ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №240 - №9(249), 2020
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №239 

გოჩას სძინავს მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც საათის დიდი და პატარა ისარი ერთმანეთთან ქმნიან კუთხეს, რომელიც არ აღემატება 60°-ს. დღე-ღამეში რამდენი საათი ძინავს გოჩას? პასუხი დაასაბუთეთ. 

ამოცანის ამოხსნა 

შევნიშნოთ, რომ საათის დიდი და პატარა ისრები დღე ღამეში რამდენიმეჯერ ხვდებიან ერთმანეთს (მკაცრად თუ ვიტყვით, ისინი ზუსტად 22-ჯერ ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამას ამ კონკრეტული ამოცანის ამოხსნისთვის მნიშვნელობა არ აქვს). დავყოთ შეხვედრის ადგილები და განვიხილოთ ყოველი მონაკვეთი (შეხვედრიდან ახალ შეხვედრამდე). რადგანაც საათის ისრები მოძრაობენ თანაბრად, ყოველ ასეთ მონაკვეთზე მათ შორის კუთხე თანაბარი სიჩქარით იზრდება ჯერ 0°-იდან 180°-მდე, ხოლო შემდეგ, ისევ თანაბარი სიჩქარით მცირდება 180°-იდან 0°-მდე. გამოდის, რომ 0-დან 60°-მდე ისრებს შორის კუთხე არის ზუსტად მესამედი დრო, ყოველ ასეთ მონაკვეთზე და შესაბამისად – დღე-ღამეშიც. მაშასადამე, გოჩას ძინავს დღე-ღამეში 8 საათი. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა №240 

მდინარის პირას იზრდება პალმა და ბაობაბი. გასაბერ ნიანგს პალმიდან ბაობაბამდე მისაღწევად სჭირდება 25 წუთი. ცოცხალ ნიანგს იგივე დრო სჭირდება ბაობაბიდან პალმამდე მოსახვედრად. რა დრო დასჭირდება ცოცხალ ნიანგს პალმიდან ბაობაბამდე? 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი _ შპს `ააფ მენეჯმენტის~ მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი `ზაზი მეტროში~; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული `როცა ღმერთები იცინიან~; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული `ზაფხულის შუადღის სიზმარი~; 

4) რეიმონ კენოს რომანი `ქალი არ უნდა გაანებივრო~. 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს!