ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №258 - №3(267), 2022
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №257 

საკმარისად დიდი ზომის ჭიქებში ასხია ერთნაირი რაოდენობის წყალი. ერთ გადასხმაზე, ნებისმიერ ჭიქაში შეიძლება გადავასხათ ზუსტად იმ რაოდენობის წყალი, რა რაოდენობაც არის ამ უკანასკნელში. გადასხმების სასრული რაოდენობის შემდეგ, მთელი წყალი ჩაასხეს ერთ ჭიქაში. სულ რამდენი გადასხმა გაკეთდა და რა არის ზუსტი რაოდენობა ჭიქებისა, თუ გეტყვით, რომ მათი რაოდენობა არის 20-იდან 60-მდე? 

ამოცანის ამოხსნა

შევნიშნოთ, რომ ბოლო გადასხმამდე იყო 2 ჭიქა, რომელშიც ესხა თანაბარი რაოდენობის წყალი. მანამდე კი იყო 22=4 ცალი ჭიქა, თითოეულში თანაბარი ოდენობის წყლით. ადვილი მისახვედრია, რომ ჭიქების რაოდენობა არის 2-ის ნატურალური ხარისხი. 20 იდან 60-მდე ასეთი რიცხვი არის მხოლოდ 32. 25=32. შესაბამისად, გადასხმების (ოპერაციების) რაოდენობა არის 5. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და `ააფის~ პრიზი დაიმსახურა დავით არჩვაძემ. 

მორიგი ამოცანა №258 

2x2x2 განზომილების კუბის შესაღებად საჭიროა 5 გრამი საღებავი. რამდენი გრამი საღებავია საჭირო 8x8x8 განზომილების კუბის შესაღებად? 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი _ შპს `ააფ მენეჯმენტის~ მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი `ზაზი მეტროში~; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული `როცა ღმერთები იცინიან~; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული `ზაფხულის შუადღის სიზმარი~; 

4) რეიმონ კენოს რომანი `ქალი არ უნდა გაანებივრო~. 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ფრიდონ ალშიბაია