ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა‑პასუხი - №10 (ოქტომბერი), 2021
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"‑ს და შპს "ააფ ინტეგრითი"‑ს აუდიტორები, შპს "ააფ‑მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა‑პასუხის" საბჭოს მიერ.

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239‑33‑50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"‑ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი თორნიკე ასპანიძე.

კითხვა: საქართველოს რეზიდენტი დღგ-ის გადამხდელი პირი აპირებს მიყიდოს მის საკუთრებაში არსებული შენობა ერთ‑ერთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც აპირებს ეს შენობა გამოიყენოს თავისი საელჩოსთვის. ანუ, მყიდველი იქნება ეს ევროპული სახელმწიფო. მისი საელჩო საქართველოში სწორედ ამ შენობაში ფუნქციონირებს, რომელიც ამჟამად იჯარით აქვს აღებული.

დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია დღგ-ით? საგადასახადო ანგარიშ‑ფაქტურა უნდა გამოიწეროს?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ, შვებულების გაანგარიშების დროს გარდა ხელფასისა, შედის თუ არა ბონუსი, პრემია, საავადმყოფო ფურცლით დარიცხული ანაზღაურებები და სხვა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: 1) ცვლიანობის განრიგის მიხედვით (რომლის მიხედვითაც 4 ადამიანი ეცვლება ერთმანეთს), ცვლებს შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა 72 სთ-ია (3 დღე-ღამე), ხოლო ერთი ცვლის ხანგრძლივობა მოიცავს უწყვეტ 24 სთ-ს (1 დღე-ღამეს). ტაბელშიც შესაბამისად ტარდება 24 სთ და ანაზღაურებაც ჯამურად გაიცემა 720 ან 744 სთ‑ზე თვის განმავლობაში.

დღეს მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით სავალდებულოა თუ არა, რომ აღნიშნული უწყვეტი 24-სთ-იანი სამუშაო დრო მოიცავდეს შესვენების დროს (უფლებას) მინიმუმ 1 სთ-ის ოდენობით?

თუ სავალდებულოა, რომ 24 სთ‑ში 1 სთ მოიცავდეს დასვენების დროს, ასეთ შემთხვევაში სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში 23 საათი უნდა გატარდეს ერთი ცვლის ხანგრძლივობა? (და თუ 23 სთ‑ს გავატარებთ, მაშინ ჯამურად ნამუშევარი საათები ვეღარ შეავსებს თვეში უწყვეტი სამუშაო დროის ხანგრძლივობას 720 ან 744 სთ-ს).

2) თუ ცვლა იწყება დილის 09 სთ-დან და გრძელდება მეორე დღის 09 სთ-მდე, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ცვლა უნდა გატარდეს თუ არა 2 კალენდარული დღის ფარგლებში შესაბამისად 15 სთ და 9 სთ, თუ შესაძლებელია (არ ჩაითვლება დარღვევად) მხოლოდ ცვლის დაწყების დღეს გატარდეს 24 სთ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს:

"ო) რეზიდენტი საწარმოდან ან საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებიდან მართვისთვის, აგრეთვე საფინანსო ან/და სადაზღვევო მომსახურებისათვის (გადაზღვევის მომსახურების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი".

საქართველოს რეზიდენტ საწარმოს უცხოეთში გახსნილი აქვს ანგარიში და არარეზიდენტმა ბანკმა დაუკავა გადარიცხვისას საკომისიო. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ჩაითვლება დაკავებული საკომისიო არარეზიდენტისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან თუ არა?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: წარმომადგენლობითი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით გვაინტერესებს:

1) სტუმრების დახვედრისა და გამასპინძლების ხარჯებში მხოლოდ კლიენტები ან პოტენციური კლიენტები იგულისხმებიან თუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თანამშრომელი არ არის, შეიძლება სტუმრად განვიხილოთ? მაგალითად, უცხოელ მიმწოდებელს თუ გავუმასპინძლდები კვებით, როდესაც მის მიერ გასაწევი მომსახურების ფარგლებში ჩამოდის, ან ბანკის წარმომადგენელს თუ გავუმასპინძლდები?

2) მაშინ, როდესაც წარმომადგენლობით ხარჯზე არ გაგვაჩნია არც შესყიდვის და არც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გვაქვს მხოლოდ თანამშრომელზე საქვეანგარიშოდ თანხის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბრძანება წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევაზე, რამდენად რისკის შემცველია ასეთი ხარჯების წარმომადგენლობითად აღიარება?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: სტუმრისთვის რაიმეს ჩუქება შედის თუ არა წარმომადგენლობით ხარჯში, მაგალითად ღვინის? თუ არ შედის, როგორ დაიბეგრება?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: რა სახის საგადასახადო ვალდებულებები წარმოექმნება ფიზიკურ/იურიდიულ პირს შპს-ში წილის 100%-ს შესყიდვის შემთხვევაში? შპს-ის მეწილეები ფიზიკური პირები არიან.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: გვაქვს შეკითხვა ვალდებულებების სამმხრივი შეთანხმებით ურთიერთგაქვითვის შესახებ. შპს `ა~‑მ შეიძინა ტექნიკა შპს `ბ~‑სგან (ურთიერთდამოკიდებულები არ არიან), თუმცა ვალდებულებიდან მხოლოდ დღგ-ის ნაწილია გადახდილი.

რომ მოხდეს შეძენილი ტექნიკის რეალიზება გერმანიაში, შპს `ბ~-ის დამფუძნებელ საწარმოზე (გერმანული საწარმო არის შპს `ბ~-ის 100%-იანი წილის მფლობელი) და შემდეგ მოვახდინოთ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვის სამმხრივი დოკუმენტის შედგენა, ამ შემთხვევაში გერმანული კომპანიისა და შპს `ბ~-ის ურთიერთდამოკიდებულება რამე განსაკუთრებულ გარემოებებს ხომ არ წარმოშობს შპს `ა~‑სთვის? ანუ, ჩვეულებრივად შევადგენთ და მოვახდენთ უპრობლემოდ ვალდებულებების ურთიერთგადაფარვას ზემოაღნიშნული სამმხრივი შეთანხმების დოკუმენტით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: ინდმეწარმეს ვენახი 100%-ით დაესეტყვა. ქონება დაზღვეული იყო და შესაბამისად აუნაზღაურებს სადაზღვევო კომპანია.

1) ეს თანხა რომ გაიტანოს ინდმეწარმემ და სხვა მის მიერ დაფუძნებულ შპს-‑ში შეიტანოს, შეიძლება?

2) ბუღალტრულად ამ სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებულ თანხას ასეთი ბუღალტრული გატარება ექნება?

დ-ტი 1210 კ‑ტი 1490/`სადაზღვევო კომპანია~;

დ-ტი 1490/`სადაზღვევო კომპანია~ კ-ტი 8190/`სხვა არასაოპერაციო შემოსავალი~.

დამატებით სხვა გატარებაც ხომ არ უნდა? ეს ხომ ნაჩუქარი თანხა არაა, სადმე ხომ არ უნდა ფიგურირებდეს ვენახიდან წარმოებული პროდუქცია, რადგან მე ხელფასზე საშემოსავლოს არ ვიხდი სსკ 82‑ე მუხლის საფუძველზე `გადასახადისაგან გათავისუფლება~:

`ლ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება~.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: როგორ უნდა გატარდეს სუბსიდირებული ყურძნის შესყიდვის ბუღალტრული გატარება? მენეჯმენტი თვლის, რომ სუბსიდიის თანხა ყურძნის თვითღირებულებაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ბუღალტრულ აღრიცხვას და ანგარიშგებას ვაწარმოებთ მსს ფასს‑ის მიხედვით.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: შპს უხდის ჯარიმას არაურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირს, ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობის გამო. ეს ჯარიმა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან იბეგრება თუ თავად ამ ფიზიკურმა პირმა უნდა დაადეკლარიროს?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.

კითხვა: შევიძინეთ დანადგარები თურქეთში, რომლის დასამონტაჟებლად ჩამოვიდნენ თურქი სპეციალისტები. ამ თურქების კვებისა და რესტორნის მომსახურების თანხები ჩვენ გადავიხადეთ, რაც მათთან ზეპირი შეთანხმებით ჩვენ გვევალებოდა. საბუთებიც გვაქვს. ეს ხარჯები დღგ-ითაც დავბეგრო და მოგების გადასახადითაც?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.