ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №8(აგვისტო), 2023
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდნენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს დირექტორები გიორგი ცერცვაძე და ფრიდონ ალშიბაია. 

კითხვა: კომპანიას (შპს, რომელიც დაბეგვრის `ესტონურ მოდელზეა~), ხომ შეუძლია შეიძინოს ობლიგაციები? რამე დაბეგვრას ხომ არ წარმოშობს ეს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები თუ იბეგრება დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენს საწარმოო ხაზებს ვამატებთ დამატებით შესაძლებლობებს და დანადგარებს. 

ვალდებულება მიმწოდებლის წინაშე ვაღიარეთ, გადავიხადეთ და დავაკაპიტალიზირეთ ძირითად საშუალებად. ამ ოპერაციის სრულ ღირებულებას გვინაზღაურებს სხვა არარეზიდენტი კომპანია და გვირიცხავს იმ თანხას, რაც ჩვენ გადავუხადეთ მიმწოდებელს. სრული ფასს-ების მიხედვით, არარეზიდენტი კომპანიისაგან ჩარიცხული ეს თანხა ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნებისათვის სხვა საოპერაციო შემოსავლად უნდა ვაღიაროთ, თუ რად? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: მოგების გადასახადის დეკლარაციის ახალ პუნქტებზე მინდა გკითხოთ: დამფუძნებლის სესხი, რომელიც 3170 ანგარიშზე არის ასახული და შეადგენს მილიონ სამასი ათას ლარზე მეტს, ესეც ხომ შპს-ის სესხია დამფუძნებლის მიმართ? ესეც უნდა ავსახო და + ბანკის სესხი? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შპს-ის მიერ, რომელიც დღგ-ის გადამხდელია, თანამშრომლისთვის 2000-ლარიანი მობილური ტელეფონის შეძენის შემთხვევაში, შემიძლია არ დავბეგრო და დღგ ჩავითვალო? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: სამედიცინო კლინიკას, რომელიც ჩვენი შვილობილი კომპანიაა, ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოვუტანეთ და დავუინსტალირეთ სამედიცინო დანადგარი 2023 წლის აპრილის თვეში. ხელშეკრულების პირობაში შედიოდა ინსტალაცია, ექსპლუატაციაში გაშვება, ასევე პერსონალის სწავლება, თუ ეს აუცილებელი იქნებოდა საქონლის ტექნიკური და ფუნქციური მოთხოვნებიდან გამომდინარე. საგარანტიო ვადა არის 1 წელი. 

ივლისში ბრიტანეთიდან ჩვენი მოწვევით ჩამოვიდა აპლიკანტი, რომელმაც ამ კლინიკაში ჩაატარა ტრენინგი გაყიდულ დანადგართან დაკავშირებით. თანხა გადავურიცხეთ ბრიტანულ კომპანიას, გადარიცხული თანხა დავბეგრეთ უკუდაბეგვრის დღგ-ით. 

კლინიკისთვის გაწეული მომსახურება გარანტიის ფარგლებშია და არაანაზღაურებადია, მხოლოდ დაიწერა ტექნიკური მომსახურების ფორმა და ღირებულება - ბრიტანულ კომპანიაზე გადარიცხული თანხის ეკვივალენტი ლარში იმის მითითებით, რომ არაანაზღაურებადია. 

უნდა დავბეგროთ თუ არა კლინიკისთვის მიწოდებული მომსახურება დღგ-ით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ქართულმა კომპანიამ (A) გააფორმა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მეორე ქართულ კომპანიასთან (B) პარკინგის შეძენაზე. გარიგების მთლიანი ფასია 10000 ლარი, საიდანაც A-მ 2000 ლარი გადაიხადა ავანსად. ამ თანხაზე B-მ გამოწერა და წარუდგინა მას ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ორი თვის შემდეგ A-მ გადაწყვიტა გაყიდოს ამ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით მინიჭებული პარკინგის შესყიდვის უფლება კომპანია C-ზე, რისთვისაც კომპანია C-მ კომპანია A-ს უნდა გადაუხადოს 2500 ლარი. დარჩენილ 8000 ლარსაც კომპანია C გადაუხდის კომპანია B-ს და საბოლოოდ იგი შეიძენს და გაიფორმებს კიდეც აღნიშნულ პარკინგს. სამივე კომპანია დღგ-ის გადამხდელია. 

რა ტიპის ხელშეკრულებებით უნდა დარეგულირდეს აღნიშნული ოპერაციები? უნდა დაბეგროს თუ არა კომპანია A-მ მიღებული 2500-ლარიანი კომპენსაცია დღგ-ით? მთლიანად თუ ნაწილობრივ? როგორ უნდა მოიქცეს კომპანია B, რომელსაც 2000-ლარიანი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი აქვს A კომპანიაზე და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა მოუწევს C კომპანიაზე? როგორ დააწყვილოს ეს ფაქტურები, რომ ზედმეტად არ დაიბეგროს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2021 წელს შპს-მ შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებისგან თავისუფალი), რომელზეც აპირებდა ოფისის მშენებლობას. 

ამავე 2021 წელს მომზადდა სამშენებლო დოკუმენტაცია ("გაპი", პროექტი, ნებართვა) 1-წლიანი მშენებლობის ნებართვით. სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებისათვის გაწეული დანახარჯები 2021 წელს ვაღიარეთ არამატერიალურ აქტივად. 

როგორც მოგეხსენებათ მშენებლობის ნებართვა გაიცემა განსაზღვრული ვადით და ჩვენს შემთხვევაში იყო 1-წლიანი, ანუ 2022 წელში მშენებლობის ნებართვას ვადა გაუვიდა. დღეის მდგომარეობით, კომპანიის ხელმძღვანელობა აღარ აპირებს ოფისის აშენებას. 

შპს მუშაობს მსს ფასს-ის მიხედვით. სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, რამდენად სწორია ასეთი სახის სამშენებლო დოკუმენტაციის არამატერიალურ აქტივად აღიარება? და თუ არამატერიალურ აქტივად უნდა აღიარებულიყო, უნდა აღიარდეს თუ არა ხარჯად სრულად 2022 საანგარიშო წელში, თუ ხარჯად აღიარება უნდა მოხდეს 2021-2022 წლებში ამორტიზაციის დარიცხვის გზით? 

ასევე გვაინტერესებს, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით, სწორია თუ არა ზემოაღნიშნული დანახარჯების არამატერიალურ აქტივებზე მიკუთვნება, თუ დაუმთავრებელი მშენებლობის ხარჯად უნდა გვეღიარებინა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: არმიღებული დებიტორული დავალიანების (რომელიც დღგ-ით დაიბეგრა თავის დროზე) უიმედო ვალად აღიარების ან პატიების შემთხვევაში, შეგვიძლია თუ არა დავიბრუნოთ გადახდილი დღგ რაიმე გზით?

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი 3-სართულიან შენობაში საკუთრებაში ფლობს მე-3 სართულს. შესაბამისად, მასვე ეკუთვნის იმ მიწის მესამედიც, რომელზეც ეს შენობაა დამაგრებული. 

ამ პირობებში, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ფიზიკურმა პირმა მიწის ნაკვეთის თავისი კუთვნილი მესამედი გასცეს აღნაგობის უფლებით? ზოგადად, კანონისმიერია თუ არა იმგვარი მიწის აღნაგობის უფლებით გაცემა, რომელზეც დგას უკვე შენობა-ნაგებობა? იგეგმება, რომ ეს შენობა უნდა დაინგრეს, მასზე აღნაგობის უფლების მიმღებმა უნდა ააშენოს ახალი შენობა და აღნაგობის ვადის ბოლოს ამ შენობის შესაბამისი წილი დარჩება (გადაეცემა) ზემოხსენებულ მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.