ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №245 - №2(254), 2021
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.
 
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #244

სამ ახალდაქორწინებულ წყვილს სურს მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე ნავით გადასვლა. ნავით შეიძლება იმგზავროს მაქსიმუმ ორმა ადამიანმა. სამწუხაროდ, სამივე ქმარი ეჭვიანია და ისინი არ აძლევენ თავიანთ მეუღლე ქალბატონებს უფლებას, იმყოფებოდნენ ისეთ კამპანიაში, სადაც თვითონ არ იქნებიან და სადაც მინიმუმ ერთი მამაკაცი მაინც იქნება. შეძლებენ თუ არა ისინი (ექვსივე მათგანი) მდინარის მეორე ნაპირას გადასვლას, ისე, რომ არავინ იეჭვიანოს? 

ამოცანის ამოხსნა 

მამაკაცები აღვნიშნოთ A, B და C ასოებით, ხოლო მათი მეუღლეები შესაბამისად a, b და c ასოებით. მოძრაობა უნდა მოხდეს ქვემოთ მოყვანილი სქემის მიხედვით:
     

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა #245 

იპოვეთ შემდეგი ექვსუცნობიანი განტოლების ერთი არანულოვანი ნატურალური ამონახსნი მაინც: 

35x + 36y + 37z = 38a + 39b + 40c 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში";
 
2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!
 
დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) 
ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით -palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ფრიდონ ალშიბაია 
შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი