშია 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე.
ფინანსთა მინისტრის ბრძანებები
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ „დროებით შემოტანის პროცედურის“ ინსტრუქციაში ცვლილება შევიდა ფინანსთა მინისტრის 10 აპრილის #94 ბრძანებით.
საქონლის დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ შემოტანის პროცედურაში მოქცევის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს საბაჟო კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ 10-წლიან ვადას, თუმცა ეს შეზღუდვა არ ეხება იმ მოცემულობას, როდესაც აღნიშნული საქონელი გამოიყენება:
ა) ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის განსახორციელებლად.
ბ) მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად.
გ) მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განსახორციელებლად.
დ) სასწავლო-სამეცნიერო მიზნით.
- ფინანსთა მინისტრის 30 აპრილის #102 ბრძანების თანახმად, 2020 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებისთვის შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე გადასვლა
განხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ ვიდეოზარით მიმართვის ან #I-07 დანართის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
ცალკეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს აქვს უფლება, ვიდეოზარით მიმართვის ნაცვლად პირს მოსთხოვოს #I-07 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა.
- ფინანსთა მინისტრის 28 აპრილის #98 ბრძანების საფუძველზე საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციას დაემატა პუნქტები, რომელთა თანახმადაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსის საფრთხის შემცირებამდე და მისი შემცირების შემდგომ ევროკომისიის სათანადო შეტყობინების მიღებამდე, პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით. მდგომარეობის დასტაბილურების და აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ, დეკლარანტი ვალდებულია, ასლის სახით წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ორიგინალი, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები
- 13 აპრილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #67/04 ბრძანების თანახმად 2020 წლის ივნისის თვის საანგარიშგებო პერიოდიდან სესხის გამცემმა სუბიექტმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კონსოლიდირებული (სათავოსა და ფილიალების ნაერთი) კვარტალური ანგარიშგება, ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.NBFI.nbg.ge კვარტალის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში. ინფორმაცია გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ კი საანგარიშგებო კვარტალის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა კი ანალოგიური მოთხოვნები უნდა უზრუნველყონ 2020 წლის აპრილის თვის საანგარიშგებო პერიოდიდან.
თითოეული მათგანისთვის დადგენილია შესაბამისი ფორმა-დანართი, რომელთა საშუალებითაც უნდა მოხდეს ინფორმაციის წარდგენა.
- ეროვნულმა ბანკმა 8 აპრილს განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება. აღნიშნული სუბიექტები აუდიტირებულ წლიურ ანგარიშს ეროვნულ ბანკს წარუდგენენ არაუგვიანეს ამა წლის 30 ივნისისა.
`ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ~ კანონით განსაზღვრული წლიური და ნახევარ-წლიური ფინანსური ანგარიშები ეროვნულ ბანკს `ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ~ კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვებგვერდის (რეპორტალ.გე) მეშვეობით ელექტრონულად წარედგინება. ეს ეხება 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდისთვის მომზადებულ წლიურ ანგარიშსაც.
ბანკის მოთხოვნით ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული 2019 წლის წლიური აუდიტირებული ანგარიში უნდა ასახავდეს პანდემიის შედეგად კომპანიის წინაშე წარმოქმნილ რისკებს და მათ გავლენას სუბიექტის პერსპექტივებზე. ასევე, აუდიტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საწარმოს მიერ ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსის გამოყენების მართებულობაზე.
სხვა ცვლილებები
- საქართველოს მთავრობის 2020 წ. 10 აპრილის #236 დადგენილებით, დამტკიცდა აგროდაზღვევის პროგრამა.
„აგროდაზღვევის პროგრამის“ განმახორციელებელია ა(ა)ი პ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროგრამა დაარეგულირებს ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის დაზღვევასთან დაკავშირებით (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა), მზღვეველს, დამზღვევს/მოსარგებლეს და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შორის.
პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება.
იხილეთ ასევე:
– 29.04.2020 წ. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის #ნ-4 ბრძანება, სერტიფიცირებული ბუღალტრების ერთიანი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ.
– 01.05.2020 წ. ფინანსთა მინისტრის #103 ბრძანება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო-საკონსულტაციო ბაზით "ააფ-ინფო კონსულტანტი" (579-29-31-31).
მარიამ აფრასიძე