ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: თებერვალი-2020 - №2(242), 2020
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

კანონები და კანონპროექტები 

კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ 

06.02.2020-ში პარლამენტში წარდგენილ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. 

კანონის მიზნად დასახელებულია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევის საშუალებით, რეაბილიტაციის შეუძლებლობის შემთხვევაში კი გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით. 

კანონი მოაწესრიგებს შემდეგი სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხს: 

– „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტები, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა. 

– სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არაკომერციული იურიდიული პირები, ასევე არარეგისტრირებული კავშირები და ამხანაგობები. 

– უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები და სხვა წარმონაქმნები (მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ იურიდიული პირის სტატუსი), რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და რომელთა მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია. 

კანონის მიღების შემთხვევაში მოქმედება არ გავრცელდება: 

– ფიზიკურ პირებზე. 

– საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. 

– ბანკებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხიც ცალკე კანონმდებლობით წესრიგდება. 

პროექტი – მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის გამარტივებისთვის 

2020 წლის თებერვალში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან სამსახურთან შექმნილმა მე 4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის ინტერპრეტაციების კომიტეტმა განიხილა სხვადასხვა საკითხი, რომლებიც განახლებას ან გამარტივებას საჭიროებდა და სტანდარტში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა. 

სამსახური მიიჩნევს, რომ მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი არის დოკუმენტი, რომელიც პროგრესულად უნდა ვითარდებოდეს სფეროში არსებული ძირითადი თავისებურებების და გამოწვევების დროული გამოვლენის და ასახვის გზით, რის გამოც 17.02.2020 ში მისი განახლებული ვერსია გამოქვეყნდა. ის განთავსებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და სამსახურის ვებგვერდებზე. 

მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი დალაგებულია თემების მიხედვით და თითოეული თემა ცალკე განყოფილებაშია განხილული. თითოეული განყოფილება შედგება პუნქტებისგან. პუნქტების ნომრებს ხხ.ყყ ფორმატი აქვს, სადაც ხხ არის განყოფილების ნომერი, ხოლო ყყ არის ამ განყოფილებაში პუნქტის ნომერი, სტანდარტის ყველა პუნქტს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. 

საწარმომ სტანდარტი უნდა გამოიყენოს 2018 წლის 1 იანვარს ან ამ თარიღის შემდეგ დაწყებული საანგარიშგებო პერიოდებისთვის. ნებადართულია წინამდებარე სტანდარტის ვადამდელი გამოყენება. 

გამოქვეყნებულ დანართში პუნქტებად ჩამოყალიბებულია მითითებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: 

• დაშვებები და ძირითადი პრინცი პები; 

• ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა; 

• სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები; 

• ფინანსური ინსტრუმენტები; 

• მარაგები; 

• გრძელვადიანი აქტივები; 

• ბიოლოგიური აქტივები სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში;

• არაფინანსური აქტივების გაუფასურება; 

• იჯარა; 

• ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები; 

• საკუთარ კაპიტალთან დაკავშირებული ოპერაციები მესაკუთრეებთან; 

• ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან; 

• სახელწიფო გრანტები; 

• დასაქმებულ პირთა გასამრჯელოები; 

• მოგების გადასახადი; 

• უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციების ანგარიშგება ეროვნულ ვალუტაში; 

• საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები; 

• წინამდებარე სტანდარტზე გადასვლა. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობების შექმნისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 

05.02.2020-ში მიღებული #5707 IIს კანონის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობების შექმნისთვის თავის არიდება გამოიწვევს აეროპორტის ოპერატორის, ავიაგადამზიდველის თუ მომსახურე ავიაგადამზიდველის დაჯარიმებას 1500 დან 2000 ლარამდე. 
საზღვაო ნავსადგურის, ტერმინალის დაჯარიმებას - 3000 დან 5000 ლარამდე. 

საავტომობილო ტრანსპორტითა და რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების (სატრანსპორტო საშუალებაში, ავტოსადგურსა და რკინიგზის სადგურში) გაწევის სფეროში მოქმედი პირის დაჯარიმებას - 500 ლარით. 

აღნიშნული კანონი ამოქმედდება 2020 წლის 12 მაისიდან. 

ამავე კანონის საფუძველზე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საჰაერო, საზღვაო, რკინიგზის, სახმელეთო ტრანსპორტის მესაკუთრის საკუთრებაში არსებული საჰაერო, საზღვაო, რკინიგზის, სახმელეთო ტრანსპორტის კანონმდებლობისა და მისაწვდომობის ეროვნული გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობა. მოცემული შესაბამისობის უზრუნველყოფის ვადები განისაზღვრება მისაწვდომობის ეროვნული გეგმის მიხედვით. მითითებული ტრანსპორტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სამართალდარღვევის საქმის წარმოება განხორციელდება საერთო წესებით. მოცემულობა მოქმედებაში შევა 2021 წლის 14 ივნისიდან. 

ცვლილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში 

19.02.2020-ში მიღებული #5722 IIს კანონის თანახმად ცვლილება შევიდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში, რომელიც ეხება სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემ ორგანოს და მისი გაცემის საფუძველს და რომელიც ამოქმედდება 2020 წლის 15 აპრილიდან. 
სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიას გასცემს თავდაცვის სამინისტრო. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რეზიდენტი, საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა მოცემული კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. 

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გასაცემად კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, აგრეთვე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით, მთავრობამ კი 2020 წლის 15 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოცემულ კანონთან შესაბამისობა. 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 

- 07.02.2020 ში მიღებული ფინანსთა მინისტრის #35 ბრძანების თანახმად, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ამავე პირის #996 ბრძანებას დაემატა IV1თავი, რომელიც მოიცავს საგადასახადო/ საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნის და საჯაროდ გავრცელების წესს. 

• საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების – შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება მომჩივანს გაეგზავნოს ელექტრონული ფორმით ან გავრცელდეს საჯაროდ. 

• შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას მომჩივანს ელექტრონულად გაუგზავნის შემოსავლების სამსახური, ხოლო დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას მომჩივანს ელექტრონულად უგზავნის დავების განხილვის საბჭოს აპარატი. 

• შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მომჩივანს ელექტრონულად ეგზავნება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით. 

• შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური, მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით.

- 04.02.2020-ში მიღებული და 5.02-ში ამოქმედებული #65 ბრძანების თანახმად კი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 71 მუხლის 7 და 71 პუნქტები დაკორექტირდა შემდეგი სახით: 

„7. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ ის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63 ე მუხლით დადგენილი წესით დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში. 

71. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განცხადება პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/ მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ ები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საფ ების შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვა ხორციელდება წარდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად“. 

პროგრამის ფარგლებში საქონლის თუ მომსახურების შეძენისას გადახდილი და 71 პუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული დღგ ის თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი #III 24 დანართის შესაბამისად. 

ამავე ბრძანების მიხედვით საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, პროგრამის, პროექტის ფარგლებში საქონლის, მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის თანხა საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით დაიბრუნოს ან ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში. 

შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განცხადება, პროგრამის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ ები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საფ ების შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვა ხორციელდება განცხადების შესწავლის შედეგად. 

განისაზღვრა საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონები 

შემოსავლების სამსახურის უფროსის 12 თებერვალს მიღებული #3386 ბრძანებით განისაზღვრა საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონები. 

ბრძანება ვრცელდება 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

საბაჟო კონტროლის ზონად განისაზღვრა საბაჟო ფორმალობების განხორციელებისთვის საჭირო შემდეგი სხვა ადგილები: 

– ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურ „ბათუმის“ ტერიტორიამდე. 

– საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი ბათუმი ერევანი, ბათუმი ერევანი ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. 

– ტერიტორია, სადაც ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების სკანირება. 
საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონები მოიცავს: 

– საერთაშორისო აეროპორტში _ მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს. 

– საზღვაო ნავსადგურსა და პორტში _ სამგზავრო დარბაზს. 

– რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს. 

ფინანსთა მინისტრის ბრძანება #994 

25 თებერვლის ფინანსთა მინისტრის #53 ბრძანების საფუძველზე, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში შევიდა ცვლილება, რომელიც ამოქმედდება 12.03.2020 დან. 

დაკორექტირდა ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურის მუხლის მე 8 პუნქტი და „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. წერილობითი ფორმით აქტი დგება სამ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი წარედგინება გადასახადის გადამხდელს, მეორე რჩება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო მესამე – დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციისთვის. ელექტრონული ფორმით აქტი დგება ერთ ეგზემპლარად შემდგომ კი ეგზავნება გადასახადის გადამხდელს და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ამასთან, დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის ამობეჭდვა და გაგზავნა გადასახადის გადამხდელისათვის ან მისი წარმომადგენელისათვის. ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე შესაბამის პირთა ხელმოწერა ხორციელდება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ელექტრონული ხელმოწერით, რომელიც არის მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე. 
შესაბამისად დაკორექტირდა #25 დანართიც, აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 25 თებერვლის #25/04 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულებაში, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციულ ბანკი, ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც გეგმავენ მომხმარებლის ვერიფიკაცია განახორციელონ სხვა პროვაიდერებზე დაყრდნობით, შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართვა და მომხმარებლების ვერიფიკაციის უზრუნველყოფა ევალებათ 2020 წლის 1 ივნისისთვის. 

ლიცენზირებულმა კომერციულმა ბანკმა, ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, არაუგვიანეს 2020 წლის 1 მარტისა, შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა მოცემული დებულების მოთხოვნებთან. 

- 26 თებერვლის #27/04 ბრძანებით დაკორექტირდა სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი. 

ცვლილების თანახმად, სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წესში არსებულ ვალდებულებათა თუ მოთხოვნებთან ერთად ასევე წარმოადგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევა. 

ახალი დამატებული 131 პუნქტის თანახმად, რომელიც ჩაემატა მე-9 მუხლს და რომელიც მოიცავს სესხის გამცემი სუბიექტის ვალდებულებას, სგს უფლებამოსილია განახორციელოს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ჰ8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის #29/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-12-მე-14 მუხლებით (პროვაიდერის მიერ აგენტების გამოყენება; აგენტის ხელშეკრულება) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. 

ბრძანება ამოქმედდა 27.02.2020-ში. 

- 5.02.2020-ში მიღებული #16/04 ბრძანების საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის #25/04 ბრძანება. 

სანაცვლოდ დამტკიცდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი. 

ფულადი ჯარიმის ოდენობები განისაზღვრა შემდეგი სახით:  

„ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
 
ბ) ფინანსური ანგარიშგების და სხვა ფინანსური ინფორმაციის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა; ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგების წესების დარღვევა; დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკისათვის წარუდგენლობა ან/და არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე, ხოლო აღნიშნული მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 10,000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე. 

დ) ნაკისრი ვალდებულებების აღურიცხველობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 5,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულების, წესის, დადგენილების, მოთხოვნის ან წერილობითი მითითების ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ასევე, თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, რაც იწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობის დარღვევას, ადმინისტრატორი ჯარიმდება 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
 
ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით აკრძალული ოპერაციების წარმოებისას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯარიმდება თითოეული ასეთი ოპერაციის წარმოების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.

2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ფულადი ჯარიმები შემდეგი ოდენობებით:
 
ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას _ 2,000 ლარის ოდენობით; 

ბ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე 11 მუხლის მე 4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: 

ბ.ა) 5 დღემდე დაგვიანებისათვის _ 100 ლარის ოდენობით; 

ბ.ბ) 5 და მეტი დღით დაგვიანებისათვის _ 300 ლარის ოდენობით; 

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საეჭვო ოპერაციის (გარიგების), ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში _ 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

დ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან/და უჩვეულო ოპერაციასთან (გარიგებასთან) დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში _ 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 ლარის ოდენობით, მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე); 

ვ) ნებისმიერი პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში _ 500 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

ზ) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში _ 10,000 ლარის ოდენობით, თითოეულ პირთან მიმართებაში; 

თ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში _ 10,000 ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში; 

ი) ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში _ 500 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

კ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე 8 მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

ლ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: 

ლ.ა) 5 დღემდე დაგვიანებისათვის _ 100 ლარის ოდენობით; 

ლ.ბ) 5 და მეტი დღით დაგვიანებისთვის _ 300 ლარის ოდენობით; 

მ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში _ 1,500 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

ნ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის _ 5,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

ო) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში _ 10,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

პ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან/და ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას, დაჯარიმდება 5,000 ლარის ოდენობით; 

ჟ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში _ 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

რ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში; 

ს) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/ დოკუმენტაციის შემოწმების დასრულებამდე წარუდგენლობა ან/და წარდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმეორებით ვადაგადაცილებით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/ დოკუმენტაციის განმეორებით არასწორად წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

ტ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის თითოეულ შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით; 

უ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10,000 ლარის ოდენობით; 

ფ) შემოწმების შედეგად მიკროსაფინანო ორგანიზაციისათვის განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა _ 10 000 ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე; 

ქ) შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და ოპერაციების (გარიგების) აღრიცხვასთან და შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში _ 20,000 ლარის ოდენობით. 

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის #151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა: 

ა) მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის #151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საფინანსო პროდუქტის რეკლამირების/ შეთავაზების დროს ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 3,000 ლარის ოდენობით, თითოეულ რეკლამირებულ/ შეთავაზებულ საფინანსო პროდუქტზე; 

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 5,000 ლარის ოდენობით; 

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით მომხმარებლისათვის საკომისიოს ან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის #151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; 

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის #151/04 ბრძანების სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს #195/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 

5. ამ წესის პირველი მუხლის მე 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 დეკემბრის #281/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 1,000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამავე დებულებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 

6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2, მე-5 ან მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“ 

პროგრამა აგრომეწარმეებისთვის: "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები"  

21-22 თებერვალს, ეროვნულ ბანკში, სიდა ს ექსპერტები აგრობიზნესის სფეროს კონსულტანტებისა და ტრენერებისთვის ფინანსური ცნობიერების ასამაღლებელ ტრენინგები ჩატარდა, რომელიც შემდგომში მონაწილეთა მიერ ფერმერებისთვის გაწეული კონსულტაციებისა და ჩატარებული ტრენინგების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. 

აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა შეიმუშავა და სპეციალურად ფერმერებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო – `მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები~ შეადგინა. 

პროგრამის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო და ტრენინგ მოდული აგრომეწარმეთათვის წარმოადგენს გზამკვლევს, მეწარმეს დაეხმარება დამოუკიდებლად განსაზღვროს ბიზნესის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი საჭიროებები, გაერკვეს საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებში. 
ბროშურა სახელმძღვანელო მოიცავს: 

• მარტივად გასაგებ რჩევებს, კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც, შესაძლებელია გადაიდგას ბიზნესის გასაძლიერებლად. 

• პრაქტიკულ მიდგომას და სამ მარტივ მოდელს (ინსტრუმენტს), რომლებიც დახმარებას გაუწევს მეწარმეებს უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში. 

• პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც განმარტავს როგორც ცალკეული ფინანსური ცნებების არსს, ისე ზემოაღნიშნული მოდელების გამოყენების წესებს. 

იხილეთ ასევე: 

- 26.02.2020-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #26/04ბრძანება, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ამავე პირის 2018 წლის 28 თებერვლის #37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

- 24.02.2020 ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის #001537/21 ბრძანება, `საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ~ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 7 თებერვლის #01463/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

- 27.02.2020 ის მთავრობის #133 დადგენილება, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს #404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

- 27.02.2020 ის მთავრობის #134 დადგენილება, „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

- 20.02.2020-ის მთავრობის #124 დადგენილება, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის #473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

- 10.02.2020-ის მთავრობის #99 დადგენილება, ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ. 

სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო საკონსულტაციო ბაზით "ააფ ინფო კონსულტანტი" (579 29 31 31). 

მარიამ აფრასიძე