ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №264 - №9(273), 2022
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №263

ერთ კუნძულზე, რომელზეც 2000 ადამიანი ცხოვრობს, ერთ დღეს ვირუსით დაავადდა 50 ადამიანი. კუნძულზე გავრცელდა ეპიდემია იმის გამო, რომ ყველა ადამიანი, ვინც კუნძულზე ცხოვრობდა, თავს ვალდებულად თვლიდა ყოველ დღე მოენახულებინა ავადმყოფი მეგობარი და ასეთი მონახულების შემდეგ, თვითონაც ხდებოდა ავად. ვირუსი იყო ისეთი, რომ გამოჯანმრთელება ხდებოდა ზუსტად ერთ დღეში და ადამიანს გამოჯანმრთელებიდან მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა იმუნიტეტი (არ ავადდებოდა მხოლოდ ერთი დღე). ასეთივე ერთდღიანი იმუნიტეტი ჰქონდა ვაქცინას, რომელიც ეპიდემიის დაწყებისთანავე გაუკეთეს კუნძულის 100 მცხოვრებს და ამით ვაქცინები გამოილია. რამდენ ხანს გაგრძელდება ეპიდემია, თუ კუნძულის თითოეულ მცხოვრებს ჰყავს არანაკლებ ორი მეგობარი? 

ამოცანის ამოხსნა 

შესაძლოა ეპიდემია არასოდეს დამთავრდეს. მოვიყვანოთ მაგალითი: დავუშვათ ეპიდემიის პირველ დღეს B და C ჯანმრთელმა ადამიანებმა ინახულეს დაავადებული A, ამასთან C იყო ვაქცინირებული (იმ დღეს ჰქონდა იმუნიტეტი). მეორე დღეს დაავადებული B ინახულეს A-მ (რომელსაც იმ დღეს ჰქონდა იმუნიტეტი) და C-მ (რომელსაც იმ დღეს უკვე აღარ ჰქონდა იმუნიტეტი). ამ დღეს დაინფიცირდა C, რომელსაც შემდეგ დღეს ესტუმრებიან იმუნიტეტის მქონე B და იმუნიტეტის არმქონე A და ა.შ. ეს პროცესი შეიძლება ციკლურად გაგრძელდეს რაგინდ დიდი ხნის განმავლობაში. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა №264
 
შესაძლოა თუ არა, 7-წუთიანი და 11-წუთიანი ქვიშის საათებით გავზომოთ 15 წუთი? 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი:
 
1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში"; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი"; 

4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! 

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ფრიდონ ალშიბაია