ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №1(იანვარი), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი გვანცა ჯანჯალაშვილი. 

კითხვა: შპს-ის საკუთრებაში საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას ვყიდი არარეზიდენტ პარტნიორზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. ექსპერტმა დაგვიდგინა საბაზრო ფასი -142600 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ღირებულება დღგ-ის გარეშე უნდა მივუთითო, რადგან მყიდველი არარეზიდენტია? დღგ რამდენი იქნება გადასახდელი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ასეთი სიტუაცია გვაქვს ჩვენს დღგ-ის გადამხდელ შპს-ში: პერიოდულად ვიღებთჱიჯარით მიწას დამფუძნებელი შპს-ის დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი. ამ მიწაზე მოგვყავს მოსავალი, რომელსაც პირუტყვის საკვებად ვიყენებთ. დღგ-ს ვითვლით სრულად. ჩვენმა შპს-მ შეიძინა და დაამონტაჟა სარწყავი სისტემა, გაკეთდა ისეთი რაღაცებიც, რომლებიც სამუდამოდ დარჩება აქ (ჩაიყარა მილები, კეთდება გადახურვები). გამოდის, რომ ეს რაღაცები მუდმივად უნდა მქონდეს ამ მიწაზე, სადაც არის იჯარა, და არა დროებით. ამ დანახარჯების გაქვითვა შეიძლება იჯარაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 04.09.2021 წ. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი კონტრაქტორის დირექტორს, ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ თანხა 30000 ლარი. 05.09.2021 წ. ამავე ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ 3000 ლარი. 06.09.2021 წ. ამავე ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ კიდევ 2000 ლარი. ანუ, ჯამში ამ ფიზიკურ პირს გადავურიცხეთ 35000 ლარი. გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებული გვაქვს `მომსახურება~. ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა, შესაბამისად, ეს თანხა ამ ფიზიკურმა პირმა დაგვიბრუნა დეკემბრის თვეში. თანხა გადარიცხვის მომენტში დაბეგრილი არ არის საშემოსავლო გადასახადით (დეკლარაცია დასაზუსტებელია). გთხოვთ, მოგვწეროთ, როგორ მოვიქცეთ? სექტემბრის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია აღარ დავაზუსტოთ, რადგან დეკემბრის თვეში დაბრუნდა თანხა?
 
ამ შემთხვევაში, ხომ არ არის რისკი, ეს ოპერაცია განხილულ იქნას სესხად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი შპს აწარმოებდა საგზაო სამუშაოებს, რა დროსაც მოხდა ასფალტის გადახარჯვა, პირობითად -დაიხარჯა 4 ტონა ასფალტი ნავარაუდები 3 ტონა ასფალტის ნაცვლად. ეს გამოიწვია იმან, რომ გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ასფალტი დაგებული იყო უხარისხოდ, ამიტომ მოხდა დაგებული ასფალტის აყრა და ხელახლა დაგება. ეს ფაქტი დოკუმენტურად დასტურდება დამკვეთთან (სახელმწიფო უწყება არ არის) გაფორმებული აქტებით. ეს ხომ არ ჩაგვეთვლება 1 ტონა ასფალტის უსასყიდლო მიწოდებად და დაიბეგრება თუ არა მოგების გადასახადით ან/და დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ფაქტობრივი გარემოება ასეთია: არარეზიდენტ, ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ (ოფშორი) კომპანიას საქართველოს სახელმწიფოსთან აქვს დადებული ხელშეკრულება, კერძოდ "ნავთობისა და გაზის ოპერაციების მოპოვების უფლებაზე", ასევე აქვს ფილიალი საქართველოში (ფილიალი მხოლოდ მოძიების, მიწის დამუშავების მომსახურებას ასრულებს).

არარეზიდენტ კომპანიას ჰყავს დირექტორი (მმართველი), რომელიც ცხოვრობს საქართველოში. 

არარეზიდენტმა კომპანიამ 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გადაწყვიტა სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოპოვების უფლების 50% (ფილიალის გვერდის ავლით. ფილიალს არ აქვს რაიმე უფლება ჩაერიოს, რადგან მოპოვების უფლება სახელმწიფოს უშუალოდ არარეზიდენტ კომპანიასთან აქვს დადებული) გადასცეს საქართველოს რეზიდენტ საწარმოს. 

1) რეზიდენტი -საქართველოს საწარმოს დაბეგვრისთვის გვაინტერესებს: 

ა) მოგების გადასახადი: თუ განიხილება საქართველოს საწარმოდ არარეზიდენტი კომპანია, რადგან მმართველი/მმართველები ცხოვრობენ საქართველოში? ამ შემთხვევაში დაიბეგრება განაწილებული მოგება 15%-ით? 

საინტერესოა მოუწევს თუ არა რეგისტრაცია (საიდენტიფიკაციო ნომრით) საქართველოში არსებული კანონმდებლობით, როგორც გადასახადის გადამხდელს? თუ ვირტუალურად ჩაითვლება საქართველოს საწარმოდ, რადგან თუ დირექტორმა, რომელიც მართავს და შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი (სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად) ან/და სხვა უცხოელი პირი მოვიდა ერთპიროვნულ მმართველად, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში, მაშინ გამოდის რომ არარეზიდენტ საწარმოდ ჩაითვლება ისევ ზემოაღნიშნული კომპანია? (იხ. სსკ 28-ე მუხლი). 

ბ) დამატებული ღირებულების გადასახადი: თუ ჩავთვლით საქართველოს საწარმოდ არარეზიდენტ კომპანიას, რადგან მიწოდების ღირებულება სცდება 100 000 ლარს, ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, მიწოდების საანგარიშო პერიოდში? საინტერესოა ვინ, სათავო თუ ფილიალი დარეგისტრირდება დღგ-ის გადამხდელად? აქვს თუ არა ფილიალს უფლება გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა აღნიშნულ ოპერაციაზე? 

2) არარეზიდენტი საწარმოს დაბეგვრისთვის გვაინტერესებს: 

ა) თუ ჩაითვლება არარეზიდენტ კომპანიად, მაშინ დაიბეგრება როგორც ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სსკ 97-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად? 

ბ) ასევე, რადგან ახდენს რეალიზაციას და არა დროებით გადაცემას (მოპოვების უფლება) რეზიდენტ საწარმოზე, ეს არ ჩაითვლება როგორც როიალტი და არ დაიბეგრება სსკ-ის 134-ე მუხლით დადგენილი წესით თუ არარეზიდენტი არ ჩაითვლება საქართველოს საწარმოდ (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფლობს ფილიალს)? ამ შემთხვევაში დაიბეგრება უკუდაბეგვრის დღგ-ით მყიდველი, მიღებული უფლების საანგარიშო პერიოდში. გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" 2021 წლის #11(263) ნომერში, ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე, გვ. 41 ("იურიდიული პირის საქმიანობაა სამშენებლო ბიზნესი...") მოწერილ პასუხში თანამშრომელი ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირად. 

ჩვენი მოსაზრებით, ურთიერთდამოკიდებულ პირად უნდა ჩავთვალოთ სსკ მე-19 მუხლის მიხედვით ის, ვისაც კომპანიასთან აქვს (ან ვისთანაც კომპანიას აქვს) განსაკუთრებული ურთიერთობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის `დ~ ქვეპუნქტში ვფიქრობთ საუბარია დირექტორზე და მის უშუალოდ დაქვემდებარებულ პირზე, ხოლო შპს-ისთვის თანამშრომლები (გარდა იმისა, ვინც საწარმოს კონტროლს ახორციელებს) არ ჩაითვლება ძირითად შემთხვევაში (ამავე მუხლის გათვალისწინებით) ურთიერთდამოკიდებულ პირად. შესაბამისად, თანამშრომელზე არ გავრცელდება `გადასახადების ადმინისტრირების შესახებ~ ფინანსთა მინისტრის ინსტრუქციის 29-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები. 

თქვენი აზრით, კომპანიის მიერ დაქირავებული პირი (თანამშრომელი) ყველა შემთხვევაში ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირად ამ კომპანიისთვის? გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი კომპანია ყიდულობს მომსახურებებს არარეზიდენტი კომპანიებისაგან, კერძოდ: 

1) იტალიის რეზიდენტი კომპანია გვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას ვენახების მართვის მიმართულებით, გვირჩევს რა საქმიანობები განვახორციელოთ ამა თუ იმ ვენახში, რა სასუქები გამოვიყენოთ და ა.შ., რის სანაცვლოდაც მათ ვუხდით მომსახურების საზღაურს; 

2) facebook (ირლანდია) -აქტივობების საფასური. 

ორივე შემთხვევაში ჩვენი კომპანია გადახდილ საზღაურს ბეგრავს არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. 
ორივე ქვეყანასთან დადებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე (და რეზიდენტობის ცნობების საფუძველზე) უნდა დაგვებეგრა თუ არა გადახდის წყაროსთან აღნიშნული გადახდები ან გვაქვს თუ არა უფლება აღარ დავბეგროთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2022 წელს ახალმა შპს-მ დაიწყო მუშაობა. მუშაობისთვის საწყისი ფული დამფუძნებელს სესხის სახით შემოვატანინოთ? პროცენტი რამდენი დავარიცხოთ? მერე ის პროცენტი მოგების გადასახადით დავბეგროთ? თუ საწესდებო კაპიტალში დავსვათ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვარ ერთ-ერთი შპს-ის დამფუძნებელი, 70%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირი. მსურს გავიტანო ჩემი წილი მანქანა-დანადგარების სახით და შევიტანო სხვა შპს-ში. როგორ არის ეს შესაძლებელი? 

მაინტერესებს, რა იურიდიული პროცედურებია გასავლელი და რა საგადასახადო ვალდებულებები დამეკისრება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.