ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №12(დეკემბერი), 2021
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდნენ შპს აუდიტური კომპანია "ააფ ინტეგრითის" თანამშრომლები: დირექტორი ნიკოლოზ ედიბერიძე და ფინანსური მენეჯერი ნონა ბერძენიშვილი. 

კითხვა: ყოველ წელს თანამშრომლებისათვის ვაკერინებთ ჩვენი საწარმოს ლოგოთი ბრენდირებულ ტანსაცმელს (შარვალს წარწერა არ აქვს, ჩვეულებრივი სამუშაო შარვალია). როგორც მოვიქცეთ დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კუთხით 2021 წელს? თითოეულ თანამშრომელზე გავანაწილოთ დაბეგვრა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: რუსეთში ერთ-ერთ შუამავალ ფიზიკურ პირს ვუხდით ბონუსს, რუსეთში მის მიერ მოძიებული კომპანიებიდან მიღებული შეკვეთების მიხედვით და ასევე ყოველთვიურად ფიქსირებულ თანხას ხელფასის სახით. 
გადასახადების კუთხით რა უნდა დავუკავოთ, არარეზიდენტის საშემოსავლო? თუ გადასახადების დაკავება არ გვევალება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ერთი ღვინის ქარხანა უწევს ღვინის მეორე ქარხანას (ორივე დღგ-ის გადამხდელი შპს ებია) ბოთლებში ღვინის ჩამოსხმის მომსახურებას საბაზრო ფასზე უფრო იაფად (30 თეთრი 1 ბოთლზე 45 თეთრის ნაცვლად). ეს ღვინის ქარხნები ურთიერთდამოკიდებულია. ეს გამოიწვევს საგადასახადო შემოწმების დროს სხვაობის მოგების გადასახადითა და დღგ-ით დაბეგვრას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: x ფიზიკურმა პირმა, რომელიც იყო პირველი რიგის მემკვიდრე, რამდენიმე ხნის წინ სხვა სამ ადამიანთან ერთად მიიღო მემკვიდრეობა. ამ ფიზიკურმა პირმა ერთ-ერთ სხვა მემკვიდრესთან (კერძოდ, გარდაცვლილი მეუღლის შვილთან, ანუ გერთან) ერთად, ერთმანეთთან მოახდინეს ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან, ამ მემკვიდრეობის მიღებიდან 11 თვის შემდეგ. კერძოდ, x ფიზიკურმა პირმა მიყიდა მეორე მემკვიდრეს მიწის ნაკვეთი 30000 ლარად, ხოლო ამ მემკვიდრემ მას მიყიდა ბინიდან წილი ასევე 30000 ლარად. მემკვიდრეობის მიღებიდან ორი წელი ჯერ არ გასულა. რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიქმნება x ფიზიკური პირის მიმართ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გვაქვს კითხვები ჯართის თემაზე და მისი დაბეგვრის შესახებ, კერძოდ: 

კომპანიაში პერიოდულად წარმოგვექმნება ჯართის ნაშთი, რომელიც მიიღება არმატურებით წარმოებული სამუშაოებიდან, სხვადასხვა ლითონის ნაკეთობების წარმოებიდან, ავტოტექნიკაზე და ქარხნებზე ლითონის მაკომპლექტებელი ნაწილების შეცვლის შედეგად, სხვადასხვა ლითონის ტარის დაცლის შედეგად და სხვა. 

1) აღნიშნული ჯართის აღრიცხვაზე ასაყვანად რა პროცედურებია განსახორციელებელი და დაბეგვრის კუთხით რა ეხება ლითონის ნარჩენების ჯერ ჯართად აღიარებას და შემდგომ მის რეალიზაციას? რადგან ჯართის რეალიზაცია არაა ჩვენი საქმიანობა, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლება გვეხება თუ არა ჩვენც? 

2) ლითონის ნაკეთობების წარმოების დროს ყოველთვის წარმოიქმნება გარკვეული ნარჩენი, რომელიც შემდგომი გამოყენებისათვის გამოუსადეგარია. მასალების ჩამოწერა ხორციელდება ზუსტი სპეციფიკაციის მიხედვით (ნაკეთობის სპეციფიკაცია დგება ნახაზის მიხედვით, სადაც მითითებულია სუფთა წონები). დარჩენილი მასალის ნარჩენებიც ჩამოიწერება 16-ების ანგარიშებიდან და შიდა აქტით შემდგომში ხდება მისი ჯართად აღიარება. ხარჯებში ჩამოწერილი წარმოების ნარჩენი მეთვლება თუ არა წარმოების დასაშვებ დანაკარგად, რომელიც არ უნდა დავბეგრო, თუ დასაბეგრია როგორც გადახარჯვა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სსკ 104-ე მუხლის `საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი~ მიხედვით: 

`1. ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება: 

ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი~. 

ამ მუხლში საქართველოში დაქირავებით მიღებულ შემოსავალში რა იგულისხმება? ფიზიკურად საქართველოში უნდა მუშაობდეს დაქირავებული? თუ, მაგალითად, დაქირავებული მყავს არარეზიდენტი, რომელიც არ იმყოფება საქართველოში და სხვა ქვეყანაში ახორციელებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს, ეს საქართველოში დაქირავებით მუშაობად რამდენად ჩაითვლება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ღვინის ქარხანაში სადეგუსტაციო მიზნებისთვის შეძენილი ღვინოები და საჭმელი, რომელიც დეგუსტაციის პროცესში იხარჯება თანამშრომლების მიერ, რამდენად შეიძლება ეს ჩაითვალოს უსასყიდლოდ გაცემად და ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად? რადგან აღნიშნული ქმედება ეკონომიკური პროცესებისთვის არის აუცილებელი, რამდენად ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს შპს რეგისტრირებულია ამ კომპანიის ვებგვერდზე https://www.freepik.com/ და ყოველთვიურად იხდის ინვოისის თანხას ამ ვებგვერდის სარგებლობისთვის. ვებგვერდიდან ახდენენ სხვადასხვა სახის მასალების ჩამოტვირთვას (სურათები და ა.შ). უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრია, თუმცა უწყვეტ/რეგულარულ მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს თვის ბოლოს დაბეგვრის მიზნებისთვის? 

არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადითაც უნდა დაიბეგროს? ეს მომსახურება ვერ დავუკავშირეთ სსკ 104-ე მუხლის რომელიმე პუნქტს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სსკ 160-ე მუხლის მიხედვით, `3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება: 

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/ გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად~. 

აქ ნიმუშში რა იგულისხმება? დეგუსტაციისთვის ღვინის გადაცემა ნიმუშია? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი კომპანია ბუნებრივი რესურსებით ლიცენზიით აწარმოებს ქვიშის მოპოვებას. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორი იქნება ბუღალტრული გატარებები ქვიშის მოპოვებაზე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: რეზიდენტ კომპანიას საქართველოში აქვს დიდი (რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების) ბიოლოგიური აქტივები - პლანტაციები და სურს არარეზიდენტი დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის საკუთრებაში გადაცემა მისგან აღებული სესხის ვალდებულების დაფარვის მიზნით. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-მ გაყიდა ავტომანქანა მეორე შპს-ზე, რომელსაც ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს, თუმცა ამ ავტომანქანაში საწვავს დირექტორი ისევ პირველი შპს-ის ბარათიდან ასხამს. ეს გარემოება როგორ განიხილება დაბეგვრის კუთხით? ორივე შპს დღგ-ის გადამხდელია. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მუნიციპალიტეტის დაკვეთით ნოემბერში გზა დავაგეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ხელშეკრულება დეკემბრის დასაწყისში დაიდო. შესაბამისად, მიღება-ჩაბარებაც ვერ გაკეთდა ნოემბრის თვეზე და ვერც ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება. ჩვენ მასალის გახარჯვის აღრიცხვა საბუთების შესაბამისად უნდა მოვახდინოთ თუ რეალური ფაქტების მიხედვით? შემოსავლის დეკლარირებაც (დღგ ის კუთხით) ამ გახარჯვის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სააქციო საზოგადოებამ მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით საქართველოში დააფუძნა შპს, რომლის საწესდებო კაპიტალში შეიტანა საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მისი საბაზრო ღირებულებით. ამ ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ასევე ამავე სააქციო საზოგადოებამ შეაფასებინა შემფასებელს თავისი 1 აქციის საბაზრო ღირებულება. 

რაც შეეხება ოპერაციის შინაარსს, სააქციო საზოგადოების მიერ უნდა მოხდეს მისი რეზიდენტი ფიზიკური პირი აქციონერისგან (რომელიც აქციებს ფლობს 2 წელზე მეტ ხანს) საკუთარი აქციების გამოსყიდვა. ცხადია, ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას მისი აქციათა გამოსყიდვიდან გამომდინარე ამ აქციონერის მიმართ გაუჩნდება თანხის გადახდის ვალდებულება და ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ მას გადასცემს ზემოაღნიშნულ შპს-ში სააქციო საზოგადოების 100% წილს. გამოსყიდული აქციების და სანაცვლოდ გადაცემული შპს-ის წილის საბაზრო ღირებულება ერთმანეთის ტოლია. 

გთხოვთ გვაცნობოთ, რა სახის დაბეგვრა შეიძლება წარმოიშვას ამ შემთხვევაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.