ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №244 - №1(253), 2021
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.
 
რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №243 

არსებობს თუ არა ისეთი ნატურალური რიცხვი, რომლის ყველა გამყოფის ნამრავლი დაბოლოვდეს ზუსტად 2021 ცალი ნულით? 

ამოცანის ამოხსნა

შევნიშნოთ, რომ ნამრავლში ნული (10-ის ჯერადი რიცხვი) მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ლუწი რიცხვი მრავლდება 5-ის ჯერად რიცხვზე. შესაბამისად, თუ ავიღებთ რიცხვს, 5 ხ 22020, მისი შემდეგი გამყოფები, 5 × 20, 5 × 21, … , 5 x 22020, მოგვცემენ ზუსტად თითო ცალ 0-ს ნამრავლში, ანუ ზუსტად 2021 ცალ 0-ს (გამყოფი 5 × 20=5 თვითონ არ ბოლოვდება 0-ით, თუმცა, სხვა რომელიმე ლუწ გამყოფთან ნამრავლში, რომელიც არ არის ზემოთ ჩამოთვლილი, მოგვცემს 0-ს). 

რაც შეეხება სხვა გამყოფებს: 2 0, 2 1, … 22020 – ისინი დამატებით 0-ს ვერ მოგვცემენ ნამრავლში. 

მჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა №244 

სამ ახალდაქორწინებულ წყვილს სურს მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე ნავით გადასვლა. ნავით შეიძლება იმგზავროს მაქსიმუმ ორმა ადამიანმა. სამწუხაროდ, სამივე ქმარი ეჭვიანია და ისინი არ აძლევენ თავიანთ მეუღლე ქალბატონებს უფლებას, იმყოფებოდნენ ისეთ კამპანიაში, სადაც თვითონ არ იქნებიან და სადაც მინიმუმ ერთი მამაკაცი მაინც იქნება. შეძლებენ თუ არა ისინი (ექვსივე მათგანი) მდინარის მეორე ნაპირას გადასვლას, ისე, რომ არავინ იეჭვიანოს? 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში";
 
2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს!