ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №242 - №11(251), 2020
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #241

ხვიჩამ სამი ჯოხისგან შეადგინა სამკუთხედი. შემდეგ თითოეულს ამ ჯოხებიდან ჩამოაჭრა ერთი ნაწილი და ამ ჩამოჭრილი ნაწილებისგანაც შეადგინა სამკუთხედი. ყოველთვის შეძლებს თუ არა ხვიჩა, ჩამოჭრის შემდეგ დარჩენილი ჯოხებისგანაც (რომელთაც ნაწილები ჩამოეჭრათ) შეადგინოს სამკუთხედი? პასუხი დაასაბუთეთ. 

ამოცანის ამოხსნა

ყოველთვის ვერ შეძლებს. მოვიყვანოთ კონტრმაგალითი. პირველ რიგში, გავიხსენოთ სამკუთხედის უტოლობის წესი (ყოველი ორი გვერდის სიგრძეთა ჯამი მეტია მესამის სიგრძეზე). დავუშვათ, გვაქვს სამკუთხედი გვერდებით – 10, 10 და 7 ერთეული. რომელსაც ხვიჩამ ჩამოაჭრა შესაბამისად 8, 8 და 2 ერთეული. ამ ნაწილებისგან (8, 8 და 2) შეიძლება შედგეს სამკუთხედი, ხოლო დარჩენილი ნაწილებისგან (2, 2 და 5) _ შეუძლებელია. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა #242  

რიცხვი 1210 "ავტობიოგრაფიული" რიცხვია: მისი პირველი ციფრი გვიჩვენებს 0-ების რაოდენობას რიცხვში, მეორე ციფრი – 1-იანების რაოდენობას, მესამე ციფრი - ორიანების რაოდენობას, ხოლო მეოთხე ციფრი _ 3-იანების რაოდენობას. იპოვეთ მომდევნო "ავტობიოგრაფიული" ნატურალური რიცხვი. 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი _ შპს `ააფ მენეჯმენტის~ მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი `ზაზი მეტროში~; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული `როცა ღმერთები იცინიან~; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული `ზაფხულის შუადღის სიზმარი~; 

4) რეიმონ კენოს რომანი `ქალი არ უნდა გაანებივრო~. 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge 

გისურვებთ წარმატებებს!