ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №2(თებერვალი), 2022
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი გოგა ფარასტაშვილი. 

კითხვა: ინდმეწარმემ ჩვენს კომპანიას დაუმზადა ავეჯი, რაზეც გვაქვს ინვოისი. ეს საკმარისია? მცირე მეწარმეა, არ წერს ზედნადებს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) შპს ხ-ს (დღგ-ის გადამხდელია) გაფორმებული აქვს ლიზინგის ხელშეკრულება `ჱ-სალიზინგო კომპანიასთან~, რომელიც არ არის დახურული. გვსურს მოვახდინოთ ლიზინგის საგნის რეალიზაცია -ვალდებულების გადაცემა სხვა პირზე. ეს სხვა პირი არის სომხეთში მოქმედი სომხური კომპანია, რომელსაც სურს ლიზინგის საგანი (მობილური ამწე) გაიტანოს სომხეთში. არის თუ არა ეს შესაძლებელი სამმხრივი შეთანხმებითა და ხელშეკრულებაში ჩვენი მხარის ჩანაცვლებით სომხური კომპანიით? 

2) `ჱ-სალიზინგო კომპანიამ~ შემოგვთავაზა სამმხრივი ხელშეკრულების ვარიანტი -უფლებამონაცვლეობა, რაც გულისხმობს, რომ შემსყიდველმა სომხურმა კომპანიამ აღნიშნული აქტივები შეიძინოს ლიზინგით, გაკეთდეს გასაყიდი აქტივების უფლებამონაცვლეობა და მათ გადაიბარონ არსებული ვალდებულება სრულად, ხოლო სხვაობა გასაყიდ ფასსა და ლიზინგის ვალდებულებას შორის უნდა ჩარიცხონ შპს ხ-ში. შპს ხ-მა უნდა გადარიცხოს თანხა `ჱ-სალიზინგო კომპანიაში~ და გაასწოროს არსებული ვადაგადაცილება. როგორც მოგვწერეს `ჱ-სალიზინგო კომპანიიდან~, კონკრეტულად საგადასახადო გირავნობის (შპს ხ-ის ქონებაზე დადებულია საგადასახადო გირავნობა) საკითხი ხელისშემშლელია, თუმცა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს კომიტეტზე ამის განხილვა და ამისათვის საჭიროა კომპანიამ, რომელსაც აქტივების შეძენა სურს, მიმართოს `ჱ-სალიზინგო კომპანიას~ დაფინანსების თაობაზე, რომ დაიწყონ პროცესი. 
რა რისკებთან არის ეს ოპერაცია დაკავშირებული და ვისთვის წამოიშობა ეს რისკები, ჩვენთვის, `ჱ-სალიზინგო კომპანიისთვის~ თუ სომხური კომპანიისთვის? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია მომსახურებას უწევს საქართველოს კომპანიას. მომსახურების სახე არის იურიდიული, საკონსულტაციო, საინჟინრო... ამერიკულ კომპანიას არ აქვს საქართველოში წარმომადგენლობა, არ ჰყავს წარმომადგენელი და არც რაიმე ხარჯი გაუწევია საქართველოში. ანაზღაურება ხდება საქართველოს კომპანიის ანგარიშიდან პირდაპირ ამ ამერიკული კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. ასეთ შემთხვევაში იბეგრება ამერიკული კომპანია არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან? 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `გ.თ~ პუნქტის მიხედვით გამოდის, რომ აღნიშნული მომსახურების ანაზღაურება არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან. პრაქტიკაში აღნიშნული მუხლი როგორ მოქმედებს? ვგულისხმობ, საგადასახადო შემოწმების დროს თუ ხდება მისი გათვალისწინება ან პირიქით, უგულებელყოფა და დაბეგვრა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი კომპანია (შპს) აპირებს ფილიალის გახსნას ევროპის ერთ-ერთ ხ ქვეყანაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გვაინტერესებს: 

1) როგორ უნდა მოვახდინოთ ფილიალის მიერ იქ განხორციელებული საქმიანობის აღრიცხვა? სად უნდა მოხდეს თითოეული გადასახადის (დღგ, მოგების, საშემოსავლო) დეკლარირება და გადახდა და რომელი ქვეყნის კანონმდებლობით? 

2) თანამშრომლები, რომლებიც იქ იმუშავებენ, იქნებიან აქედან წაყვანილი თანამშრომლები. მათი ხელფასის აღრიცხვა ისევ ისე უნდა მოხდეს, როგორც ხდებოდა აქამდე? მათი ხელფასების გადარიცხვა შპს-ის ანგარიშიდან მოხდება და საშემოსავლოს დეკლარირება და გადახდა საქართველოში უნდა მოხდეს ისევ? 

3) ასევე, კომპანიას საკუთარი ქონება გააქვს საქართველოდან ფილიალის მიერ გამოსაყენებლად, რომელიც შეიძლება მერე უკან დაბრუნდეს. რა რეჟიმით უნდა მოხდეს გატანა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ იჯარით აიღო კომერციული ფართი არაურთიერთდამოკიდებული დღგ-ის არაგადამხდელი არამეწარმე ფიზიკური პირისგან. საიჯარო კონტრაქტში მითითებულია, რომ `მხარეთა შეთანხმებით საიჯარო ქირის გადახდის ვადა აითვლება 2021 წლის 25 ნოემბრიდან~, თვითონ საიჯარო ხელშეკრულება კი გაფორმებულია 24.09.2021-ში. კონტრაქტში ასევე წერია, რომ `ქონება იჯარით გამოსაყენებლად ვარგისია, მაგრამ საჭიროა განხორციელდეს სარემონტო სამუშაოები, რომელსაც უზრუნველყოფს „მოიჯარე~. კონტრაქტის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღეში უნდა გაფორმდეს `საიჯარო ქონების~ სრულად გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტი. კონტრაქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და ძალაშია 2023 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. საიჯარო ყოველთვიური ფასი ფიქსირებულია და უცვლელია. 

ანუ, კონტრაქტის აზრი ისაა, რომ მოიჯარე როცა გაარემონტებს და მოაწესრიგებს საიჯარო ქონებას თავისი მიზნების შესაბამისად, მერე მოხდეს იჯარის საფასურის გადახდების დაწყებაც. თუმცა, გარდა ზემოთ მოყვანილი წინადადებებისა, კონტრაქტში ამაზე მეტი არაფერი წერია. 

გვაინტერესებს, შპს რაიმე საგადასახადო რისკის წინაშე ხომ არ დგას 24.09.2021-25.11.2021 პერიოდზე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გვინდა ჩამოვწეროთ 2013-2015 წლებში შეძენილი ავეჯი და კომპიუტერული ტექნიკა (ძირითადი საშუალებები), რომელიც დაზიანებულია და ზოგიერთი აღარც არსებობს ფიზიკურად. მათ გასულ წელს ცვეთა აღარ დაერიცხა, რადგან სრულად არის ამორტიზებული, გარდა ერთი პოზიციისა, რომელიც არ არის ბოლომდე გაცვეთილი. თქვენი კონსულტაცია გვჭირდება: უნდა დავბეგრო დღგ-ით და მოგების გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შეგვიძლია თუ არა ორი წლის (2020, 2021) გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება მოვახდინოთ 2022 წელს? 2021 წლის ანაზღაურება დაშვებულია და გაურკვეველი ჩანაწერია 2020 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებასთან მიმართებით. 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად: 

"5. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად".
 
საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: 

"2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა".

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: აღნაგობის (მხოლოდ მიწაზე) ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ოპერაცია იბეგრება თუ არა დამატებული ღირებულების გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: გთხოვთ, განიხილოთ კითხვის ოთხი ვარიანტი: 

1) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ორი ბინა. ერთი მათგანი ერგო მემკვიდრეობით, მეორე კი შეძენილია 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურმა პირმა გაყიდა ორივე ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა (არაკომერციული, პირადი მოხმარებისთვის) და ასევე შეიძინა აგარაკი; 

2) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ორი ბინა, ერთი მათგანი ერგო მემკვიდრეობით, მეორე კი შეძენილია 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ორივე ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა და ასევე შეიძინა აგარაკი. შეძენილი ბინებიდან ერთი პირადი მოხმარებისთვისაა, ხოლო მეორე -კომერციული მიზნებისთვის; 

3) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ერთი ბინა, რომელიც შეიძინა 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა (არაკომერციული, პირადი მოხმარებისთვის) და ასევე შეიძინა აგარაკი; 

4) ფიზიკურ პირს მფლობელობაში აქვს ერთი ბინა, რომელიც შეიძინა 15 წლის წინ. 2022 წელს ფიზიკურ პირმა გაყიდა ბინა, სანაცვლოდ იყიდა ორი ბინა და ასევე შეიძინა აგარაკი. შეძენილი ბინებიდან ერთი პირადი მოხმარებისთვისაა, ხოლო მეორე კომერციული მიზნებისთვის. 

რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი თითოეულ შემთხვევაში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფო ჩვენს შპს-ს ჩუქნის გარკვეული ღირებულების სახარჯ მასალებს. უნდა ავიყვანო თუ არა შემოსავალში, თუ: 

1) სახარჯი მასალები იღებს მონაწილეობას შემოსავლის მიღებაში; 

2) სახარჯი მასალები არ იღებს მონაწილეობას შემოსავლის მიღებაში. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენმა კომპანიამ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გააგზავნა ღვინო, რომელიც ტრანსპორტირების დროს აიმღვრა. ამიტომ მყიდველს (ურთიერთდამოკიდებული პირი არ არის) ფასის 50% უნდა დავუკლოთ. ეს ვალის პატიება გამოვა და მოგების გადასახადით დაიბეგრება? ფასის დაკლებაზე რა საბუთი უნდა გამოვწეროთ? და ალბათ რაც მოხდა, უბრალოდ ჩავწერთ აქტში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  


კითხვა: ჩვენი შპს დაკავებულია გეოლოგიური საინჟინრო მომსახურებით. გვევალება თანამშრომელთა სავალდებულო დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან. გთხოვთ მომწეროთ დეტალურად, რატომ არ იბეგრება ეს როგორც ხელფასი. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს შპს-მ 2021 წელს არარეზიდენტი კომპანიისაგან, რომელთანაც წლებია ურთიერთობს, შეიძინა ამ კომპანიის 1 ცალი აქცია 6500 შვეიცარიულ ფრანკად (ნომინალური ღირებულებით 5000 შვეიცარიული ფრანკი). შპს-მ ეს ოპერაცია დაბეგრა მოგების გადასახადით გადარიცხვის დღეს არსებული კურსის შესაბამისად, 6500 შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტი თანხიდან.
 
რამდენად სწორად მოიქცა, როდესაც ეს ოპერაცია დაბეგრა? სსკ 982 მუხლის მე-3 ნაწილის `ვ~ ქვეპუნქტი მიესადაგება? ამ არარეზიდენტი კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე არ იყიდებოდა, პარტნიორ კომპანიებს შესთავაზეს ეყიდათ, რაზეც შპს დათანხმდა. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.