ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ლოგიკური ამოცანა №85
№8(92), 2007
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #84:

1883 წლის შემოდგომაზე ერთმა ინგლისურმა გამომცემლობამ ისევე, როგორც წინა წლებში გამოუშვა წიგნი, რომლის ყდაზეც ამოტვიფრული იყო სათაური "ფიქრი ფიქრზე ანუ ყოველდღიური სამახსოვრო წიგნი". რამდენი გვერდი იყო ამ წიგნში?

ამოცანის პასუხი:

ეს წიგნი არის დღიური, რომელიც გამოუშვეს 1884 წლისათვის. ვინაიდან 1884 წელი ნაკიანია, შესაბამისად, ამ წიგნში 366 გვერდია.
ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა.

მორიგი ამოცანა #85:

მინდორში არსებული ბალახის მთლიანად მოძოვისათვის ცხრა ძროხას ოთხი დღე სჭირდება, ხოლო რვა ძროხას - ექვსი. მაქსიმუმ რამდენი ძროხა შეიძლება გავუშვათ მინდორში, რომ ბალახი არ გამოილიოს?

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ-მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ რადიგეს (1903-1923) რომანი "მაცდური სხეულში";

2) ჯეკ ლონდონის მოთხრობების კრებული "ზღაპრის დასასრული";

3) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";

4) ჩარლზ დიკენსის "საშობაო მოთხრობები".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: 39-33-48/49 ან (99)-55-68-34 (მობ.).

გისურვებთ წარმატებებს!

რამაზ ლიპარტელიანი