ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხვა-პასუხი - №9(სექტემბერი), 2023
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ ინტეგრითი"-ს აუდიტორები, შპს "ააფ მენეჯმენტის" მენეჯერები, შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტები. მომზადებული პასუხების განხილვა მათ გამოქვეყნებამდე ხდება "კითხვა-პასუხის" საბჭოს მიერ. 

შეკითხვები მოგვაწოდეთ წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით. შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: info@aaf.ge ან ტელ.: 239 33 50.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობდა შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს დირექტორის მოადგილე ლევან ასანიძე. 

კითხვა: ჩვენ შპს-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი, ორივე იურიდიული პირია. მათგან ერთი არის ქართული კომპანია (დაბეგვრის "ესტონურ მოდელზე" მყოფი), ხოლო მეორე - ნიდერლანდების რეზიდენტი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ სხვა ქვეყნის შვილობილი საწარმოა. გვაინტერესებს დივიდენდის გაცემის დაბეგვრის საკითხი.
 
როგორც ვიცით, ქართულ კომპანიაზე (შპს-ზე) გაცემული დივიდენდი არ დაიბეგრება, ხოლო ნიდერლანდების რეზიდენტ კომპანიაზე -10%-ით? აქ საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით ორმაგი დაბეგვრისაგან გათავისუფლების რეჟიმი იმოქმედებს? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: თანამშრომელმა ბათუმში მივლინებაში გასამგზავრებლად აიღო მატარებლის პირველი კლასის ბილეთი. უნდა დაიბეგროს ფასის სხვაობა საშემოსავლო გადასახადით? პირველი კლასის ბილეთი ეკონომკლასზე თითქმის ორჯერ მეტი ღირს. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: 2022 წლის ივლისში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს G-მ შპს H-ზე გაყიდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის საზღაურად მიიღო X აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. აღნიშნული თანხა მოიცავდა როგორც ფულად ნაწილს (Y აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში), ასევე ბარტერის სახით გადმოცემულ დასრულებულ უძრავ ქონებებს (სხვა მიწის ნაკვეთზე აშენებული ორი საცხოვრებელი ფართი საკადასტრო კოდებით ------) და გაყიდულ ტერიტორიაზე ასაშენებელ კორპუსში სამომავლო ფართებზე მოთხოვნის უფლებას. 

აღნიშნული ქონებების შპს G-სთვის საკუთრებაში გადმოცემა განხორციელდა ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე 2022 წლის ივნისში გაფორმებული დამატებითი შეთანხმების საფუძველზე. 

აღნიშნული შეთანხმების მიხედვით გადმოსაცემი უძრავი ქონებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა Z აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. აღნიშნული ფართების გადმოცემის შემდეგ შპს H-მა წარუდგინა შპს G-ს შესაბამისი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა განხორციელებულ მიწოდებაზე. 

2022 წლის აგვისტოს და ოქტომბრის გადაწყვეტილებების შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონებები საკუთრებაში გადაეცათ შპს G-ს ორ დამფუძნებელს და საწესდებო კაპიტალის 14-14 პროცენტის მფლობელებს მათ მიერ მისაღები წილების შესაბამისად შუალედური დივიდენდის სახით, N აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ლარებში თითოეულზე. 

აღნიშნული უძრავი ქონებების დივიდენდის სახით გაცემისას განხორციელდა მისაღები წილების შესაბამისად განსაზღვრული თანხების შესაბამისი მოგების გადასახადის 15% და დივიდენდის გადასახადის 5%-ის გადახდა ბიუჯეტში. დივიდენდების მიღების შემდეგ, ამ პარტნიორებმა გაასხვისეს თავიანთი წილები სხვა პირებზე. 

გთხოვთ გვაცნობოთ: 1) რამდენად აკმაყოფილებს ჩვენ მიერ აღნიშნული ტრანზაქციები საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; 2) საჭირო იყო თუ არა შუალედური დივიდენდის სახით უძრავი ქონებების გადაცემისას აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ხელშეკრულების ფარგლებში, არარეზიდენტი კომპანია, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში, ჩვენს შპს-ს უწევს ონლაინ მომსახურებას, რომლითაც ის ონლაინ რეჟიმში აკონტროლებს ჩვენ მიერ მისგან მიღებული სამედიცინო დანადგარის გამართულ მუშაობას. 

ონლაინ მომსახურების ღირებულება უნდა გადავიხადოთ ყოველთვიურად, წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე. 

აღნიშნული დასაბეგრი იქნება როგორც უკუდაბეგვრის დღგ-ით, ასევე არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: იმპორტის რეჟიმით დაუბეგრავი საქონლის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება დღგ-ით იბეგრება თუ არა, ეს სასაქონლო კოდზეა დამოკიდებული? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ვართ ესტონურ მოდელზე მყოფი დღგ-ის გადამხდელი შპს. ინდივიდუალური მეწარმისგან, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი და რომელსაც გააჩნია მეფრინველეობის ფერმა საქართველოში, სასაქონლო ზედნადებით ვყიდულობთ ქათმის და მწყერის კვერცხებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დავიბეგრებით თუ არა დღგ-ით აღნიშნულ რეალიზაციაზე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: ჩვენი საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ქ. თბილისში, ერთ-ერთ ბიზნეს-ცენტრში საოფისე ფართების იჯარით გაცემა. წლების განმავლობაში ვიყავით მე-4 კატეგორიის საწარმო, ხოლო წლეულს პირველად გადავედით მე-3 კატეგორიაში და დავიწყეთ აღრიცხვაში მსს ფასს-ის გამოყენება. 

ვალდებული ვართ თუ არა, საინვესტიციო ქონება ავსახოთ საბაზრო ღირებულებით? ძირითადი საშუალებების აღრიცხვას ვაწარმოებთ თვითღირებულების მოდელით. 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, არარეზიდენტ დამფუძნებელ ფიზიკურ პირს დივიდენდი ჩავურიცხოთ აშშ დოლარში, ქართულ საბანკო ანგარიშზე? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.  

კითხვა: საპენსიო სადაზღვევო შენატანების გადამოწმებისას, გაირკვა, რომ ერთი ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ასაკის გამო საპენსიო სქემიდან ამორთული გვეგონა, სინამდვილეში ამორთული არ ყოფილა. საპენსიო სააგენტო გვთხოვს 2019-2023 წლის საპენსიო დეკლარაციების დაზუსტებას, თუმცა თავად თანამშრომელს ეს არ სურს. ასეთ სიტუაციაში, ვალდებული ვართ დავაზუსტოთ გასული პერიოდის საპენსიო დეკლარაციები? 

პასუხი იხილეთ „ააფ-ინფო კონსულტანტში“. ტელ.: 579-29-31-31.