ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
2006 წლის ფინანსური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა
№5(89), 2007
დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნა

სს "სტანდარტბანკის" აქციონერებსა და დირექტორთა საბჭოს

ჩვენ ჩავატარეთ სს "სტანდარტბანკის" თანდართული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს საბალანსო ანგარიშგებას 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოგება-ზარალის ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგებასა და ფულადი ნაკადების ანგარიშგებას ამავე თარიღით დასრულებული წლისათვის, აგრეთვე მნიშვნელოვანი ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის შეჯამებასა და სხვა ახსნა-განმარტებით შენიშვნებს.

ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ფინანსურ ანგარიშგებაზე
 

ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების" შესაბამისად ამ ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და სამართლიანად წარდგენაზე. ეს პასუხისმგებლობა მოიცავს: შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების იმგვარად მომზადებისა და სამართლიანი წარდგენისათვის, რომ იგი არ მოიცავდეს არსებით უზუსტობებს გამოწვეულს თაღლითობითა თუ შეცდომით; სათანადო ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის შერჩევასა და გამოყენებას, აგრეთვე არსებულ გარემოებათა შესაფერისი ჯეროვანი ბუღალტრული შეფასებების გაკეთებას.

აუდიტორის პასუხისმგებლობა

ჩვენ გვევალება ჩვენს მიერ ჩატარებული აუდიტის საფუძველზე გავცეთ დასკვნა ამ ფინანსურ ანგარიშგებაზე. აუდიტს წარვმართავდით "აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების" შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტები მოითხოვს, რომ ჩვენ დავიცვათ ეთიკური ნორმები და იმგვარად დავგეგმოთ და ჩავატაროთ აუდიტი, რომ მოვიპოვოთ გონივრული რწმუნება იმისა, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება არსებით უზუსტობებს.

აუდიტი მოიცავს პროცედურების ჩატარებას ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემულ თანხებსა და ახსნა-განმარტებით შენიშვნებზე აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. პროცედურების შერჩევა დამოკიდებულია აუდიტორის განსჯაზე, მათ შორის ფინანსური ანგარიშგების თაღლითობითა თუ შეცდომით გამოწვეული არსებითი უზუსტობის რისკის შეფასებაზე. რისკის ამგვარი შეფასებისას აუდიტორი ითვალისწინებს შიდა კონტროლის სისტემას, რომელიც საჭიროა საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და სამართლიანად წარდგენისათვის, რათა შეიმუშაოს გარემოებათა შესაფერისი აუდიტორული პროცედურები, თუმცა არა იმ მიზნით, რომ გამოთქვას მოსაზრება საწარმოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობაზე. აუდიტი აგრეთვე მოიცავს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ხელმძღვანელობის მიერ გამოყენებული ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის შესაფერისობისა და მნიშვნელოვანი ბუღალტრული შეფასებების მიზანშეწონილობის შემოწმების, აგრეთვე მთლიანად ფინანსური ანგარიშგების წარდგენის შეფასებას.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარის და შესაფერის საფუძველს ქმნის ჩვენი აუდიტორული დასკვნის შესადგენად.

აუდიტორული დასკვნა

ჩვენი აზრით, ზემოთაღნიშნული ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებით ასპექტში სამართლიანად ასახავს სს "სტანდარტბანკის" ფინანსურ მდგომარეობას 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მის ფინანსურ საქმიანობას და ფულად ნაკადებს ამავე თარიღით დასრულებული წლისათვის "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების" შესაბამისად.

19 თებერვალი, 2007 წელი