ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №7(ივლისი), 2023
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდნენ შპს "ააფ ინტეგრითის" დირექტორები გიორგი ცერცვაძე და ნიკოლოზ ედიბერიძე. 

კითხვა: შპს-ის მიერ არარეზიდენტი, არადაქირავებული ფიზიკური პირისთვის ნაჩუქარი თანხა, რომელიც 1000 ლარს აღემატება, როგორ დაიბეგრება? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი კომპანია აქირავებს ავტომანქანებს ფიზიკურ პირებზე. ეს ჩვენი ძირითადი საქმიანობაა. ერთ-ერთ უცხოელ, არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაქირავებული ჩვენი ავტომანქანა დაეჯახა სხვა დაზღვეულ მანქანას და პატრულმა ჩვენი მანქანა დააჯარიმა. საპატრულოს აქტიც გვაქვს და ზიანის შეფასებაც. სადაზღვევომ აუნაზღაურა დაზღვეულს მისი ავტომანქანის ზიანის შეფასებული თანხა და რადგანაც ჩვენი მანქანის ბრალეულობა დადგინდა, ეს თანხა ჩვენ მოგვთხოვა და უნდა ჩავურიცხოთ ამ სადაზღვევო კომპანიას. რამეს ხომ არ დავაშავებთ ამ ოპერაციით? ან დასაბეგრი ხომ არ იქნება რამე? 

ავტომანქანის გაქირავების დროს ხელშეკრულებაში გვეწერა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიკისრებდით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ამერიკაში ვახდენთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტს. ამერიკულმა კომპანიამ პროდუქციის ღირებულება წინასწარ ჩაგვირიცხა ფიზიკური პირის - დირექტორის (რომელიც იმავდროულად ჩვენი შპს-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორია) საბანკო ანგარიშზე. როგორ შეიძლება გადმოვიტანოთ ეს თანხა შპს-ის საბანკო ანგარიშზე ან სალაროში? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) ვმუშაობთ მსს ფასს-ის გამოყენებით. ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნებისთვის უნდა ავსახოთ თუ არა 2022 წლის ამონაგებში წინარე ნასყიდობის უფლებით ან საკუთრების უფლებით გაყიდული ხელშეკრულებები მშენებარე ობიექტებზე, ე.წ. `პროცენტული შესრულების~ მეთოდით, როგორც მოცემულია მსს ფასს-ის 23-ე განყოფილების სასწავლო მოდულში? თუ არა, მაშინ რა უნდა აისახოს ამონაგებში ამ სიტუაციაში? 

2) 2021 წლამდე მშენებარე ფართის საკუთრების უფლებით გაყიდვა სრულად იბეგრებოდა დღგ-ით. შესაბამისად, 2020 წელში, როცა რამდენიმე ფართი გავყიდეთ საკუთრების უფლებით, საბუღალტრო ფაილში გავატარეთ ჩვეულებრივ: 

დ-ტი 1410 კ-ტი 6110 118 ლარი; 

დ-ტი 6110 კ-ტი 3330/2 18 ლარი; 

დ-ტი 3120 კ-ტი 1410 X-თანხის რა ნაწილიც ჰქონდა ავანსად გადახდილი. 
2021 წლიდან, მშენებარე ფართის (ექსპლუატაციაში ჯერ არმიღებულის) საკუთრების უფლებით გაყიდვა ისევ ზემოთ მოყვანილი გატარებებით გავატაროთ საბუღალტრო ფაილში თუ რამე სხვა ტექნიკას მივმართოთ, მაგალითად - რამე ახალი ბუღალტრული ანგარიშების შემოღებით? თუ საერთოდ არ გავატაროთ არაფერი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვართ ესტონურ მოდელზე მყოფი მე-3 კატეგორიის შპს. ვსარგებლობთ მსს ფასს-ით. ვაშენებთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ანუ მშენებარეა დღესაც და არც ექსპლუატაციაშია მიღებული. 

2022 წლის რომელიღაც თვეში ბინა გავყიდეთ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლებით, ვთქვათ 40000 აშშ დოლარად. დღგ არ გადაგვიხდია, რადგან ჯერ კიდევ მშენებარეა კორპუსი. შემდეგ ამ ფიზიკურმა პირმა გადმოგვირიცხა 30000 აშშ დოლარი. დღგ გადავიხადეთ გადმორიცხვის დღეს არსებული კურსით დათვლილი თანხიდან ეროვნულ ვალუტაში. სავარაუდოდ ბინა ისე ჩაბარდება და შევა ექსპლუატაციაში, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირს ექნება იმ მომენტში ჩვენი ვალი 10000 აშშ დოლარი. 

1) როცა გადმოგვირიცხა ფიზიკურმა პირმა 30000 აშშ დოლარი, ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის დათვლისას რომელი დღის კურსი უნდა აგვეღო? 

2) როცა შევა ექსპლუატაციაში და დასრულდება მშენებლობა, რომელი თარიღის კურსებით და როგორ დავითვალოთ ამ კონკრეტულ ბინის გაყიდვაზე ბიუჯეტში გადასახდელი დღგ?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ქარხანაში, ერთ თვეში შეძენილი მედიკამენტები 107 ლარის ღირებულებით (ინახება ლაბორატორიის ოთახში), რომლის უმრავლესობა პირველადი დახმარების არ არის, ხომ არ უნდა დაიბეგროს? ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, პირდაპირ ხარჯში მიმქონდა. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: რაიონში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქი (შპს), რომელიც მხოლოდ მედიკამენტებით ვაჭრობს, ყიდის მის საკუთრებაში მყოფ შენობას, რომელშიც ეს აფთიაქი ფუნქციონირებს, დირექტორზე (ან მასთან დაახლოებულ ფიზიკურ პირზე). 

გაყიდვა იგეგმება დაახლოებით 90000 ლარად. როგორ დაიბეგრება ეს გაყიდვა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს საწარმოს მიერ თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია თუ არა დღგ-ისგან და რის საფუძველზე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ბიზნესი გაფორმებულია ქმარზე (მცირე ბიზნესის სტატუსი, დღგ-ის გადამხდელი). 

იგივე ბიზნესი რომ გადავიტანოთ ცოლზე (მცირე მეწარმედ დავარეგისტრირებ მხოლოდ), რამდენად სარისკოა (ვგულისხმობ ცრუმაგიერობას)? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: არარეზიდენტი კომპანიისგან იჯარით მიღებული სამედიცინო დანადგარი უნდა დაიბეგროს თუ არა დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 1) ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებული ექსპორტის შემთხვევაში, უცხოელი მყიდველის წარმომადგენელს საქონლის ღირებულების გადახდა შეუძლია აშშ დოლარის შეტანით კომპანიის სალაროში ან ჩვენს საბანკო ანგარიშზე. გთხოვთ გვაცნობოთ, ქართული კომერციული ბანკები ვალდებული არიან თუ არა უცხოელი მყიდველის წარმომადგენლის მიერ ანგარიშსწორებისთვის მიტანილი აშშ დოლარი მიიღონ ჩვენი კომპანიის საბანკო ანგარიშზე გასატარებლად? 

2) უცხოელი მყიდველის მხრიდან რომელი დოკუმენტების წარდგენა იქნება საჭირო ბანკში მითითებული საბანკო ოპერაციის შესასრულებლად? 

3) დასაშვებია თუ არა ნაღდი ანგარიშსწორება აშშ დოლარში, არარეზიდენტმა დებიტორმა დავალიანების თანხა სალაროში რომ შემოგვიტანოს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.