ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #239 - #8(248), 2020
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.
 
რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №238

ხვიჩას ოჯახს აქვს უცნაური ტრადიცია: ისინი ითვლიან ოჯახის ასაკს, რომელიც არის დედის, მამის და შვილების (მათ შორის, ხვიჩას) ასაკების (სრული წელი) ჯამი. ყოველი წლის 31 დეკემბერს ისინი ზეიმობენ მათი ოჯახის დაბადების დღეს. იმ წელს, როდესაც დაიბადა უმცროსი შვილი ხვიჩა, ოჯახის ასაკი იყო 101 წელი. რამდენიმე წელიწადში ოჯახმა იზეიმა 150 წლის იუბილე. რამდენი დედმამიშვილი ჰყავს ხვიჩას? 

ამოცანის ამოხსნა  

დავუშვათ, ოჯახის ასაკის 101 წლის იუბილის აღნიშვნიდან 150 წლის იუბილის აღნიშვნამდე გავიდა n წელიწადი. რადგან ამოცანის პირობაში საუბარია რამოდენიმე წელიწადზე, ცხადია n>1. ოჯახის წევრების რაოდენობა აღვნიშნოთ m-ით (ცხადია, m>1). გვექნება ტოლობა: mn=49. 49 შეიძლება დაიშალოს მამრავლებად შემდეგნაირად: 49=49×1=7×7=1×49. აქედან გამომდინარე, m=n=7. შესაბამისად, თუკი ოჯახის წევრების რაოდენობა არის 7, გამოდის, რომ ხვიჩას ჰყავს 4 დედმამიშვილი. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი დაიმსახურა ნინო ხოსიაშვილმა. 

მორიგი ამოცანა №239

გოჩას სძინავს მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც საათის დიდი და პატარა ისარი ერთმანეთთან ქმნიან კუთხეს, რომელიც არ აღემატება 60°-ს. დღე-ღამეში რამდენი საათი ძინავს გოჩას? პასუხი დაასაბუთეთ. 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში"; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. გისურვებთ წარმატებებს!