ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #112
#12(120), 2009
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #111:

შატილიდან მუცომდე არანაკლებ 9 კმ-ია. შატილიდან არანაკლებ 1 და არაუმეტეს 3 კილომეტრში არის წყარო. ასევე შატილიდან არანაკლებ 5 და არაუმეტეს 7 კილომეტრში არის ქოხი. ზუსტად ქოხსა და წყაროს შუაში ხე დგას. ცნობილია, რომ მუცოდან ამ ხემდე მანძილი 4 კმ-ზე მეტი არაა. შატილიდან რა მანძილზე დგას ეს ხე?

ამოცანის პასუხი:

რადგან ხე დგას ზუსტად ქოხსა და წყაროს შუაში და ამასთან, წყაროს მაქსიმალური დაშორება შატილიდან 3 კმ-ია, ხოლო ქოხის მაქსიმალური დაშორება შატილიდან - 7 კმ, გამოდის, რომ ხე შატილიდან შეიძლება დაშორებული იყოს მაქსიმუმ 5 კმ-ით. ამავდროულად, ხე ვერ იქნება დაშორებული 5 კმ-ზე ნაკლები მანძილით შატილიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ხიდან მუცომდე მანძილი იქნებოდა 4 კილომეტრზე მეტი. ამგვარად, გამოდის, რომ ხე შატილიდან ზუსტად 5 კმ-ში დგას.  

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფ"-ის პრიზი დაიმსახურა ჯაბა ელიზბარაშვილმა. 

მორიგი ამოცანა #112:

პარტიაში არის 19 წევრი. ამ წევრებიდან ზოგი არის მატყუარა, ზოგი მართალი (მატყუარები სულ იტყუებიან, მართლები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ). ერთ-ერთი ყრილობის დროს პარტიის ყველა წევრი შემოუსხდა მრგვალ მაგიდას და თითოეულმა განაცხადა, რომ მისი ორივე მეზობელი მატყუარაა. ამას მოყვა სკანდალი, რომლის შემდეგაც წევრების ნაწილმა დატოვა ყრილობა, დანარჩენები თავიანთ ადგილას დარჩნენ. ყველა მაგიდასთან დარჩენილმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ მისი ორივე მეზობელი მართალია.  ასევე, უკანასკნელმა წევრმა, რომელიც დატოვა მაგიდა, განაცხადა, რომ მაგიდასთან არ დარჩენილა არც ერთი მატყუარა მისი წასვლის შემდეგ. წევრებმა, რომლებმაც დატოვეს თავდაპირველი ყრილობა, ჩამოაყალიბეს ახალი პარტია და ჩაატარეს ყრილობა. ისინიც შემოუსხდნენ მრგვალ მაგიდას და თითოეულმა წევრმა გნაცხადა, რომ მისი ორი მეზობლიდან ზუსტად ერთი არის მართალი.
რამდენი წევრი დარჩა პირველ მრგვალ მაგიდასთან განხეთქილების შემდეგ?
  
პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ-მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:  
1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";
2) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო";   
3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი".  
გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (95)-590-275 (მობ.). გისურვებთ წარმატებებს!

ფრიდონ ალშიბაია