ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №1(იანვარი), 2023
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითის" აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს "ააფ ინტეგრითის" დირექტორი ნიკოლოზ ედიბერიძე.
 
კითხვა: კომპანიას ჰყავს ერთი დამფუძნებელი ფიზიკური პირი. დამფუძნებელმა სალაროში შემოიტანა ნაღდი ფული 2020 წლის იანვარში, 900000 ლარი. ეს თანხა ვაჩვენეთ როგორც დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შემოტანა. ამ თანხით მოხდა უძრავი ქონების შეძენა. კომპანია ამ ქონებას აქირავებს სხვადასხვა კომპანიებზე. 

კომპანიის დირექტორს (დამფუძნებლის შვილი) სალაროდან გააქვს ნაღდი თანხა. სალაროდან თანხის გასვლა გვინდა ავსახოთ როგორც კაპიტალის შემცირება. 

ასეთი ოპერაცია რამდენად კორექტულია? რამე პრობლემა ხომ არ წარმოგვექმნება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა შეიძინა წილი კომპანიაში (საქართველოს შპს-ში), რის შემდეგ ძველი დამფუძნებლისაგან (ასევე რეზიდენტი ფიზიკური პირისგან) ამ კომპანიაზე გაცემული უპროცენტო სესხის მოთხოვნის უფლებაც გადმოიფორმა, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
 
მაინტერესებს, რა საგადასახადო რისკები შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ტრანზაქციას (კომპანიიდან უპროცენტო სესხის მოთხოვნის უფლების დათმობას)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ თანამშრომელზე გავცეთ სამი თვის ხელფასის ავანსი, წინასწარ მომდევნო სამი თვის (ერთჯერადად)? სესხად ხომ არ ჩაგვეთვლება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს X ეწევა ყიდვა-გაყიდვის ეკონომიკურ საქმიანობას. რადგან ფლობს საკმარის ფართს, გადაწყვიტა მესამე პირის საქონელი დროებით დაასაწყობოს ხელშეკრულებაში გაწერილი პირობებით. მომსახურების საფასური განისაზღვრა დროებით მიბარებული საქონლით დაკავებული სტანდარტული ადგილის რაოდენობის მიხედვით. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საქონლის ადგილის სრულად არგათავისუფლების შემთხვევაში ჩაირთვება მომსახურების ახალი ერთთვიანი ტარიფი დარჩენილი ადგილების შესაბამისად. 

მაინტერესებს, როგორ უნდა ავსახო ბუღალტრულ გატარებებში შესაბამისი ოპერაციები? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: წარმოვადგენთ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფ საწარმოს. ჩავატარეთ საახალწლო კორპორაციული საღამო. დავბეგროთ დღგ-ით, ასევე საშემოსავლოთი და ვაჩვენებთ დირექტორზე განაცემად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ბოთლის მიმწოდებელს გადავურიცხეთ 23 000 ევრო ბოთლის ყალიბის დასამზადებლად, რომელიც ჩვენთვის გამოიმუშავებს 2 500 000 ბოთლს, ასე წერია კონტრაქტში. ეს ჩვენთვის წინასწარ გაწეული ხარჯია და დავსვამ 17**-ებზე და ყოველი იმპორტისას ბოთლის რაოდენობის პროპორციულად ბოთლის თვითღირებულებას უნდა მივაკუთვნოთ? აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის ვიყენებთ მსს ფასს-ს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენმა შპს-მ იყიდა ზედნადებით ავტომანქანა შპს-სგან, რომელიც ჩეკს არ გვაძლევს, მგონი არც აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი და მის საბანკო ანგარიშზეც არ გვარიცხინებს თანხას ვალების გამო. რეალურად თანხა `ხელზე~ აქვს გამყიდველს აღებული. შედარების აქტი საკმარისი იქნება, რომ ბუღალტრულად გავსწორდეთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-მ 2014 წელს სესხი აიღო აშშ დოლარში (ეროვნული ბანკის კურსი მაშინ იყო 1.9156 ლარი) საზღვარგარეთ მდებარე ფინანსური ორგანიზაციიდან. შპს-ს სესხის გადახდები არ უწარმოებია, შესაბამისად დავალიანება ასახული იყო გრძელვადიანი ვალდებულების ანგარიშზე. ახლა გაირკვა, რომ შპს-ს ეს სესხი ჩამოეწერა 31.12.2020 წელს. ჩამოწერის საბუთიც გამოგვიგზავნეს მიმდინარე წლის იანვარში. როგორ უნდა მოვიქცეთ? მართებული იქნება, თუ არასაოპერაციო შემოსავალში გავატარებთ ამ თანხას? და კურსთაშორისი სხვაობა, გამოწვეული აშშ დოლარის 2014 წელს არსებულ ეროვნულ კურსსა და 2020 წლის 31 დეკემბერს არსებულ ეროვნულ კურსს შორის განსხვავებით, უნდა ავსახოთ კურსთაშორისი სხვაობის შემოსავალში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ინდმეწარმის საკუთრებაში არსებული სავენახე მიწების გაწმენდის შედეგად, ბევრი ქვა გროვდება, რომლებიც გასატანია, ისე ვენახებს ვერ დავამუშავებთ. ამ მიზნით, ქვის ამკრეფი მოწყობილობაც კი ვიყიდეთ. გასატანი ქვა დაგროვდა დიდი ოდენობით, 100 მანქანა მაინც იქნება. რომ გავყიდოთ ან გავაჩუქოთ, გვაქვს ამის უფლება? ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში ხომ არ ჩაგვეთვლება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ინდმეწარმე ქვეაგენტის მიერ აგენტისგან მიღებული საკომისიო შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯად თუ შეიძლება მივიჩნიოთ შეძენილი ან იჯარით აღებული ქონების (სწრაფი გადახდის აპარატების -ტერმინალის) ცვეთა და მიმდინარე ან/და კაპიტალური რემონტის დანახარჯები, და ვაწარმოოთ მათი როგორც ძირითადი საშუალებების ბუღალტრული აღრიცხვა, ინკასაციის დანახარჯებთან (გადახდის აპარატებთან მიმოსვლის ხარჯები) ერთად? ბუღალტრული გატარებებიც მოგვაწოდეთ, თუ შესაძლებელია. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სამედიცინო ცენტრი X, რომელიც პოლიკლინიკაა თავისი შინაარსით, ხოლო სამართლებრივად არის შპს, მონაწილეობას იღებს ჩვენი კომპანიის მიერ გამოცხადებულ საქველმოქმედო-სამეცნიერო პროექტში. კომპანია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, დაავადების ცნობადობის გაზრდის მიზნით აცხადებს კონკურსს, რომ კლინიკებმა იმონაწილეონ, გარკვეულ პაციენტებს ჩაუტარონ ანალიზი უფასოდ, რისთვისაც გადაეცემათ ამ ანალიზისთვის საჭირო აპარატი და სახარჯი მასალა პაციენტთა იმ რაოდენობისათვის, რომელსაც განაცხადში დააფიქსირებენ. შემდეგ იდება მიწოდების ხელშეკრულება+დონაციის ხელშეკრულება. ეს უკანასკნელი არეგულირებს ამ აპარატის გადაცემას კლინიკისთვის, რომელიც რჩება მის საკუთრებაში, როცა კონტრაქტის ვალდებულებები დასრულდება. 

აქვს თუ არა ამ კლინიკას (შპს-ს) უფლება მიიღოს მონაწილეობა ამ ტიპის პროექტში, უფასოდ ჩაუტაროს ანალიზი ამ პაციენტებს (მგონი იბეგრება, რადგან პაციენტი სარგებელს იღებს) და შემდეგ დაიტოვოს ეს აპარატი და ჩვეულებრივად კომერციული აქტივობა გააგრძელოს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი შპს ეწევა სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებას. სასტუმროშიც და რესტორანშიც შესაძლოა შევიმუშავოთ სტუმრების დახვედრის გარკვეული ტრადიცია. მაგალითად, სასტუმრო მომსახურების დროს, კონფერენციებზე და სხვა ღონისძიებებზე სტუმრებს შესაძლოა გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით (ჩურჩხელა, თაფლი, ნამცხვრები), ხოლო რესტორანში, სანამ სტუმრები შეკვეთას ელოდებიან, შესაძლოა მიართვან მათ ხემსი. თუ მსგავსი რამ გადაწყდა, ყველა სტუმართან იქნება ერთიანი მიდგომა. ეს უნდა განვიხილოთ როგორც მთლიანი სერვისის ნაწილი? დამატებით ხომ არ დაიბეგრება დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.