ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
კითხვა-პასუხი - №11(ნოემბერი), 2023
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდნენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს დირექტორები: გიორგი ცერცვაძე და ფრიდონ ალშიბაია. 

კითხვა: ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში უნდა აისახოს თუ არა კომპანიებს შორის დავალიანებების ურთიერთჩათვლის თანხა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ორმა ფიზიკურმა პირმა საქართველოში დააფუძნა საწარმო "ა" და მასში საბრუნავი სახსრების შესავსებად შეიტანა თანხა სესხად. თითოეულმა ასესხა 2,5 მლნ ლარი, სულ სესხის სახით კომპანიაში შევიდა 5 მლნ ლარი. სესხზე პროცენტი არ ერიცხება, თუმცა ეს თანხა სესხად აღირიცხება. 

ცოტა ხანში კომპანია "ა"-მ დამოუკიდებელი პირისგან შეიძინა კომპანია "ბ"-ს 100% წილი 2 მლნ ლარად. კომპანია "ბ"-ს ბალანსი შეძენის მომენტში შედგებოდა სულ ორი სიდიდისგან: 

დ-ტი მიწა, კ-ტი კაპიტალი -2 მლნ ლარი, 

ანუ ეს "ბ" კომპანია ფლობდა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთს და სწორედ ამ მიწის ნაკვეთის მიღების მიზნით იყიდა ის კომპანია "ა"-მ. სიმარტივისთვის მიწის ნაკვეთის და წილის ფასი ემთხვევა ერთმანეთს. 

კიდევ ცოტა ხანში კომპანია "ა"-მ, კვლავ დამოუკიდებელი მხარისგან, შეიძინა სხვა მიწის ნაკვეთი 1 მლნ. ლარად. ამის შემდეგ კომპანია "ა"-მ ეს ცალკე ნაყიდი მიწის ნაკვეთი იმავე 1 მლნ ლარად შეიტანა კომპანია "ბ"-ს კაპიტალში. ანუ მივიღეთ მოცემულობა, რომ "ა" ფლობს "ბ"-ს 100%-ს, ხოლო "ბ" ფლობს 2 მიწის ნაკვეთს და ამ უკანასკნელის ბალანსი ამგვარად გამოიყურება: 

დ-ტი მიწები კ-ტი კაპიტალი -3 მლნ ლარი. 

ამის შემდეგ კომპანია "ა"-მ კომპანია "ბ"-ს 100%-ის წილი 3 მლნ ლარად მიჰყიდა თავის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს და სავაჭრო მოთხოვნა გაუქვითა მათდამი სასესხო ვალდებულებაში. ამ მომენტიდან მივიღეთ მოცემულობა, რომ ორი ფიზიკური პირი პირდაპირ ფლობს ცალკე კომპანია "ა"-ს და ცალკე კომპანია "ბ"-ს. 

ამ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ თუ არა კომპანია "ბ"-დან ამოიღონ მიწის ნაკვეთი პირად საკუთრებაში კაპიტალის შემცირების ხარჯზე? ანუ, მიუხედავად იმისა, რომ "ბ"-ს კაპიტალში ამ ფიზიკურ პირებს პირდაპირი შენატანი არ განუხორციელებიათ, შეუძლიათ თუ არა მათ ამ კაპიტალის შემცირება და აქტივების გატანა დაუბეგრავად? გატანილი აქტივების ღირებულება არ აჭარბებს კომპანიის კაპიტალს. 

სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ ამ კომპანიებს სხვა ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ყველა ეს ოპერაცია ხორციელდება დროის მოკლე მონაკვეთში, რა დროსაც მიწისა თუ წილების საბაზრო ფასები დიდად არ მერყეობდა. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღის მეორე ნახევარში სხვა ბანკიდან გადმორიცხული თანხა არ აისახება იმავე დღეს და ჩვენთან ანგარიშზე შემოდის მეორე დღეს (მაგალითად, პარასკევ დღეს გადმორიცხული ყოველთვის ორშაბათს აისახება). ეს იწვევს შემთხვევებს, როცა კლიენტისაგან ჩარიცხული თანხა უცხოურ ვალუტაში არ ემთხვევა მის მიერ გადმორიცხულ თანხას უცხოურ ვალუტაში და შესაბამისად ვერ ფარავს სრულად არსებულ ვალდებულებას. 

სხვაობა შესაძლებელია 30-დან 40 ევრომდე/დოლარამდეც კი მივიდეს. 
ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ: 

1. დავაფიქსიროთ უცხოურ ვალუტაში იმ კურსით, რომელ დღესაც შემოვიდა და სხვაობა (უცხოური ვალუტა და მისი ეკვივალენტი ლარში ჩარიცხვის დღეს) ზარალზე წავიღოთ? 

2. თუ დავაფიქსიროთ იმ ვალუტის ოდენობა, რომლის მიხედვითაც გადმორიცხა კლიენტმა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: წარმოვადგენთ იურიდიულ პირს. ჩვენი საქმიანობაა (დღის ამბულატორია) სტომატოლოგია, დერმატო ვენეროლოგია, ქირურგია, რენტგენი, თერაპია (ენდოსფერო-თერაპია), კომპიუტერული ტომოგრაფია, მასაჟი და ლაზერული (ეპილაცია, პილინგი, ტატუს მოშორება) მომსახურება და საქონლის რეალიზაცია (ე.წ. ბოტოქსი NABOTA და სხვა მსგავსი საქონელი). 
გაგზავნილი გვაქვს შეტყობინება მარეგულირებელ სააგენტოში სტომატოლოგიაზე და ასევე ვენერო-დერმატოლოგიაზე. 

1) გვაინტერესებს, ზემოაღნიშნული მომსახურებები ჩაითვლება თუ არა სამედიცინო მომსახურების გაწევად? 

2) ასევე გვაინტერესებს, ჩვენ მიერ ზემოაღნიშნული საქონლის (NABOTA ე.წ. ბოტოქსი) მიწოდება გათავისუფლებულია თუ არა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე? როგორც გვითხრეს, NABOTA-ს მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშეო. 

3) როგორ დავადგინოთ, რა მომსახურებები ითვლება სამედიცინო საქმიანობად და ასევე რომელი საქონლის რეალიზაცია (მათ შორის, NABOTA ბოტოქსი) გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე? 

4) თუ შეიძლება მიგვითითეთ, გარდა საგადასახადო კოდექსისა, დამატებით რომელი საკანონმდებლო ნორმებით (მათ შორის აქტები, ბრძანებები, დადგენილებები და აშ.) ვიხელმძღვანელოთ? ასევე თუ არსებობს ელექტრონული საიტი, რომლიდაც შესაძლებელია დავადგინოთ, რომელი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ლაბორატორიული რეაგენტების იმპორტისთვის და შემდგომი რეალიზაციისთვის ხაზინის ანგარიშზე ვრიცხავთ თითოეული რეაგენტის კოდების მიხედვით `დაშვების უფლების~ ღირებულებას 30 ლარს. 
აღნიშნული დასახელების საქონელი არ საჭიროებს რეგისტრაციას, მხოლოდ დაშვების უფლების მოპოვება საკმარისია მათი იმპორტისთვის. 

დაშვების უფლება არის უვადო, თუ არ შეიცვალა კანონი "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ". 

წარმოშობს თუ არა დაშვების უფლებისთვის გადახდილი ღირებულება არამატერიალურ აქტივს? ბუღალტრული აღრიცხვისთვის ვიყენებთ სრულ ფასს-ებს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ძირითადი საშუალების ჩამოწერაზე გვსურს ერთი დეტალის დაზუსტება. თუ სავარძელი დაზიანდება კალენდარული წლის შუა პერიოდში, გამოუსადეგარი გახდა და მის ნაცვლად შევიძენთ ახალს, ჩამოწერა და განაშთვა ბალანსიდან იმ თვეში უნდა გაკეთდეს, როცა დაზიანდა, თუ წლის ბოლოს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი შპს-ის დამფუძნებლებია საქართველოს რეზიდენტი სხვა შპს-ები. ქონება გავაჩუქეთ სხვა შპს-ზე, რომლის დამფუძნებლები ასევე საქართველოს რეზიდენტი შპს-ებია. ჩვენი და ამ შპს-ის დამფუძნებელი კომპანიები ერთმანეთისთვის ურთიერთდამოკიდებული პირებია, თუმცა მათი შემადგენლობა იდენტური არ არის. ყველა მათგანი დაბეგვრის "ესტონურ მოდელზეა". დაიბეგრება თუ არა ჩვენ მიერ ქონების გაჩუქება ამ შპს-ზე მოგების გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ქართული საწარმო აშენებს უძრავ ქონებას (საცხოვრებელ კორპუსს) და ცალკეულ ბინებს ჰყიდის როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. მხარეთა შორის თავდაპირველად ფორმდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. გარიგება არის უცხოურ ვალუტაში და ითვალისწინებს საავანსო გადახდებს მყიდველის მხრიდან. წინარე ხელშეკრულებაში არის ასევე პირობა, რომ მყიდველს შეუძლია გავიდეს გარიგებიდან, თუკი ბინის საკუთრებაში გადაცემამდე გადაიფიქრებს მის შეძენას და ამ შემთხვევაში გამყიდველი ქართული კომპანია უბრუნებს მას ავანსად ჩარიცხულ თანხებს. 

თუკი ამგვარი ხდომილება დადგება და ჩვენს კომპანიას მოუწევს ავანსის თანხების დაბრუნება მყიდველებისთვის, მაშინ დაიბეგრება თუ არა ლარის ეკვივალენტი ის ოდენობა, რითიც დაბრუნებული თანხა გადააჭარბებს ჩარიცხვის დღეს დაფიქსირებულ ეკვივალენტს? მაგალითად, ჩაგვერიცხა 1000 აშშ დოლარი ავანსად კურსით 2.50 და ვაბრუნებთ კურსით 2.70. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ქართულ საწარმოში, რომელიც სააქციო საზოგადოებაა, საქართველოს რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა (რომელიც ამ საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირია) აქციების სანაცვლოდ შეიტანა რაღაც აქტივი (კერძოდ, 100% წილი სხვა შპს-ში). ფიზიკურმა პირმა შეტანილი აქტივი დააფასა 3 მლნ ლარად, სანაცვლოდ საწარმომ გამოუშვა 3 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების აქციები და გადასცა ამ ფიზიკურ პირს. 

ამ აქციების გამოშვების შემდეგ ხსენებული ფიზიკური პირი ფლობს სააქციო კაპიტალის ნახევარზე მეტს -75%-ს. კერძოდ, ამ ემისიამდე საწარმოს სააქციო კაპიტალი იყო 1 მლნ ლარი (საემისიო კაპიტალი არ ჰქონდა) და 3 მლნ-იანი ემისიის შემდეგ ფიზიკური პირი გახდა 75% წილის მფლობელი აქციონერი. 
ამ ოპერაციის შემდეგ 4 კალენდარულ თვეში ამ ფიზიკურმა პირმა სრულად მიჰყიდა თავისი აქციები სხვა არსებულ აქციონერს. 

კაპიტალში აქტივების ამგვარი შეტანისას, როდესაც ხდება კომპანიის წილის 50%-ზე მეტი აქციების სანაცვლოდ გადაცემა და როდესაც აქტივის შეტანა კაპიტალში არ ითვლება მიწოდებად (სსკ 151-ე მუხლი), საჭიროა თუ არა შეტანილი აქტივების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა? და თუ აღმოჩნდება, რომ ეს საბაზრო ღირებულება 3 მლნ ლარზე ნაკლებია, არის თუ არა ეს სხვაობა დასაბეგრი, მოგების ან საშემოსავლო გადასახადით? 

დაბეგვრა გვაინტერესებს სააქციო საზოგადოების მხრიდან. გასათვალისწინებელია, რომ რეალურად კომპანიას ხარჯი არ გაუწევია, თანხა არ გადაუხდია. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სააქციო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელია რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც თმობს აქციებს მიწის სანაცვლოდ. მიწის ღირებულება ბევრად მეტია, ვიდრე მისი შენატანი საწესდებო კაპიტალში. დამფუძნებელი ფიზიკური პირი რომ ყოფილიყო, დაბეგრავდა მოგების გადასახადით და 5% საშემოსავლოთი სხვაობას (მიწის ღირებულებას გამოკლებული კუთვნილი აქციის ღირებულება), მაგრამ იურიდიულ პირთან მიმართებაში როგორ ხდება, აქაც იბეგრება? რეზიდენტი იურიდიული პირი აქციებს ფლობს 7 თვეა. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.