ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №11(ნოემბერი), 2021
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ.
 
შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი თამარ წივწივაძე. 

კითხვა: ჩვენი შპს არის მესამე ზომითი კატეგორიის საწარმო, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ვართ. ვიყენებთ მსს ფასს-ს. ბოლო რამდენიმე წელიწადია დაკავებული ვართ უძრავი ქონების იჯარით გაცემით, რაც იბეგრება დღგ-ით. სხვა ეკონომიკურ საქმიანობას არ ვეწევით. შესაბამისად, ყველა გაწეული ხარჯი უკავშირდება ამ საქმიანობას. თუმცა ასევე გვაქვს წარსულ წლებში გაცემული დიდი ოდენობით ერთი პროცენტიანი სესხი სხვა შპს-ზე, რომელსაც ყოველწლიურად ერიცხება პროცენტი. რადგან სესხის თანხა დიდია, ისე მოხდა, რომ 2021 წელს დარიცხული საპროცენტო შემოსავლის თანხა აჭარბებს წლის საიჯარო შემოსავლებს. 

გვეკუთვნის თუ არა დღგ-ის სრული ჩათვლა 2021 წელს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შევიძინეთ და დავამონტაჟეთ მზის ფოტოელექტრული სისტემა, რომლის შეძენაზე მაქვს ანგარიშფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები არ მაქვს. რამე საგადასახადო პრობლემას ხომ არ წარმოშობს ეს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საწვავთან დაკავშირებით, გვაქვს აცდენები ბუღალტრულსა და რეალურ ნაშთებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ვაწარმოებთ საწვავის ხარჯვის ბარათებს (როგორც ავტომობილებზე, ასევე წარმოებაში გამოყენებულზე), სადაც საწყისი ნაშთები, შესყიდვა, გახარჯვა და საბოლოო ნაშთებია მითითებული. სხვაობა რომ შემცირდეს, შეგვიძლია ვისარგებლოთ შემდეგი დებულებით "ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ"? როგორც გვეუბნებიან, საწვავის აორთქლებას რეალურად მართლაც აქვს ადგილი. 

ამ დებულების ლინკია: https://www.rs.ge/rsge.module/GetDoc/get_File?doc_id=10741 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მაქვს საკუთრებაში 2500 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწა მშენებარე სახლით. ჩემი წლიური შემოსავალი არ აღემატება 40000 ლარს. მიწა საკუთრებაში მაქვს 2005 წლის იანვრიდან. მეკუთვნის თუ არა მიწაზე ქონების გადასახადი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს ხილ-ბოსტნეულისგან ამზადებს სხვადასხვა სახის პროდუქციას. ყველა სახის პროდუქციაზე გვაქვს დამტკიცებული ხარჯვის ნორმები (რეცეპტურები).
 
1) რადგან ხილ-ბოსტნეული მალფუჭებადია, არის შემთხვევები, როდესაც ხარჯვის ნორმებში ვერ ვეტევით და შიდა აქტის საფუძველზე ვახდენთ ხარჯებში ჩამოწერას. 

2) ასევე გვაქვს შემთხვევები, როდესაც მყიდველისგან ვიღებთ პრეტენზიას, მაგალითად, დაზიანდა პროდუქცია ტრანსპორტირების დროს ან სხვა მიზეზით. აღნიშნულ პრეტენზიას თუ ვეთანხმებით, ვახდენთ 1410 ანგარიშიდან თანხის ხარჯებში ჩამოწერას. 

გვაინტერესებს, ეს ოპერაციები უნდა დაიბეგროს თუ არა მოგების გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საბაჟო საწყობიდან გავყიდეთ საქონელი. დღგ-ის მიზნებისათვის, ეს არის დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თუ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა? თუ საერთოდ არ ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ მიწოდებად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საბაჟო საწყობიდან საქონლის იმპორტის შემთხვევაში (როცა იმპორტი დღგ-ით იბეგრება), გვეკუთვნის დღგ-ის ჩათვლა? რა შემთხვევაში მოგვიწევს უკუდაბეგვრის დღგ-ის დარიცხვა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საეჭვო ვალებად აღიარებულმა დებიტორებმა, რაც აღრიცხული გვაქვს 1415 ანგარიშზე, 2021 წლის განმავლობაში ნაწილობრივ დაფარეს დავალიანების თანხა. რა სახის გატარებით მოხდება ცვლილება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ასეთი გარემოება გვაქვს: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა არ ხდება ფიზიკურ პირზე საქონლის მიწოდების დროს, ის იხდის ავანსად თანხებს განწილვადებით. თუ ავანსის თანხები დაიბეგრება, შემდეგ დღგ-ის დეკლარაციაში როგორ უნდა მოხვდეს ეს ოპერაცია? თუ პირიქით, ჯერ მიწოდება უნდა დაიბეგროს და შემდგომ ეტაპობრივი გადახდები გაიქვითოს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანიას აქვს სასესხო ვალდებულება დამფუძნებლის -არარეზიდენტი ფიზიკური პირის წინაშე. წარმოიშვა აზრი, რომ ამ დამფუძნებელს სასესხო ვალდებულების ანგარიშში გადაეცეს ძირითადი საშუალებები, რომლებსაც რაღაც ფასეულობა აქვთ. რა გადასახადები წარმოიშვება ამ შემთხვევაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: იურიდიულმა პირმა, რომლის საქმიანობაც არის სამშენებლო ბიზნესი, 2021 წლის აპრილში გამოაცხადა (ელექტრონულად, რეკლამის ფარგლებში, ასევე სხვა საინფორმაციო საშუალებით) აქცია, რომ თუ 1 აპრილიდან 30 დღის განმავლობაში მოხდებოდა ბინის შეძენა, კვ.მ ფართის ფასი განისაზღვრა სხვა პერიოდში ღირებულების (საბაზრო ფასის) 20%-ით ნაკლები ოდენობით. აპრილის საანგარიშო პერიოდში კომპანიის დირექტორის მიერ, ასევე სხვა თანამშრომლების მიერაც მოხდა ბინების შეძენა ამ აქციის ფარგლებში. 

თანამშრომლებზე ბინების მიწოდებისას, ხომ არ დაეკისრება კომპანიას სხვაობის თანხაზე (სხვა პერიოდებში ღირებულების 20%-ის თანხიდან) საგადასახადო ვალდებულება როგორც მოგების გადასახადის, ასევე დღგ-ის მიზნებისთვის?

თუ დაბეგვრის მიზნით საბაზრო ფასი უნდა ავიღოთ, ამ შემთხვევაში როგორ განისაზღვრება საბაზრო ფასი, რადგან აპრილის თვის შემთხვევაში საბაზრო ფასი აღნიშნული კომპანიისთვის შეადგენს სხვა თვეებთან შედარებით 20%-ით ნაკლებს? 

თუ ჩაითვლება, რომ მიწოდება უნდა განხორციელებულიყო საბაზრო ფასით? 

როგორც ვიცით, სხვა კომპანიებთან გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად ტანსაცმლის მიწოდებისას, როდესაც გამოცხადებულია კვირაში ერთხელ კონკრეტულ დღეს ფასდაკლება, ამ დღის პერიოდში თანამშრომლების მიერ აღნიშნული საქონლის შეძენისას ღირებულებად არ ითვლება სხვა დღეებში არსებული ღირებულება. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს "ა"-მ კონტრაგენტ იურიდიულ პირს შპს "ბ"-ს, რომელიც არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი (თონე), უსასყიდლოდ გადასცა საქონელი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შპს "ბ" მიღებულ ამ საქონელს იყენებს 40%-ს -სპეციალური წესით (ფიქსირებული გადასახადით) დაბეგვრის ნაწილში, ხოლო 60%-ს -ჩვეულებრივი წესით დასაბეგრ ოპერაციებში. 

იურიდიული პირის სტატუსის მიუხედავად, რადგან შპს "ბ" იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით (ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი), შპს "ა"-ს მიერ უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის გარკვეული ნაწილის ღირებულება (40%) ხომ არ განიხილება ისეთ გადაცემად, რომელიც დაიბეგრება მოგების გადასახადით, ვინაიდან მიღებული საქონლის ნაწილს (ამ 40%-ს) შპს "ბ" გამოიყენებს სპეციალური წესით დაბეგვრის ნაწილში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: არარეზიდენტ იურიდიულ პირთან (რომელიც არ არის შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყანაში რეგისტრირებული და არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ჩვენი შპს-ის მიერ გარკვეული ოდენობის ავანსის თანხის გადახდა ეტაპობრივად. ავანსის თანხის ნაწილი გადავიხადეთ, ხოლო დარჩენილი ავანსის თანხის გადაუხდელობის გამო, არარეზიდენტ იურიდიულ პირს სურს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. ამასთან, გადარიცხული ავანსის თანხა არ დაგვიბრუნდება. გთხოვთ, მოგვწეროთ: 

1) გადასახადების წარმოქმნას ხომ არ გამოიწვევს გადარიცხული ავანსის თანხა ასეთ შემთხვევაში? ეს თანხა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩამოიწერება უიმედო ვალად, მაგრამ დამატებით რაიმე გადასახადის წარმოქმნას თუ გამოიწვევს, ეს გვაინტერესებს. 

2) თუკი მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა (რადგან არ მოხდა სრულად ავანსის თანხის გადახდა, დარჩენილ გადასახდელ ავანსზე დარიცხული პირგასამტეხლო დაგვერიცხება),ამ პირგასამტეხლოსა და ავანსის ურთიერთჩათვლის შემთხვევაში თუ წარმოიქმნება საგადასახადო ვალდებულებები? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.