ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ლოგიკური ამოცანა №84
№7(91), 2007
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #83:

არითმეტიკულ გამოსახულებაში (ნამრავლში) ციფრები შეცვლილია ისე, რომ თითო ციფრს შეესაბამება თითო ასო და პირიქით. გაშიფრეთ:
 
ილო X ილო = მამილო

ამოცანის პასუხი:

ვინაიდან ილო=100ი+10ლ+ო, ამიტომ ილოXილო=10000ი2+100ლ2+ო2+2000ილ+200იო+20ლო. ოXო ბოლოვდება ო-თი, აქედან ო შეიძლება იყოს მხოლოდ 0, 1, 5 ან 6.

დავუშვათ, ო=0. მაშინ ლ=0. მივიღეთ წინააღმდეგობა.

დავუშვათ, ო=1. მაშინ ილოXილო= =10000ი2+100ლ2+2000ილ+200ი+20ლ+1. ბოლოდან მეორე ციფრში მიიღება 2ლ, რომელიც უნდა ბოლოვდებოდეს ლ-ით, აქედან ლ=0. შესაბამისად დაგვრჩება ილოXილო=10000ი2+200ი+1. ანალოგიურად ბოლოდან მესამე ციფრში მიიღება 2ი, რაც ბოლოვდება ი-ით, ანუ ასევე მივიღეთ ი=0, რაც დაუშვებელია.

დავუშვათ ო=5. მაშინ ილოXილო= 10000ი2+100ლ2+2000ილ+1000ი+100ლ+25. აქედან მივიღეთ, რომ ლ=2. შესაბამისად, ილოXილო=10000ი2+5000ი+625. შედეგად ი=6. ჩავსვათ ეს რიცხვები და მივიღებთ 625X625=390625, რაც არ აკმაყოფილებს ამოცანის პირობას.

დარჩა მხოლოდ შემთხვევა ო=6. ილოXილო=10000ი2+100ლ2+2000ილ+1200ი+120ლ+36. ბოლოდან მეორე ციფრში მიიღება 2ლ+3, რომელიც ბოლოვდება ლ-ით, აქედან ლ=7. შესაბამისად ილოXილო=10000ი2+15200ი+5776. ბოლოდან მესამე ციფრში მიიღება 2ი+7, რაც ბოლოვდება ი-ით, ე.ი. ი=3. ჩავსვათ მიღებული ციფრები: 376X376=141376, რაც აკმაყოფილებს ამოცანის პირობას.

ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფი"-ს პრიზი დაიმსახურა ლევან ფხაკაძემ.
 
მორიგი ამოცანა #84:

1883 წლის შემოდგომაზე ერთმა ინგლისურმა გამომცემლობამ ისევე, როგორც წინა წლებში გამოუშვა წიგნი, რომლის ყდაზეც ამოტვიფრული იყო სათაური "ფიქრი ფიქრზე ანუ ყოველდღიური სამახსოვრო წიგნი". რამდენი გვერდი იყო ამ წიგნში?

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ-მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ რადიგეს (1903-1923) რომანი "მაცდური სხეულში";

2) ჯეკ ლონდონის მოთხრობების კრებული "ზღაპრის დასასრული";

3) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";

4) ჩარლზ დიკენსის "საშობაო მოთხრობები".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: 39-33-48/49 ან (99)-55-68-34 (მობ.).

გისურვებთ წარმატებებს!

რამაზ ლიპარტელიანი