ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №246 - №3(255), 2021
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #245  

იპოვეთ შემდეგი ექვსუცნობიანი განტოლების ერთი არანულოვანი ნატურალური ამონახსნი მაინც:
 
35x + 36y + 37z = 38a + 39b + 40c  

ამოცანის ამოხსნა

ამ განტოლების ერთ-ერთი ამონახსნია: 

x = 40, y = 39, z = 38, a = 37, b = 36, c = 35 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი დაიმსახურა ია ბერიძემ. 

მორიგი ამოცანა #246

დაფაზე წერია რიცხვები 1-დან 30-ის ჩათვლით. ყოველ ოპერაციაზე დასაშვებია წაიშალოს დაფაზე დაწერილი რომელიმე a და b რიცხვები და მათ ნაცვლად დაიწეროს რიცხვი ab + a + b. რა რიცხვი დარჩება დაფაზე 29 ასეთი ოპერაციის შემდეგ? 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:
 
1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში"; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი";
 
4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს!