ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა‑პასუხი - №3(მარტი), 2023
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"‑ს და შპს "ააფ ინტეგრითი"‑ს აუდიტორები, შპს "ააფ‑მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება `კითხვა-პასუხის~ საბჭოს მიერ.

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239‑33‑50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აღრიცხვისა და კონსალტინგის მენეჯერი ლენა ფანცულაია.

კითხვა: თანამშრომელმა უცხოური ვებგვერდიდან უნდა გამოიწეროს საქონელი თავის სახელზე (საქონელი დღგ-ით არ იბეგრება). საქონლის განბაჟების შემდეგ, ჩვენმა შპს-მ უნდა შეიძინოს ის თანამშრომლისგან. რამე ვალდებულება გვეკისრება ასეთ შემთხვევაში? საქონელს შევიძენთ შესყიდვის/ჩამოტანის ღირებულებით.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: რამდენად მისაღებია, საგადასახადო კუთხით, შპს-ის დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა, მის მიერ საქართველოში წარმოებული ერთი სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია წლის მანძილზე, თვეგამოშვებით, სხვადასხვა ფასში მიჰყიდოს ამ შპს-ს?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თბილისში ერთ-ერთ ინდმეწარმე, არაურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირთან ინახება ჩვენი შპს-ის კუთვნილი საქონლის ნაწილი, რაშიც თანხას არ ვიხდით. გვსურს, რომ ამ ინდმეწარმესთან უსასყიდლო იჯარის ხელშეკრულება გაფორმდეს. ეს თვითონ ინდმეწარმისთვის ხომ არ შექმნის რამე პრობლემას?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სასტუმროში (დღგ-ის გადამხდელი შპს) არსებულ სტუმრებს კეთილგანწყობისთვის ზოგჯერ ვუგზავნით საჩუქრებს (მაგალითად, რაღაცით უკმაყოფილო კლიენტებს): ღვინო, ჩურჩხელა, ნამცხვრები (ადგილზე წარმოებული). რა გადასახადებით უნდა დავბეგროთ აღნიშნული მიწოდება და რა ფასით? დღგ შეძენილ საქონელზე/ნედლეულზე ჩათვლილია.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანიის (შპს-ის) გაუნაწილებელი მოგება და წლის მოგება/ზარალი წლების მიხედვით არის შემდეგი:

2017 წელი - გაუნაწილებელი მოგება 32,582,000 ლარი, წლის მოგება-ზარალი -3,040,000 ლარი;

2018 წელი - გაუნაწილებელი მოგება 27,534,000 ლარი, წლის მოგება-ზარალი -4,551,000 ლარი;

2019 წელი - გაუნაწილებელი მოგება 31,677,000 ლარი, წლის მოგება-ზარალი 5,106,000 ლარი;

2020 წელი - გაუნაწილებელი მოგება 24,954,000 ლარი, წლის მოგება-ზარალი -6,723,000 ლარი;

2021 წელი - გაუნაწილებელი მოგება 19,874,000 ლარი, წლის მოგება-ზარალი -5,080,000 ლარი.

2022 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ გაუნაწილებელი მოგება კვლავ შემცირდება.

1) იმისთვის, რომ მოხდეს დივიდენდის გაცემა 2023 წლის რომელიმე თვეში, უნდა გვქონდეს კრების ოქმი, სადაც განსაზღვრული იქნება გასაცემი დივიდენდის ოდენობა, ხომ?

2) 2023 წლის რომელიმე თვეში დივიდენდის გაცემა უნდა მოხდეს 31.12.2022 წ. დაფიქსირებული გაუნაწილებელი მოგებიდან თუ მიმდინარე პერიოდის გაუნაწილებელი მოგების გამოთვლაც აუცილებელი იქნება? ანუ, რა თანხის გაცემა შეგვეძლება დივიდენდად, ეს რომელი პერიოდის გაუნაწილებელი მოგებიდან შეგვიძლია გამოვთვალოთ?

3) თუკი ხელმძღვანელობა დაადგენს, რომ დივიდენდის გაცემა არ გამოიწვევს კომპანიის გადახდისუუნარობას და დივიდენდის გაცემის დღიდან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში დაფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს შეუფერხებლად ან/და განახორციელებს დაგეგმილ საქმიანობას, მაგრამ ფაქტიურად ეს ასე არ აღმოჩნდა, ამას რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად?

4) რას გულისხმობს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 145-ე მუხლის ("შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის განაწილება") მე-6 ნაწილის ჩანაწერი, კერძოდ, მისი ბოლოსწინა და ბოლო წინადადებები? 

6. დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია იმის ალბათობა, რომ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. ასევე დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას. დაუშვებელია აგრეთვე რეზერვების განაწილება, თუ ეს აკრძალულია კანონით ან წესდებით“.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვცდილობ გონივრული ნაშთი გამოვიყვანო თვეების მიხედვით. `ბ~ და `ე~ პუნქტები მაინტერესებს:

"საკასო ხარჯი -„სალაროდან გასული/გასულად ჩათვლილი თანხა, რომელიც:

ა) გაიცა კრედიტორული დავალიანების დასაფარად;

ბ) გაიცა როგორც ავანსი, ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, როიალტი" - უსაბუთო გაცემები ხელფასად და დივიდენდად რომ მაქვს ნაჩვენები, ეგენიც შედის?

გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ №8 დანართის შესაბამისად, ჩაითვალა ანაზღაურებულად;

დ) გადახდილია დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯისთვის;

ე) დაიბეგრა მოგების ან საშემოსავლო გადასახადით“- უსაბუთო ან არამიზნობრივი ხარჯი რომ დავბეგრეთ, ეგეც გაითვალისწინება საკასო ხარჯში?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე (თანხის ჩამრიცხავი - კომპანია `ა~, საქონლის მიმღები - კლინიკა) კომპანია `ა~-მ ჩაგვირიცხა თანხა დეკემბრის თვეში, საქონელი მივაწოდეთ იმავე თვეში კლინიკას. თებერვლის თვეში დაბრუნდა მიწოდებული საქონლის ნაწილი და მარტის თვეში ისევ სამმხრივი ხელშეკრულებით, დაბრუნებული საქონელი მიეწოდა სხვა კლინიკას. საქონელი არის დღგ‑ით დასაბეგრი. თებერვლის თვეში, საქონლის დაბრუნების გამო, კომპანია `ა~-ს ბალანსზე არსებული ზედმეტობა ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრ ავანსად?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: არარეზიდენტი დამფუძნებლისთვის დივიდენდი რომ დაგვრჩა გადასახდელი, აშშ დოლარში უნდა გადავრიცხოთ დღევანდელი კურსით? თუ, არ ხდება ამის გადაფასება და რაც ლარშია დარჩენილი, ის უნდა გადავუხადოთ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანია პერიოდულობით მარკეტინგულ ხარჯებთან დაკავშირებით ატარებს ე.წ. აქციებს. კერძოდ, კლიენტებს (ფიზიკური პირები) ერიცხებათ შეძენილ საქონელზე ბონუს-ქულები (ერთგულების ქულა) პირობითად 1 ლარი=1 ქულა, ხოლო ამ ქულებით შესაძლებელია განაღდება როგორც ჩვენთან, ასევე სხვა მაღაზიებში შეძენილი საქონლის სახით. არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ჩვენი გასაყიდი საქონლის ღირებულებაა 100 ლარი და კლიენტს, რომელსაც ბარათზე გააჩნია 100 ბონუს-ქულა, შეუძლია ჩვენგან საქონელი წაიღოს ქულების მეშვეობით.

1) ქულების მეშვეობით შეძენილი საქონლის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ჩვენ მიერ საქონელი უსასყიდლოდ არის მიწოდებული?

2) დაიბეგრება როგორც დღგ-ის მიზნებისთვის (თუ მაქვს მიღებული ამ საქონელზე დღგ-ის ჩათვლა), ასევე 1000 ლარამდე მოგების გადასახადით, ხოლო 1000 ლარზე ზევით - საშემოსავლო გადასახადით?

შენიშვნა: ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული ბონუს-ქულები წარმოადგენს ერთგულების ქულას, რათა კლიენტი მოვიზიდოთ. შესაბამისად, არ წარმოადგენს უსასყიდლოდ მიწოდებას.

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვყიდი ორგანულ სასუქს (ნაკელი). ეს დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს ზოგჯერ კონტრაგენტებს (იდენტიფიცირებულ პირებს) აწვდის საქონელს თვითღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით. შემოსავლების სამსახურში ინფორმაცია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაციაზე არ იგზავნება. რეალიზებული საქონელი შეიძლება იყოს როგორც დღგ‑ით დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი. თუ რატომ ვაწვდით დაბალი ღირებულებით, მიზეზი შეიძლება იყოს სატენდერო წინადადება და წინასწარ შეთანხმებული ფასი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი, თუ რატომ არის ფასებში სხვაობა სტანდარტულ ხელშეკრულებებთან შედარებით, გაურკვეველია.

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-მ 2022 წლის დეკემბერში შეიძინა ძირითადი საშუალებები (მანქანა-დანადგარები), როდესაც ის არ იყო დღგ-ის გადამხდელი. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამყიდველის მიერ გამოწერილი იქნა იმავე თვეში. 2023 წლის თებერვალში ეს შპს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. მას ექნება მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რისთვისაც გამოიყენებს შეძენილ ძირითად საშუალებებს.

შეუძლია თუ არა ამ შპს-ს ჩაითვალოს ამ ძირითად საშუალებებზე გადახდილი დღგ 2022 წლის დეკემბერში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.