ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №2(თებერვალი) - №2(278), 2023
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს "ააფ ინტეგრითის" ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის მენეჯერი გაგა ყარაულაშვილი. 

კითხვა: 1) ვართ შპს და ჩვენი საქმიანობის სფეროა საკომუნიკაციო მომსახურება. გვაქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ზარების დასრულების შემთხვევებიც. მაგალითად, არის გარემოება, როდესაც არარეზიდენტი პირი, სანამ ჩვენ დაგვიკავშირდება, გაივლის რამდენიმე ეტაპს, კერძოდ არარეზიდენტი საკომუნიკაციო კომპანია უკავშირდება ქართულ ქსელს (მაგთი, ბილაინი, ჯეოსელი ან სხვა) და შემდგომ ხდება ჩვენთან დაკავშირება და ზარის დასრულება. ამ შემთხვევაში ვთვლით, რომ ეს ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულს. 

თუ შეიძლება განიხილეთ რამდენიმე ვარიანტი საკომუნიკაციო მომსახურების მაგალითებზე, როგორც საერთაშორისო ზარის დასრულების (რას ნიშნავს საერთაშორისო ზარი, არსებობს განმარტება?), ასევე სხვა შემთხვევები _ როდის არის დასაბეგრი მომსახურება დღგ-ით ან/და აქციზით? 

2) ასევე, თუ არის შესაძლებელი, მიუთითეთ რომელი საკანონმდებლო კანონებით (გარდა საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს კანონის `ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ~) ან/და აქტებით ვიხელმძღვანელოთ, რათა განვსაზღვროთ საგადასახადო ვალდებულებები სწორად?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ შპს-ს, საფრანგეთიდან ექსპორტიორმა კომპანიამ გამოუგზავნა ინვოისი, სადაც მითითებულია მოსაწოდებელი საქონლის ჩამონათვალი და გადასახდელი თანხა. ასევე, საქონლის ღირებულების გარდა, დამატებული აქვთ იქაური საბაჟო გადასახადი და სხვა განსაკუთრებული გადასახადი. ჩამოვიდა საფრანგეთიდან საქონელი, საბაჟოზე განბაჟდა და დადეკლარირდა, მაგრამ დეკლარაციაში ჩაიწერა მხოლოდ საქონელი და მისი საფასური. ინვოისი მაქვს 2790 ევროზე, ხოლო დეკლარაციაში მითითებულია 2490 ევრო და მისი შესაბამისი ეკვივალენტი ლარში. ინვოისში მითითებულ და დეკლარაციაში მითითებულ თანხებს შორის განსხვავებაა 300 ევრო, რომელიც გადახდილი გვაქვს უკვე მიმწოდებლისთვის. ხომ არ ჩაითვლება ეს არარეზიდენტისთვის ფულის ჩუქებად ან არარეზიდენტის მიერ ჩვენთვის გაწეულ მომსახურებად და ა.შ.? გვაინტერესებს, საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე, დაბეგვრის კუთხით, როგორ ვიმოქმედოთ, ანუ რომელი გადასახადებით დაიბეგრება ზემოთ აღნიშნული 300 ევრო, ეკვივალენტით ლარში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანია A-ს (დღგ-ის გადამხდელი) მისივე მასალებით (კომპანია A აწვდის ყველა საჭირო მასალას კომპანია B-ს, კომპანია B მხოლოდ კერავს) კომპანია B (არ არის დღგ-ის გადამხდელი) უწევს სამკერვალო მომსახურებას, მაგ., კომპანია A-მ მიაწოდა კომპანია B-ს 50 მეტრი ნაჭერი და ა.შ., რითაც კომპანია B-მ შეკერა 5 ქურთუკი, 6 მაისური, 1 შარვალი და ა.შ. რა საბუთი უნდა გამოუწეროს კომპანია B-მ კომპანია A-ს მომსახურების გაწევის შემდგომ, მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი თუ სასაქონლო ზედნადები? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: განვახორციელეთ საქონლის იმპორტი. საქონლის ღირებულება ჯერ გადახდილი არ გვაქვს. ინკოტერმსის ტიპი არის CIF. 

საქონლის ღირებულების განსაზღვრისთვის ავიღეთ შეფასების (A ნომრის მინიჭების) დღის კურსით, საქონლის განბაჟებისთვის გამოვიყენეთ წინასწარი დეკლარირება. წინასწარ დეკლარირებას რამე მნიშვნელობა აქვს? ხომ შეფასების დღის კურსით უნდა დავიანგარიშოთ საქონლის ღირებულება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვარ დღგ-ის გადამხდელი მეწარმე ფიზიკური პირი და ვახორციელებ ტვირთების საავტომობილო სატრანსპორტო გადაზიდვას მხოლოდ საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში და პირიქით. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სომხეთის რესპუბლიკაში სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვებზე კანონმდებლობით არ მოითხოვება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების `ნებართვა~. ვაპირებ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნით მივმართო შემოსავლების სამსახურს და სტატუსის მინიჭების საანგარიშო პერიოდიდან საქმიანობა გავაგრძელო `მცირე ბიზნესის~ სტატუსით. 

ზემოაღნიშნული საქმიანობის `მცირე ბიზნესის~ სტატუსით გაგრძელების შემთხვევაში, გავრცელდება თუ არა 2010 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №415 დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები და ჩაითვლება თუ არა აკრძალულ საქმიანობად, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ძირითად საშუალებას, რომელსაც გაუვიდა მომსახურების წლები, ან დაზიანდა და კომპანია მას აღარ იყენებს ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის, ბალანსიდან ჩამოვწერთ ჩამოწერის აქტის საფუძველზე და ნარჩენ ღირებულებას ვაჩვენებთ რეალიზაციაში დღგ-ის მიზნებისთვის (ვბეგრავთ), ავსახავთ დღგ-ის დეკლარაციაში. რამდენად მართებულია ეს მიდგომა, აუცილებელია თუ არა ნარჩენი ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა? შეგვიძლია თუ არა, რომ ჩამოვწეროთ მხოლოდ ჩამოწერის აქტის საფუძველზე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2022 წლიდან ნაღდი ფულის ყველა შეტანა-გატანას დამფუძნებლებისგან/დამფუძნებლებზე (არამეწარმე რეზიდენტი ფიზიკური პირები არიან) სესხად აღვრიცხავ 32** ანგარიშებზე. 2023 წლის იანვარში ახალი `მენუალები~ რომ გამოსცეს, №2549 და №2550, თითქოს კაპიტალში ცვლილების რეგისტრაციის გარეშეც შეიძლება შემოიტანონ და გაიტანონ ფული დამფუძნებლებმაო, ისევ 3160 ან 3170 ანგარიში გამოვიყენო? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციისთვის დადგენილ ზღვარში -100000 ლარი, გაითვალისწინება თუ არა დღგ-ით ნულოვანი დაბეგვრის ოპერაციები? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თუ სასტუმროს მომსახურებას ვყიდულობ საზღვარგარეთ ტურისტული კომპანიიდან და შემდგომ ვყიდი რეზიდენტზე, რომელიც მიდის სამოგზაუროდ. სასტუმროს ეს მომსახურება დაიბეგრება თუ არა 10% არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ს აქვს ელექტრო ავტომანქანა (ელექტრომობილი), რომელსაც იყენებს დირექტორი. პირადი მოხმარების შემთხვევების გამო, გვინდა, რომ დავბეგროთ საშემოსავლო გადასახადით. ელექტროენერგიას რას მოიხმარს პირადი მიზნით გამოყენებისას, ვერ გავმიჯნავთ. რა გადასახადის განაკვეთით უნდა დავბეგროთ ამ ავტომანქანის პირადი მიზნით გამოყენება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი ქარხანა ყიდულობს ახალ მანქანა-დანადგარს. მიმწოდებელი არის ორი უცხოური კომპანია, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი დაწესებულება საქართველოში. ორივეს ხელშეკრულებაში და ინვოისში გაწერილი აქვთ ამ დანადგარის ინსტალაციის მომსახურება. შესაბამისად, გვიწევს არარეზიდენტის გადასახადის თემა. მიმწოდებლების ქვეყნებია გერმანია და იტალია. ამ ორ ქვეყანასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებებში მსგავსი მომსახურებისათვის (ინსტალაცია ანუ მონტაჟი) გადახდის წყაროსთან დასაკავებელი არარეზიდენტის გადასახადი თუ შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან, მათი რეზიდენტობის ცნობის მეშვეობით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი ღვინის ქარხნის (შპს, ვსარგებლობთ მსს ფასს-ით) ეზოში მოითხარა მიწა ცისტერნების დასადგამი საძირკვლის ჩასასხმელად, რა დროსაც დაზიანდა წყლის გაყვანილობა. იქ აღდგენა ვეღარ მოხერხდა და შევცვალეთ წყალგაყვანილობის მიმართულება, რაზედაც გავწიეთ დამატებითი ხარჯები (შეძენილი მასალა, მომსახურება). ეს ზენორმატიული ხარჯია ცისტერნების დასადგმელად, თუ სხვა რამ? როგორ აღვრიცხოთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.