ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ლოგიკური ამოცანა #110
#10(118), 2009
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული #110 ამოცანის პირობები ჩამოყალიბებული იყო შეცდომით (არასრულად). ამჯერად ვაქვეყნებთ ამ ამოცანას შესწორებული სახით. 

მორიგი ამოცანა #110

რომელიღაც ქვეყანაში ცხოვრობდა 2008 რაინდი, 2009 დრაკონი და 2007 პრინცესა. რაინდები კლავდნენ დრაკონებს, დრაკონები ჭამდნენ პრინცესებს, ხოლო პრინცესების გამო კვდებოდნენ რაინდები (ნერვიულობით, ეჭვიანობით ან უიმედო სიყვარულით). ამ ქვეყანაში არსებობს ერთი უძველესი კანონი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება მოკვლა იმ მაცხოვრებლისა, ვინც შეიწირა კენტი რაოდენობით მაცხოვრებელი. დღესდღეობით ამ ქვეყანას მხოლოდ ერთი მაცხოვრებელი ჰყავს. ვინ ან რა გადაურჩა ამ საშინელებას?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს ”ააფ მენეჯმენტის” მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:
 
1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი ”ვიწრო კარიბჭე”;

2) ო. ჰენრის ნოველების კრებული ”ზაფხულის შუადღის სიზმარი”; 

3) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი ”ქალი არ უნდა გაანებივრო”.

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (95)-59-02-75 (მობ.). 

გისურვებთ წარმატებებს!

ფრიდონ ალშიბაია