ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ლოგიკური ამოცანა #110
#9(117), 2009
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #109

არქიპელაგი შედგება 7 პატარა კუნძულისაგან, რომლებიც მატერიკთან ახლოს არიან განლაგებულები. ყოველი კუნძულიდან გამოდის სამი ხიდი. ცნობილია, რომ არქიპელაგის ყოველ კუნძულს შორის და ასევე კუნძულსა და მატერიკს შორის არის არაუმეტეს ერთი ხიდისა. აგრეთვე ცნობილია, რომ კუნძულ "ჩანგა"-დან კუნძულ "ჩუნგა"-ზე სახმელეთო გზით მოხვედრა შეუძლებელია. სულ რამდენი ხიდი აკავშირებს მატერიკს არქიპელაგის კუნძულებთან?

ამოცანის პასუხი 

შევნიშნოთ, რომ ერთ-ერთი იმ სამი გეოგრაფიული ობიექტიდან, რომელსაც ხიდით უერთდება კუნძული ჩანგა, ან ერთ-ერთი, რომელსაც უერთდება კუნძული ჩუნგა - არის მატერიკი (მართლაც, თუ არც ჩუნგა და არც ჩანგა ხიდით არ უკავშირდება მატერიკს, მაშინ, რადგან თითოეულიდან გამოდის სამ-სამი ხიდი, დანარჩენი კუნძული კი ხუთია, გამოდის, რომ ერთ-ერთ კუნძულს უკავშირდება ორივე, ანუ ერთ-ერთი კუნძულის მეშვეობით არსებობს სახმელეთო გზა ჩანგადან ჩუნგამდე, რაც პირობას ეწინააღმდეგება).

ზოგადობის შეუზღუდავად დავუშვათ, რომ მატერიკს ხიდით უკავშირდება ჩანგა, ხოლო ჩუნგა - არ უკავშირდება. მაშინ ჩუნგა და ის სამი კუნძული, რომელიც მასთან ხიდით არის დაკავშირებული, ქმნიან იზოლირებულ ჯგუფს, რომელიც არ უკავშირდება არც მატერიკს და არც სხვა დანარჩენ კუნძულებს. ამ შემთხვევაში, რადგან კუნძულ ჩანგადან და მასთან დაკავშირებული 2 კუნძულიდან გამოდის სამ-სამი ხიდი, ერთ-ერთი ხიდი უნდა იყოს მატერიკთან დამაკავშირებელი. თითო ხიდი. ამგვარად, მატერიკს არქიპელაგის კუნძულებთან აკავშირებს სულ 3 ხიდი.

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი დაიმსახურა ანა გვრიტიშვილმა.

მორიგი ამოცანა #110

რომელიღაც ქვეყანაში ცხოვრობდნენ რაინდები, პრინცესები და დრაკონები. რაინდები კლავდნენ დრაკონებს, დრაკონები ჭამდნენ პრინცესებს, ხოლო პრინცესების გამო კვდებოდნენ რაინდები (ნერვიულობით, ეჭვიანობით ან უიმედო სიყვარულით). ამ ქვეყანაში არსებობს ერთი უძველესი კანონი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება მოკვლა იმ მაცხოვრებლისა, ვინც შეიწირა კენტი რაოდენობით მაცხოვრებელი. დღესდღეობით ამ ქვეყანას მხოლოდ ერთი მაცხოვრებელი ყავს. ვინ ან რა გადაურჩა ამ საშინელებას?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";

2) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

3) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება.

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (95)-59-02-75 - მობ.

გისურვებთ წარმატებებს!

ფრიდონ ალშიბაია