ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №260 - №5(269), 2022
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია.
 
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №259
 
წიგნის გვერდების დასანომრად გამოყენებულია 1500 ცალი ციფრი. სულ რამდენი გვერდია ამ წიგნში? 

ამოცანის ამოხსნა 

1-დან 99-ის ჩათვლით გვერდების დასანომრად საჭიროა 9+90×2=189 ციფრი. ცხადია, წიგნის გვერდების რაოდენობა არის სამნიშნა რიცხვი (100-დან 999-ის ჩათვლით საჭიროა 900×3=2700 ციფრი, რაც მეტია 1500-ზე). შესაბამისად მე-100 გვერდიდან დაწყებული, წიგნში არის დამატებით (1500-189):3=437 გვერდი. შესაბამისად, წიგნში სულ არის 536 გვერდი. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი დაიმსახურა ქეთევან დემეტრაშვილმა. 

მორიგი ამოცანა №260
 
ქვეყანაში 15 მინისტრიდან თითოეულმა იცის მხოლოდ თავისი პაროლი. ექსტრემალური სიტუაციის დროს, მათ ერთმანეთს უნდა გააგებინონ პაროლები სპეციალური სატელეფონო კავშირის საშუალებით ისე, რომ ყველა მათგანმა იცოდეს ყველა პაროლი. სატელეფონო ხაზი ერთდროულად აკავშირებს მხოლოდ ორ აბონენტს. რა მინიმალური რაოდენობის სატელეფონო ზარია ამისთვის საჭირო? მინისტრს, რომელიც გაიგებს სხვა პაროლებს, ცხადია, უფლება აქვს ისინი გაანდოს სხვებსაც. 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი `ზაზი მეტროში~; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული `როცა ღმერთები იცინიან~; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული `ზაფხულის შუადღის სიზმარი~; 

4) რეიმონ კენოს რომანი `ქალი არ უნდა გაანებივრო~. 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ფრიდონ ალშიბაია