ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №5(მაისი), 2023
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი რევაზ ბოლქვაძე. 

კითხვა: შპს-ის ბალანსზე გვაქვს შენობა, რომელიც 1999 წელს შეძენილია დღგ-ის გარეშე 336000 ლარად. ამ შენობას 2017-2018 წლებში ჩავუტარეთ მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის დანახარჯებმა შეადგინა დღგ-ის გარეშე 452000 ლარი. გვაინტერესებს, ქონების გადასახადის გამოთვლის მიზნით, 2017-2018 წლებში განხორციელებული რეაბილიტაციის დანახარჯებიდან დათვლილი დასაბეგრი ღირებულებაც 3-ზე უნდა გავამრავლოთ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-მ, რომელიც მოგების გადასახადით დაბეგვრის `ესტონურ მოდელზეა~, ფიზიკური პირისგან იჯარით აიღო ავტომანქანა ხელშეკრულებით, რომელშიც ყოველთვიური გადასახდელი თანხა განსაზღვრულია სიმბოლურ ფასად 10 ლარის ოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ შპს-ის დამფუძნებელი, იგივე დირექტორი და ავტომანქანის მფლობელი ფიზიკური პირი ერთმანეთისთვის მამა-შვილია. 

შპს მიწის ყიდვა-გაყიდვის საქმიანობით არის დაკავებული და ავტომანქანას იყენებს ამ ნაკვეთებთან მისასვლელად. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობის თანახმად, ავტომანქანა დაზღვეულია შპს-ის მიერ და იხდის დაზღვევის თანხას. გვაინტერესებს: 

1) მართალია, ავტომანქანა შპს-ის საკუთრება არ არის, მაგრამ მისი გამოყენება დაკავშირებულია შპს-ის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ამიტომ დაზღვევის თანხის გადახდა ჩვენ მიერ არ განიხილება როგორც დასაბეგრი. სწორია თუ არა ეს მიდგომა? 

2) საწვავს თავად დირექტორი ყიდულობს თავისი საკუთარი ხარჯებით. ეს რაიმე კუთხით პრობლემური საკითხი ხომ არ არის? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: აქციზთან დაკავშირებით გვსურს გკითხოთ: ვაპირებთ ჩინეთიდან ელექტრო ერთჯერადი ჩილიმების იმპორტს. როგორ იანგარიშება საბაჟოზე აქციზის გადასახადი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს დარეგისტრებულია თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და დაკავებულია ნავთობპროდუქტების საბითუმო ვაჭრობით საქართველოს ფარგლებს გარეთ (საქართველოში იმპორტს ან საქართველოდან ექსპორტს არ ახორციელებს). 

უცხოეთში (ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში) რეგისტრირებული კომპანია ამ შპს-ს უწევს აგენტის მომსახურებას, საერთაშორისო ბაზარზე (საქართველოს ფარგლებს გარეთ) ნავთობპროდუქტების ხელსაყრელი მიმწოდებლებისა და მყიდველების მოძიების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უცხოური კომპანიის დახმარებით საქართველოს შპს შეასრულებს წარმატებულ ოპერაციას -ნავთობპროდუქტების ყიდვა-გაყიდვას საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაშინ შპს უხდის უცხოურ კომპანიას საკომისიო გასამრჯელოს მიმწოდებლების/მყიდველების მოძებნაში ხელშეწყობისთვის. 

როგორ დაიბეგრება ეს შპს, რომელიც თიზ-ის საწარმოა, უცხოური კომპანიისთვის გადახდილი საკომისიო ანაზღაურების გამო? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით, კერძოდ გაშენებული გვაქვს მოცვის პლანტაციები. მოცვის ნერგების დარგვისას კვალზე მთელ სიგრძეზე ხდება პოლიპროპილენის ქსოვილის (ე.წ. მულჩი) გადაკვრა. მულჩი ხელს უშლის მოცვის ახალდარგული ნერგის ირგვლივ ბალახის ამოსვლას. აღნიშნული მულჩის ღირებულება საკმაოდ დიდი თანხაა. როგორ უნდა აღვრიცხოთ აღნიშნული მულჩი ფინანსურად და გვეკუთვნის თუ არა მასზე ქონების გადასახადის გადახდა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით, კერძოდ გაშენებული გვაქვს მოცვის პლანტაციები. შევიძინეთ სპეციალური ბზიკები (რამდენიმე ათას ლარად), რომლებიც უნდა „ჩავდგათ“ ამ პლანტაციებში და ისინი ხელს შეუწყობენ დამტვერვას, რამდენიმე თვის შემდეგ კი ისინი დაიღუპებიან. აღნიშნულ ბზიკებზე გამყიდველმა გამოგვიწერა სზ-ც და დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც, დღგ ჩავითვალეთ. როგორ უნდა აღვრიცხოთ აღნიშნული ბზიკები ბუღალტრულად? და მათი დახოცვის შემდეგ მხოლოდ აქტის შედგენა და ჩამოწერა საკმარისი იქნება საგადასახადო კუთხით? კიდევ რამე დამატებითი დოკუმენტები ხომ არ უნდა შეიქმნას და თუ კი, რა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი საქმიანობაა ინგლისურში მომზადება, გვაქვს კურსები. ვართ დღგ-ის გადამხდელი. კურსებიდან ყოველთვიურად გვერიცხება საფასური თვეში გაწეული მომსახურების (მაგალითად, 2960 ლარი) და ასევე ავანსადაც (460 ლარი). აღნიშნულ თანხებში შედის დღგ.

როგორ ავსახო ბუღალტრულად აღნიშნული ოპერაციები მიმდინარე თვეში და მომდევნო თვეში, ავანსის შესრულებაც რომ მოხდება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ის დირექტორი (იგივე დამფუძნებელი, მხოლოდ თვითონ არის წარმოდგენილი შპს ში) 2018 წლიდან საქმიანობს და არ იღებს რამე სახის გასამრჯელოს, ცდილობს დაზოგოს. ეს ხომ არ იქნება სადავო (რისკის მატარებელი) რამე სახით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ამხანაგობა შეიქმნა ორი შპს-ის მიერ (წილობრივი მონაწილეობა: 5% და 95%) სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად. ერთ-ერთ შპს-ს ამხანაგობამ ასესხა თანხა, რომელიც დაუბრუნდა გარკვეული პერიოდის შემდეგ. 

აუცილებელია თუ არა საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, რადგან დამფუძნებელ კომპანიას მოგება ისედაც დაუბეგრავად უნდა გაუნაწილოს ამხანაგობამ? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-მ, რომელიც აღრიცხვას აწარმოებს ფასს-ების სრული ვერსიის მეშვეობით, არარეზიდენტი კომპანიისაგან 3-წლიანი ლიზინგით მიიღო დანადგარი, გამოსყიდვის უფლების გარეშე. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ 3 წლის შემდეგ ამ დანადგარს გადმოგვცემენ უფასოდ. ამასთან, 3-წლიანი ლიზინგის საფასური გადახდილ იქნა ერთიანი თანხით დანადგარის იმპორტირებამდე. დანადგარის განბაჟება განხორციელდა მისი საბაზრო ფასიდან, რომელიც მითითებული იყო მეიჯარის კომერციულ ინვოისში მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის. საბაჟო დღგ გადავიხადეთ ამ თანხიდან. 

როგორ მოხდება არარეზიდენტისათვის გადახდილი საფასურის დაბეგვრა არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით და დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: კომპანიის დაქირავებულმა თანამშრომელმა კომპანიის კუთვნილი დაზღვეული ავტომანქანით მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად დაზარალდა როგორც ამ კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა (ზარალი დაახლოებით 30000 ლარია), ასევე ორი გარეშე ფიზიკური პირის ავტომანქანა, რომლებსაც მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად უნდა გადავუხადოთ შესაბამისად X და Y ლარი. მიზეზთა გამო, სადაზღვევო კომპანია ზარალს არ ანაზღაურებს. 

დაიბეგრება თუ არა ამ გარეშე ფპ-ებისთვის გადასახდელი თანხა მოგების გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს შპს-ის ორი თანამშრომელი თებერვლის თვეში იყო მივლინებაში თურქეთში, სადაც ჩაუტარდათ ტრენინგი. აღნიშნულ ტრენინგთან დაკავშირებით მისმა ჩამტარებელმა თურქეთის კომპანიამ ინვოისი გამოგვიწერა და გამოგვიგზავნა მარტში, ხოლო ტრენინგის ღირებულება გადავრიცხეთ აპრილში. 

დაიბეგრება თუ არა უკუდაბეგვრის დღგ-ით აღნიშნული მომსახურება და თუ კი, რომელ თვეში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს მსს ფასს-ის მიხედვით. გვაინტერესებს, რეციკლირების გადასახადი იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებაში უნდა შევიდეს? ეს გადასახადი ეხება ზოგიერთ საქონელს, მაგალითად, ზეთი, ელექტროსაქონელი და ა.შ. წონის მიხედვით ითვლიან. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თურქეთის რეზიდენტი კომპანიის დავალებით, საქართველოს კომპანიამ (შპს) გაუწია მას შემდეგი სახის ლოჯისტიკური და სამეთვალყურეო მომსახურება: მისგან მივიღეთ საინსტალაციო ინსტრუმენტები დროებითი იმპორტის რეჟიმით თებერვალში, გადავეცით ერთ-ერთ რეზიდენტ კლინიკას, რომელსაც თურქულმა კომპანიამ დაუმონტაჟა დანადგარი ამ ინსტრუმენტების გამოყენებით. უშუალოდ დანადგარის სამონტაჟო სამუშაოებში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. მონტაჟის მერე რეზიდენტმა კლინიკამ დაგვიბრუნა აღნიშნული საინსტალაციო ინსტრუმენტები და ჩვენ ისინი დავაბრუნეთ ექსპორტით თურქეთში აპრილის თვეში. თურქულმა კომპანიამ გადაგვიხადა ამ მომსახურების ღირებულება მაისის თვეში. 

დაიბეგრება მიღებული თანხა დღგ-ით? და თუ კი, რომელ თვეში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ა(ა)იპ ორგანიზაციას ჰყავს წევრი ორგანიზაციები, რომლებსაც საწევრო თანხის ფარგლებში სთავაზობს, გაწევრიანდნენ `მგვ~ ორგანიზაციაში და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად მოახდინონ წევრი ორგანიზაციების სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. სსკ 170-ე მუხლის 1-`კ~ პუნქტით, საწევრო გადასახადი გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. ორგანიზაციას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საქმიანობა ნახსენები არ აქვს თავის წესდებაში. აქედან გამომდინარე, დღგ-ით ბეგრავს მიღებულ საწევრო თანხებს. 

შესაძლებელია თუ არა, რომ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება საქმიანობის შესახებ და ცვლილების შემდგომ, მიღებული საწევრო თანხები აღარ დაიბეგროს დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს კომპანიამ მოკლევადიანი იჯარით (რამდენიმე თვით) გასცა არარეზიდენტის წარმომადგენლობაზე სომხეთში ძირითადი საშუალება (დანადგარი), რომელიც გაიგზავნა ექსპორტით. ინვოისში მითითებული დანადგარის ღირებულება არის მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის. 

1) როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ექსპორტის გატარება და ძირითადი საშუალების გასვლის ასახვა? 

2) როგორ ავსახოთ იჯარის დარიცხვა სომხურ კომპანიაზე? მხოლოდ იჯარის მოთხოვნა უნდა გატარდეს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში, ჩვენს საწარმოს გრძელვადიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლების გარეშე) გადმოსცა სამედიცინო დანადგარი, რომლის იმპორტიც ჩვენ მოვახდინეთ და ვსარგებლობთ. ვის ეკისრება აღნიშნულ დანადგარზე ქონების გადასახადის გადახდა და რა ფორმით? ბუღალტრულ აღრიცხვას ვაწარმოებთ სრული ფასს-ების მიხედვით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.