ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №238 - №7(247), 2020
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.
 
რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #237

ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდევრობით ზის 1000 ყვავი. ზუსტად ყოველი წუთის ბოლოს, ელექტროგადამცემ ხაზზე დარჩენილი ყვავებიდან ყოველი მესამე (მე-3, მე-6, მე-9 და ა.შ.) მიფრინავს. რამდენი წუთი გაივლის იმ მომენტამდე, როდესაც ყვავები შეწყვეტენ აფრენას? 

ამოცანის ამოხსნა

შევნიშნოთ, რომ ყოველი წუთის ბოლოს აფრენილი ყვავების რაოდენობა არის ამ წუთის დასაწყისში არსებული ყვავების მესამედის მთელი ნაწილი (X რიცხვის მთელი ნაწილი არის უდიდესი მთელი რიცხვი, რომელიც X-ზე ნაკლებია). ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, რომ 16 წუთის შემდეგ დარჩება ორი ყვავი – არცერთი მათგანი არ აფრინდება მე-17 წუთის ბოლოს. ე.ი. იმ მომენტამდე, როდესაც ყვავები შეწყვეტენ აფრენას, გაივლის 16 წუთი.
     

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა #238  

ხვიჩას ოჯახს აქვს უცნაური ტრადიცია: ისინი ითვლიან ოჯახის ასაკს, რომელიც არის დედის, მამის და შვილების (მათ შორის, ხვიჩას) ასაკების (სრული წელი) ჯამი. ყოველი წლის 31 დეკემბერს ისინი ზეიმობენ მათი ოჯახის დაბადების დღეს. იმ წელს, როდესაც დაიბადა უმცროსი შვილი ხვიჩა, ოჯახის ასაკი იყო 101 წელი. რამდენიმე წელიწადში ოჯახმა იზეიმა 150 წლის იუბილე. რამდენი დედმამიშვილი ჰყავს ხვიჩას, თუ ამ ხნის განმავლობაში ოჯახის წევრთა რაოდენობა არ შეცვლილა? 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი _ შპს `ააფ მენეჯმენტის~ მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი `ზაზი მეტროში~; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული `როცა ღმერთები იცინიან~; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული `ზაფხულის შუადღის სიზმარი~; 

4) რეიმონ კენოს რომანი `ქალი არ უნდა გაანებივრო~. 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს!