ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №266 - №11(275), 2022
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №265  

პატარა კუნძულზე ცხოვრობს 199 ადამიანი. თითოეული მათგანი ან სულ სიმართლეს ლაპარაკობს, ან სულ იტყუება. ამასთან, თითოეული მათგანი ამბობს, რომ მის გარდა კუნძულის დანარჩენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი _ მატყუარაა. რამდენი მატყუარა ცხოვრობს კუნძულზე? პასუხი დაასაბუთეთ. 

ამოცანის ამოხსნა  

შევნიშნოთ, რომ კუნძულზე ერთი ადამიანი მაინც ამბობს სიმართლეს (ასეთ ადამიანს სიმარტივისთვის, ვუწოდოთ რაინდი). თუ ეს ასე არაა და ყველა იტყუება, ნებისმიერი მათგანის წინადადება, რომელიც ამბობს, რომ მის გარდა კუნძულის დანარჩენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი მატყუარაა – მცდარი უნდა იყოს (რადგან მას მატყუარა ამბობს) ანუ ნახევარზე მეტი უნდა იყოს მართალი, ეს კი ეწინააღმდეგება ჩვენს დაშვებას. შესაბამისად, კუნძულზე არსებობენ რაინდებიც. რადგანაც ერთი მაინც რაინდია, აქედან გამომდინარეობს, რომ კუნძულზე მატყუარებიც არიან. 

ნებისმიერი რაინდის ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ კუნძულზე მატყუარების რაოდენობა მეტია 99-ზე, ანუ მეტია ან ტოლია 100-ის. ანალოგიურად, ნებისმიერი მატყუარას ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ სინამდვილეში, მის გარდა მატყუარების რაოდენობა ნაკლებია ან ტოლი 99-ის. ანუ, მისი ჩათვლით მატყუარების რაოდენობა ნაკლებია ან ტოლია 100-ის. მაშასადამე, კუნძულზე ცხოვრობს ზუსტად 100 მატყუარა. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა. 

მორიგი ამოცანა №266  

ავტობუსში განთავსებულია ერთადგილიანი და ორადგილიანი სკამები. ერთ დღეს კონდუქტორმა შეამჩნია, რომ როცა ავტობუსში იჯდა 13 ადამიანი, 9 სკამი იყო სრულიად თავისუფალი. ხოლო როცა ავტობუსში იჯდა 10 ადამიანი, 6 სკამი იყო სრულიად თავისუფალი (ერთადგილიანი სკამი არის სრულიად თავისუფალი, თუ იქ არავინ ზის, ხოლო ორადგილიანი სკამი არის სრულიად თავისუფალი, თუ არცერთ ადგილას არავინ ზის). რამდენი სკამია ავტობუსში? პასუხი დაასაბუთეთ. 

რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს `ააფ მენეჯმენტის~ მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი `ზაზი მეტროში~; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული `როცა ღმერთები იცინიან~; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული `ზაფხულის შუადღის სიზმარი~; 

4) რეიმონ კენოს რომანი `ქალი არ უნდა გაანებივრო~. 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ფრიდონ ალშიბაია