ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №247 - №4(256), 2021
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №246 

დაფაზე წერია რიცხვები 1-იდან 30-ის ჩათვლით. ყოველ ოპერაციაზე დასაშვებია წაიშალოს დაფაზე დაწერილი რომელიმე ა და ბ რიცხვები და მათ ნაცვლად დაიწეროს რიცხვი ab + a + b. რა რიცხვი დარჩება დაფაზე 29 ასეთი ოპერაციის შემდეგ? 

ამოცანის ამოხსნა 

წარმოვიდგინოთ, რომ დაფაზე არსებული ყველა რიცხვი გავზარდეთ ერთით და გადავამრავლეთ, მივიღებთ 31!-ს (n! არის ფაქტორიალი - 1-დან n-ის ჩათვლით ყველა ნატურალური რიცხვის ნამრავლი). ამასთან, შევნიშნოთ, რომ (a + 1)(b + 1) = ab + a + b + 1. შესაბამისად, ყოველი განხორციელებული ოპერაციის შემდეგ (a და b რიცხვების წაშლა და მათ ნაცვლად ab + a + b რიცხვის ჩაწერა), ჩვენ მიერ ზემოთ აღნიშნული წესით გამოთვლილი ნამრავლი (დაფაზე იმ მომენტისთვის არსებული რიცხვების ერთით გაზრდა და გადამრავლება) არ შეიცვლება. 

დავუშვათ, ბოლოსწინა ბიჯზე დაგვრჩა ორი რიცხვი, x და y. როგორც აღვნიშნეთ, (x + 1)(y + 1) = 31! ბოლო ოპერაციის შემდეგ დაფაზე დარჩება xy + x + y, რომელიც ტოლია 31! – 1-ის. მაშასადამე, ბოლოს, 29 ასეთი ოპერაციის შემდეგ დაფაზე დარჩება რიცხვი 31! – 1. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა №247

მოძებნეთ ისეთი ორნიშნა რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამი არ იცვლება ამ რიცხვის ნებისმიერ, 0-ისგან განსხვავებულ ციფრზე გამრავლებით. 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში"; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge.
 
გისურვებთ წარმატებებს!