ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ლოგიკური ამოცანა №80
№3(87), 2007
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #79:

თუ ადამიანი მოძრავ ესკალატორზე აირბენს 8 საფეხურს, მაშინ ის ბოლოში ავა 40 წამში, ხოლო თუ იგივე ადამიანი აირბენს 15 საფეხურს, მაშინ ის ბოლოში ავა 22,5 წამში. რამდენი საფეხური ჩანს გაჩერებულ ესკალატორზე?

ამოცანის პასუხი:

რადგან ადამიანი ესკალატორზე 8 საფეხურის არბენის შემთხვევაში ბოლომდე ადის 40 წამში, ხოლო 15 საფეხურის არბენის შემთხვევაში - 22.5 წამში, შეიძლება დავასკვნათ, რომ 7 დამატებითი საფეხურის ასვლა ზოგავს 17.5 წამს, ანუ ერთი საფეხური ზოგავს 2.5 წამს. ესკალატორზე საფეხურების სრული რაოდენობა ყოფილა 8+40.0/2.5=15+22.5/2.5=24. შესაბამისად, თუ არცერთ საფეხურს არ აირბენს, ადამიანი ესკალატორის ბოლოში ავა 24*2.5=60 წამში.

ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფი"-ს პრიზი დაიმსახურა ჯაბა ელიზბარაშვილმა.

მორიგი ამოცანა #80:

ერთ პატარა სოფელში ადგილობრივ მედუქნესა და მათემატიკის მასწავლებელს შორის გაიმართა საუბარი. "დღეს სოფლის მამაოს სამნი ესტუმრნენ. შეგიძლია გამოიცნო მათი წლოვანება, თუ გეტყვი, რომ მათი ასაკის ნამრავლია 2450, ხოლო ჯამი შენი ასაკის ტოლია?" - ჰკითხა მედუქნემ მათემატიკის მასწავლებელს.

კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მასწავლებელმა უპასუხა, რომ ვერ გამოიცნო სტუმართა ასაკი, რაზეც მედუქნემ მიუგო: "რა თქმა უნდა, ვერ გამოიცნობდი, მაგრამ ახლა კი მიხვდები, როცა გეტყვი, რომ მათ შორის უხუცესი ჩვენს მამაოზე უფროსია". ამ მინიშნების შემდეგ მათემატიკის მასწავლებელმა შეძლო სტუმართა ასაკის გამოცნობა.

რა ასაკისაა მამაო?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ-მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე" ან ჯეკ ლონდონის მოთხრობების კრებული "ზღაპრის დასასრული".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელ.: (99)-55-68-34.
გისურვებთ წარმატებებს!

რამაზ ლიპარტელიანი