ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #237 - #6(246), 2020
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #236

ტომ სოიერმა უნდა შეღებოს ფიცრებისგან აშენებული გრძელი მესერი შემდეგნაირად: ნებისმიერი ორი ფიცარი, რომელთა შორის არის ზუსტად 2, ზუსტად 3 ან ზუსტად 5 ფიცარი, შეღებილი უნდა იყოს სხვადასხვა ფერით. რა მინიმალური რაოდენობის სხვადასხვა ფერის საღებავი დასჭირდება ტომ სოიერს ამ სამუშაოს შესასრულებლად? პასუხი დაასაბუთეთ. 

ამოცანის ამოხსნა

შევნიშნოთ, რომ ორი სხვადასხვა ფერის საღებავი არ არის საკმარისი. დავუშვათ, ტომ სოიერს აქვს ორი ფერის საღებავი: წითელი და ყვითელი. ვთქვათ, პირველი ფიცარი შეღება წითელი ფერით, მაშინ ის იძულებულია მე-4, მე-5 და მე-7 ნომერი ფიცრები შეღებოს ყვითელი ფერით. ამ შემთხვევაში, წითელი ფერით შეღებილ ორ ფიცარს შორის (მე-4 და მე-7) იქნება ზუსტად ორი ფიცარი, რაც ეწინააღმდეგება ამოცანის პირობას. 

ახლა ვაჩვენოთ, რომ ამოცანის პირობის დაკმაყოფილება სამი სხვადასხვა ფერის საღებავით შესაძლებელია. დავუშვათ, ტომს აქვს სამი ფერის საღებავი: წითელი, ყვითელი და მწვანე. თუ პირველ სამ ფიცარს შეღებავს წითელი ფერით, მომდევნო სამს – ყვითელი ფერით, მომდევნო სამს _ მწვანე ფერით, მომდევნო სამს ისევ წითელი ფერით და ასე გააგრძელებს, ამოცანის პირობა შესრულდება. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა #237  

ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდევრობით ზის 1000 ყვავი. ზუსტად ყოველი წუთის ბოლოს, ელექტროგადამცემ ხაზზე დარჩენილი ყვავებიდან ყოველი მესამე (მე-3, მე- 6, მე-9 და ა.შ.) მიფრინავს. რამდენი წუთი გაივლის იმ მომენტამდე, როდესაც ყვავები შეწყვეტენ აფრენას? 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში"; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. გისურვებთ წარმატებებს!