ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №241 - №10(250), 2020
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.
 
რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #240

მდინარის პირას იზრდება პალმა და ბაობაბი. გასაბერ ნიანგს პალმიდან ბაობაბამდე მისაღწევად სჭირდება 25 წუთი. ცოცხალ ნიანგს იგივე დრო სჭირდება ბაობაბიდან პალმამდე მოსახვედრად. რა დრო დასჭირდება ცოცხალ ნიანგს პალმიდან ბაობაბამდე?
 
ამოცანის ამოხსნა 

დავუშვათ, პალმიდან ბაობაბამდე მანძილი არის შ მეტრი. მდინარის სიჩქარე იქნება S/25 მ/წთ. დავუშვათ, ცოცხალი ნიანგის სიჩქარე არის V მ/წთ. რადგან ცოცხალი ნიანგი S მანძილს ფარავს 25 წუთში მდინარის დინების საწინააღმდეგოდ, S=25(V-S/25), საიდანაც V=2S/25. როდესაც ცოცხალი ნიანგი მიცურავს პალმიდან ბაობაბამდე (მდინარის დინების მიმართულებით), მისი სიჩქარე იქნება 2S/25+S/25=3S/25, ხოლო საჭირო დრო: S/(3S/25)=25/3 წთ, ანუ 8 წუთი და 20 წამი.
 
ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა #241  

ხვიჩამ სამი ჯოხისგან შეადგინა სამკუთხედი. შემდეგ თითოეულს ამ ჯოხებიდან ჩამოაჭრა ერთი ნაწილი და ამ ჩამოჭრილი ნაწილებისგანაც შეადგინა სამკუთხედი. ყოველთვის შეძლებს თუ არა ხვიჩა, ჩამოჭრის შემდეგ დარჩენილი ჯოხებისგანაც (რომელთაც ნაწილები ჩამოეჭრათ) შეადგინოს სამკუთხედი? პასუხი დაასაბუთეთ. 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი _ შპს `ააფ მენეჯმენტის~ მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში"; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს!