ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ლოგიკური ამოცანა #109
#8(116), 2009
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა#108

ცოლი ქმარს:”როცა შენ გახდები 10-ჯერ უფროსი, ვიდრე როცა მე ვიყავი მაშინ, როცა შენ იყავი იმის ნახევარი, რაც ვარ ახლა, შენ იქნები იმავე ასაკის, რამდენისაც იქნები მაშინ, როცა მე გავხდები იმდენის, რამდენისაც შენ ხარ ახლა”. 

ქმარი ცოლს: “როცა შენ მოგემატება იმდენი წელი, რამდენი წლითაც ახლა ხარ უმცროსი, ვიდრე მე ვიყავი შარშანწინ, ჩვენი ჯამური ასაკი იქნება 50 წელი”. რამდენი წლისაა თითოეული?

ამოცანის პასუხი 

დავუშვათ, ცოლი ხ წლისაა, ხოლო ქმარი - x+y წლის. გავშიფროთ ცოლის მიერ ნათქვამი წინადადება: “იმის ნახევარი, რაც ვარ ახლა” - არის x/2 წელი. “როცა შენ იყავი იმის ნახევარი, რაც ვარ ახლა” - ეგ იყო x+y-x/2 =x/2+y წლის წინ. “მე ვიყავი მაშინ, როცა შენ იყავი იმის ნახევარი, რაც ვარ ახლა” - იყო x-(x/2+y)=x/2-y წლის. “10-ჯერ უფროსი” - 10(x/2-y). “როცა მე გავხდები იმდენის, რამდენისაც შენ ხარ ახლა” - ეს მოხდება (x+y)-x=y წელიწადში. 

“რამდენისაც იქნები მაშინ, როცა მე გავხდები იმდენის, რამდენისაც შენ ხარ ახლა” - იქნება (x+y)+y=x+2y წლის. შესაბამისად მივიღეთ: 10(x/2-y)=x+2y. ახლა განვიხილოთ ქმრის მიერ ნათქვამი წინადადება: “მე ვიყავი შარშანწინ” - იყო x+y-2 წლის. “რამდენი წლითაც ახლა ხარ უმცროსი, ვიდრე მე ვიყავი შარშანწინ” - უმცროსია (x+y-2)-x=y-2 წლით. “როცა შენ მოგემატება იმდენი წელი...” - მაშინ ცოლი იქნება x+(y-2)=x+y-2 წლის და ქმარი იქნება (x+y)+(y2)=x+2y-2 წლის. შესაბამისად აქაც მივიღეთ: (x+y-2)+(x+2y-2)=50, ანუ 2x+3y=54. საბოლოოდ გვაქვს ორი განტოლება ორი უცნობით, რომელთა ამოხსნა გვაძლევს: x=18 და y=6. 

ამგვარად, სწორი პასუხია: ცოლი არის 18 წლის, ხოლო ქმარი - 24 წლის. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და
“ააფის” პრიზი დაიმსახურა ჯაბა ელიზბარაშვილმა.

მორიგი ამოცანა#109 

არქიპელაგი შედგება 7 პატარა კუნძულისაგან, რომლებიც მატერიკთან ახლოს არიან განლაგებულები. ყოველი კუნძულიდან გამოდის სამი ხიდი. ცნობილია, რომ არქიპელაგის ყოველ კუნძულს შორის და ასევე კუნძულსა და მატერიკს შორის არის არაუმეტეს ერთი ხიდისა. აგრეთვე ცნობილია, რომ კუნძულ “ჩანგა”-დან კუნძულ “ჩუნგა”-ზე სახმელეთო გზით მოხვედრა შეუძლებელია. სულ რამდენი ხიდი აკავშირებს მატერიკს არქიპელაგის კუნძულებთან? პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს “ააფ მენეჯმენტის” მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი “ვიწრო კარიბჭე”;

2) ო. ჰენრის ნოველების კრებული “ზაფხულის შუადღის სიზმარი”; ან

3) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი “ქალი არ უნდა გაანებივრო”. 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (95)-59-02-75 (მობ.). 

გისურვებთ წარმატებებს!

ფრიდონ ალშიბაია