ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა №267 - №12(276), 2022
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას. 

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია. 

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა №266 

ავტობუსში განთავსებულია ერთადგილიანი და ორადგილიანი სკამები. ერთ დღეს კონდუქტორმა შეამჩნია, რომ როცა ავტობუსში იჯდა 13 ადამიანი, 9 სკამი იყო სრულიად თავისუფალი. ხოლო როცა ავტობუსში იჯდა 10 ადამიანი, 6 სკამი იყო სრულიად თავისუფალი (ერთადგილიანი სკამი არის სრულიად თავისუფალი, თუ იქ არავინ ზის, ხოლო ორადგილიანი სკამი არის სრულიად თავისუფალი, თუ არცერთ ადგილას არავინ ზის). რამდენი სკამია ავტობუსში? პასუხი დაასაბუთეთ. 

ამოცანის ამოხსნა 

პირველ შემთხვევაში, დაკავებული სკამების უმცირესი რაოდენობაა 7, ხოლო უდიდესი - 13. მეორე შემთხვევაში, დაკავებული სკამების უმცირესი რაოდენობაა 5, ხოლო უდიდესი - 10. შესაბამისად, თუ x არის ავტობუსში სკამების რაოდენობა, გვექნება, რომ 

7 + 9 ≤ x ≤ 1 3 + 9 და 5 + 6 ≤ x ≤ 1 0 + 6. 

x-ს ერთადერთი მნიშვნელობა, რომელიც აკმაყოფილებს ორივე უტოლობას, არის 16. ამოცანის პირობა შესრულებული იქნება, თუ ავტობუსში არის 6 ცალი ორადგილიანი სკამი და 10 ცალი ერთადგილიანი სკამი. პირველ შემთხვევაში, 13 მგზავრი დაიკავებდა 6 ორადგილიან და 1 ერთადგილიან სკამს, ხოლო მეორე შემთხვევაში, 10 მგზავრი დაიკავებდა 10 ერთადგილიან სკამს. 

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი დაიმსახურა თამუნა კეკელიძემ

მორიგი ამოცანა №267 

მოძებნეთ 10 ისეთი ნატურალური რიცხვი, რომელთა ჯამი იყოფა თითოეულ მათგანზე.
 
რედაქციის გადაწყვეტილებით, პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ რუბრიკით გამოქვეყნებულ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ ერთი წიგნი: 

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ზაზი მეტროში"; 

2) ჯ. ლონდონის მოთხრობების კრებული "როცა ღმერთები იცინიან"; 

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი";
 
4) რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო". 

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება! დაგვირეკეთ ტელეფონზე: (595) 59 02 75 ან (579) 30 27 27 (მობ.) ან გამოგვიგზავნეთ პასუხი ელექტრონული ფოსტით - palshibaia@tsodnisa.ge. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ფრიდონ ალშიბაია