ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №263 - №8(272)
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №262 

ცნობილია, რომ მდიდრების პროცენტული წილი ჯანმრთელ ადამიანებში უფრო მეტია, ვიდრე მდიდრების წილი ადამიანებში. რომელია მეტი: ჯანმრთელების წილი მდიდრებში თუ ჯანმრთელების წილი ადამიანებში? პასუხი დაასაბუთეთ. 

ამოცანის ამოხსნა 

N ადამიანში გვხვდება a ჯანმრთელი და A მდიდარი. დავუშვათ, ჯანმრთელებს შორის არის b მდიდარი. მაშინ, ავადმყოფი (არაჯანმრთელი) და ამავდროულად მდიდარი იქნება A – b. თუ მდიდარი ადამიანებს რიცხვს გამოვაკლებთ ავადმყოფი მდიდრების რიცხვს, მივიღებთ ჯანმრთელი მდიდარი ადამიანების რაოდენობას: A – (A – b) = b. ჯანმრთელების წილი მდიდრებში იქნება b/A. ამოცანაზე პასუხის გასაცემად უნდა შევადაროთ ორი რიცხვი b/A და a/N. ამოცანის პირობიდან ცნობილია, რომ მდიდრების პროცენტული წილი ჯანმრთელ ადამიანებში უფრო მეტია, ვიდრე მდიდრების წილი ადამიანებში, ანუ b/a > A/N საიდანაც გამოდის, რომ b/A > a/N ანუ ჯანმრთელების წილი მდიდრებში უფრო მეტია, ვიდრე ჯანმრთელების წილი ადამიანებში. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა №263 

ერთ კუნძულზე, რომელზეც 2000 ადამიანი ცხოვრობს, ერთ დღეს ვირუსით დაავადდა 50 ადამიანი. კუნძულზე გავრცელდა ეპიდემია იმის გამო, რომ ყველა ადამიანი, ვინც კუნძულზე ცხოვრობდა, თავს ვალდებულად თვლიდა ყოველ დღე მოენახულებინა ავადმყოფი მეგობარი და ასეთი მონახულების შემდეგ, თვითონაც ხდებოდა ავად. ვირუსი იყო ისეთი, რომ გამოჯანმრთელება ხდებოდა ზუსტად ერთ დღეში და ადამიანს გამოჯანმრთელებიდან მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა იმუნიტეტი (არ ავადდებოდა მხოლოდ ერთი დღე). ასეთივე ერთდღიანი იმუნიტეტი ჰქონდა ვაქცინას, რომელიც ეპიდემიის დაწყებისთანავე გაუკეთეს კუნძულის 100 მცხოვრებს და ამით ვაქცინები გამოილია. რამდენ ხანს გაგრძელდება ეპიდემია, თუ კუნძულის თითოეულ მცხოვრებს ჰყავს არანაკლებ ორი მეგობარი? 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი `ზაზი მეტროში~; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული `როცა ღმერთები იცინიან~; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული `ზაფხულის შუადღის სიზმარი~; 

4) რეიმონ კენოს რომანი `ქალი არ უნდა გაანებივრო~. 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ფრიდონ ალშიბაია