ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №4(აპრილი), 2023
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აღრიცხვისა და კონსალტინგის მენეჯერი ალექსანდრე ცხვედაძე. 

კითხვა: რეგიონის კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს რეგულარულად უწევს თბილისში სიარული მივლინებით, შესყიდვებისთვის. ამ მივლინების დროს მას ვაძლევთ სამივლინებო დღიურს 10 ლარს. რადგან ეს რეგულარულად ხდება, დირექტორმა გადაწყვიტა ბანკიდან თვის ბოლოს მოხდეს ჩარიცხვა ამ თანამშრომლისთვის, ერთი თვის განმავლობაში რაც დაგროვდება სამივლინებო დღიურები და მიეთითოს `სამივლინებო ხარჯი~. 

ასეთი ფორმით შესრულებული ტრანზაქცია საგადასახადო ორგანოსთვის ხომ არ გამოიწვევს ეჭვს, ხელფასად მიიჩნიონ ეს თანხა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სამშენებლო პროფილის კომპანია აპირებს აიღოს ნებართვა, რომ განახორციელოს სამშენებლო ნარჩენების (მათ შორის ანაფრეზი ასფალტის) განთავსება საკუთარ კუთვნილ ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე კომპანია განათავსებს როგორც საკუთარი სამშენებლო სამუშაოების დროს წარმოქმნილ სამშენებლო ნარჩენებს, ასევე, სხვა კომპანიების მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დროს წარმოქმნილ ნარჩენებს. 

1) გთხოვთ, მოგვწეროთ, რა უნდა განახორციელოს ჩვენმა კომპანიამ იმისათვის, რომ აღნიშნული ნარჩენების გამოყენება შეძლოს შემდგომი გადამუშავებისათვის? ხომ არ დაგვჭირდება რაიმე სახის ნებართვები ამ საკითხთან დაკავშირებით (გარდა ნარჩენების განთავსების ნებართვისა)? 

2) უნდა განვიხილოთ როგორც ზედმეტობა და მოვახდინოთ მისი აყვანა ბალანსზე? დაბეგვრა არ მოგვიწევს, როგორც ეს სსკ 286-ე მუხლშია მითითებული? 

3) სხვა რისკებს თუ ხედავთ ამ საკითხთან დაკავშირებით? გვესაჭიროება თქვენი რეკომენდაციები. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: დამფუძნებელ ფიზიკურ პირს რამდენიმე წელია, საჭიროებისამებრ, შპს-ში (რომელიც `ესტონურ მოდელზეა~) გადმორიცხვის გზით შემოაქვს ფულადი სახსრები აშშ დოლარში. ამ პერიოდის მანძილზე ხანდახან უკანაც ვუბრუნებდით ამ თანხებს, მცირე ნაწილს. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით გაცილებით მეტი აქვს შემოტანილი. გვაქვს შემდეგი კითხვები: 

ა) თუ ამ თანხებს დავარქმევთ დამფუძნებლისგან საბაზრო პროცენტში მიღებულ პროცენტიან სესხს აშშ დოლარში და დღეიდან უკვე მოითხოვს დამფუძნებელი აღნიშნული პროცენტების და ძირი თანხების სრულად დაბრუნებას აშშ დოლარში ან მისი ეკვივალენტით ლარში დაბრუნების დღის კურსით, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა)? 

ბ) თუ ამ თანხებს დავარქმევთ დამფუძნებლისგან უპროცენტოდ (უსასყიდლოდ) მიღებულ სესხს აშშ დოლარში და დღეიდან უკვე მოითხოვს დამფუძნებელი აღნიშნული სესხის ძირი თანხების სრულად დაბრუნებას აშშ დოლარში ან მისი ეკვივალენტით ლარში დაბრუნების დღის კურსით, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა, ანუ ლარში მეტია გასაცემი, ვიდრე მიღებული იყო)? 

გ) თუ ამ თანხებს დავარქმევთ კაპიტალს და შესაბამისად შევადგენთ აქტებს კაპიტალის გაზრდაზე და შემცირებაზე, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას. საკონსულტაციო მომსახურებას გვიწევენ არარეზიდენტი ფიზიკური პირები. მომსახურების გაწევის პერიოდში ჩვენ უზრუნველვყოფთ აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართით. ამასთან, ადგილი არ აქვს მათ დაქირავებით მუშაობას. ხშირ შემთხვევებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებას. 

1) ჩვენი კომპანიის მიერ, არარეზიდენტებისთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებით ჩაითვლება, რომ არარეზიდენტებს საქართველოს ტერიტორიაზე გავუწიეთ მომსახურება და დაიბეგრება ჩვეულებრივი წესით დღგ-ით, და არა უკუდაბეგვრის დღგ-ით? 

2) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებას? 

3) აქვს თუ არა მნიშვნელობა ფართის ქირავნობის ორივე შემთხვევაში, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირები წარმოადგენენ არარეზიდენტი კომპანიის თანამშრომლებს, რომელიც გვიწევს თავისი თანამშრომლებით საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურებას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: წარმოვადგენთ საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირს (კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე სახის შეღავათებით არ ვსარგებლობთ). 2023 წლის თებერვალში მომსახურება გაგვიწიეს ელექტრონულად არარეზიდენტმა კომპანიებმა, კერძოდ: Facebook, LinkedIn და აშშ-ში რეგისტრირებულმა კომპანიებმა. 

Facebook, LinkedIn და სხვა არარეზიდენტთან დაკავშირებით მათი მომსახურება შემოიფარგლა შემდეგნაირად: 

1) Facebook - მოგვემსახურა რეკლამით, რომლისთვისაც მას გადავურიცხეთ პირობითად 1000 ლარი; 

2) LinkedIn-ის შემთხვევაში, მისი მომსახურება წარმოადგენდა ვაკანსიებთან დაკავშირებულს (თანამშრომლები ავიყვანეთ, რომლებიც გვემსახურებიან საქართველოს ტერიტორიაზე). გადავურიცხეთ პირობითად 800 ლარი; 

3) აშშ-ში რეგისტრირებულმა კომპანიამ ჩაატარა ონლაინ-გაკვეთილები, რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი თანამშრომლები თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან, რომელიც მდებარეობს საქართველოში; 

4) ასევე სხვა აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია გვემსახურება ონლაინ, პერიოდულად კომპიუტერების და ელექტრონული აქსესუარების გამართვაში, რაშიც ვურიცხავთ პირობითად ყოველთვიურად 500 ლარს. 

ზემოაღნიშნული მომსახურებები ჩაითვლება თუ არა სსკ 104-ე მუხლის (`საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი~) თანახმად საქართველოში გაწეულ მომსახურებად და დაიბეგრება თუ არა (თუ არ გვათავისუფლებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო შეთანხმება) სსკ 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანიის 100%-იანმა დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა ამავე კომპანიაში შემოიტანა უპროცენტო სესხი 5 წლით. მოვახდინეთ სესხის დისკონტირება და დისკონტის თანხა განვიხილეთ, როგორც დამატებითი შენატანი კაპიტალში. 

თუ არის შესაძლებელი აღნიშნული შენატანის საწესდებო კაპიტალში გადატანა? შესაძლებლობის შემთხვევაში, რა პროცედურებია საჭირო? კომპანია აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის იყენებს ფასს ების სრულ ვერსიას. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საგადასახადოში რეგისტრირებული ფიზიკური პირი ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია ნაგებობები. ნაგებობები გაქირავებულია შპს-ებზე. 

ფიზიკურ პირს სურს გაასხვისოს თავისი მიწა დეველოპერულ კომპანიაზე შემდგომში ბინის მიღების პერსპექტივით (ბარტერული გაცვლა). 

ამ ოპერაციით, რა საგადასახადო ვალდებულება წარმოეშობა ფიზიკურ პირს ბიუჯეტის წინაშე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანია აპირებს დაქირავებული თანამშრომლების ნაცვლად, მომსახურება მიიღოს მცირე მეწარმეებისაგან. 

ამ მცირე მეწარმეების ანაზღაურება იქნება ნაწილობრივ ფიქსირებული, ნაწილობრივ გამომუშავებაზე მიბმული. მაგალითად, ასფალტის ქარხანაზე მომუშავე მცირე მეწარმეების გამომუშავება მიბმული იქნება გამოშვებული ასფალტის მოცულობაზე. 

გთხოვთ, მოგვწეროთ, დაბეგვრის კუთხით, ხომ არ წარმოიქმნება რაიმე რისკები? მაგალითად, თუკი მცირე მეწარმე მრავალჯერ განმეორებით გაგვიწევს ერთი და იმავე ტიპის მომსახურებას? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: რამდენად შესაძლებელია ბუღალტერიის თანამშრომელი გახდეს მცირე მეწარმე და გაუწიოს შპს-ს საბუღალტრო მომსახურება? საქართველოს მთავრობის 415-ე დადგენილებაში კონკრეტულად საბუღალტრო მომსახურებაზე ჩანაწერი ვერ ვნახე, მაგრამ სხვა სახის შეზღუდვასთან ხომ არ გვექნება საქმე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი სამშენებლო კომპანია -შპს. 2022 წლის დეკემბერში საკუთრების უფლებით გავყიდეთ რამდენიმე ფართი, რომლებიც ჯერ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. აღნიშნული ფართების ღირებულების დაახლოებით 80% მიღებული გვაქვს ავანსის სახით და დაბეგრილია შესაბამისად ავანსიდან დღგ-ით. აღნიშნული ფართები იყიდა სხვა შპს-მ და შესაბამისად, რადგან საკუთრების უფლებით მოხდა გაყიდვა, მოგვთხოვა 2022 წლის დეკემბრის თვეზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ფართების ღირებულების სრულ თანხაზე (`ეა~ სერიის ანგარიშ-ფაქტურის). საკუთრების უფლებით გაყიდულ და ჯერ ექსპლუატაციაში არმიღებულ ზემოთ აღნიშნულ ბინებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (`ეა~ სერიის) გამოწერა როდის უნდა მოხდეს და რა თანხაზე? რამდენად სამართლიანია მათი მოთხოვნა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით, კერძოდ გაშენებული გვაქვს მოცვის პლანტაციები. 2022 წელს მივიღეთ მოცვის პირველი მოსავალი (შედარებით მცირე რაოდენობით, რადგან პირველი მოსავალია). მიღებული მოსავალი გავიტანეთ ექსპორტით და გავყიდეთ საზღვარგარეთ. მოსავლის მიღებაზე შევადგინეთ შესაბამისი აქტი, სადაც ჩავწერეთ, თუ რისი მოსავალი მივიღეთ, როდის და რა ოდენობით. 

გვაინტერესებს, ახლა და მომავალშიც, ასეთი აქტი საკმარისია მიღებული მოსავლის აღსარიცხავად? რამე საგადასახადო რისკი ხომ არ არსებობს ასეთი აქტის გამო? რამე დამატებითი დოკუმენტი კიდევ ხომ არ უნდა შევქმნათ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით. იმპორტით ჩამოვიტანეთ დიდი რაოდენობით მარწყვის ნერგები და დავრგეთ რამდენიმე ჰექტარზე. დარგვიდან პირველივე წელს, ნაყოფის მიღების გარეშე, ფაქტობრივად ყველა ნერგი გახმა. შევადგინეთ შესაბამისი აქტი და მარწყვის ნერგები ჩამოვწერეთ ბუღალტრულად. გვაინტერესებს, კიდევ რამე დოკუმენტი ხომ არ უნდა შეგვედგინა და რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.