ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აუდიტორული საქმიანობა
ინტეგრირებული ანგარიშგების სტრუქტურა - №7(259), 2021
დასასრული. დასაწყისი იხ. "ააფი", №№5(257)-6(258), 2021 წ.

4. შინაარსობრივი ელემენტები

4.1 ინტეგრირებული ანგარიში შეიცავს შემდეგ რვა შინაარსობრივ ელემენტს, რომლებიც პასუხებს იძლევიან ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე:

A - ორგანიზაციის ზოგადი მიმოხილვა და გარე გარემო

B -მმართველობა

C - ბიზნეს-მოდელი

D - რისკები და შესაძლებლობები

E - სტრატეგია და რესურსების განაწილება

F - მუშაობის შედეგები

G - პერსპექტივები

H - ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის საფუძველი.

და ამ გზით ითვალისწინებს:

I - ანგარიშგების ზოგად სახელმძღვანელო მითითებებს.

4.2 შინაარსობრივი ელემენტები ერთმანეთთან მტკიცედ არის დაკავშირებული და არ გამორიცხავს ერთმანეთს. არ არის აუცილებელი, რომ ინტეგრირებულ ანგარიშში შინაარსობრივი ელემენტები აქ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით იყოს დალაგებული; შესაბამისად, ამ დოკუმენტში, შინაარსობრივი ელემენტები ინტეგრირებული ანგარიშის სტანდარტული სტრუქტურის განსასაზღვრად არ არის მოცემული. სავალდებულო არ არის რომ ინფორმაცია მოცემული იყოს მითითებული თანმიმდევრობით ან დაყოფილი იყოს ამ კონკრეტულ ცალკე თავებად. ამის ნაცვლად, ინტეგრირებულ ანგარიშში ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ისე, რომ შინაარსობრივ ელემენტებს შორის კავშირი მკაფიოდ ჩანდეს. (იხ. თავი 3B).

4.3 ორგანიზაციის ინტეგრირებული ანგარიშის შინაარსი დამოკიდებულია ორგანიზაციის ინდივიდუალურ გარემოებებზე. ამიტომ შინაარსობრივი ელემენტები მოცემულია კითხვების სახით და არა საკონტროლო სიის სახით. შესაბამისად, სახელმძღვანელო პრინციპების გამოყენების დროს ორგანიზაციამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რა ინფორმაციის შეტანა სურს თავის ინტეგრირებულ ანგარიშში და რა ფორმით. ეს საკითხი უფრო დეტალურად განხილულია ქვემოთ.

4A ორგანიზაციის ზოგადი მიმოხილვა და გარე გარემო

4.4 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: რა საქმიანობას ეწევა ორგანიზაცია და რა ვითარებაში მუშაობს ის?

4.5 ინტეგრირებული ანგარიში იძლევა ინფორმაციას ორგანიზაციის მისიისა და ხედვის შესახებ და გვაცნობს არსებით კონტექსტს. ამ მიზნით, ინტეგრირებულ ანგარიშში განხილული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

• ორგანიზაციის:

- კულტურა, ეთიკა და ღირებულებები;

- საკუთრების ფორმა და საოპერაციო სტრუქტურა;

- ძირითადი საქმიანობა და ბაზრები;

- კონკურენცია და პოზიცია უ4305 .აზარზე (ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ახალი კონკურენციის საფრთხე, შემცვლელი პროდუქტები ან მომსახურება, გარიგებები მომხმარებლებსა და მომწოდებლებს შორის და კონკურენტული მეტოქეობს ინტენსივობა);


- პოზიცია ღირებულების ჯაჭვში.

• ძირითადი რაოდენობრივი ინფორმაცია (მაგ., თანამშრომელთა რაოდენობა, შემოსავლები და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ორგანიზაცია მუშაობს). ამ ინფორმაციის მიწოდებისას განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს გასული პერიოდების შემდეგ მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს.

მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ გარე გარემოზე და ორგანიზაციის მიერ მათზე რეაგირების შესაძლებლობებზე.

გარე გარემო

4.6 გარე გარემოზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორებს შორისაა იურიდიული, კომერციული, სოციალური, ეკოლოგიური და პოლიტიკური ასპექტები, რომლებიც გავლენას ახდენს ორგანიზაციის მიერ ღირებულების შექმნის შესაძლებლობაზე ხანმოკლე, საშუალო ან გრძელვადიან პერიოდში. მათ ორგანიზაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით (მაგ. გავლენა კაპიტალის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე და ხარისხზე).

4.7 ეს ფაქტორები უნდა განვიხილოთ კონკრეტული ორგანიზაციის კონტექსტში, მისი დარგის ან რეგიონის კონტექსტში და ფართო სოციალურ ან გლობალურ კონტექსტში. მათში შეიძლება შედიოდეს, მაგალითად:

• ძირითადი დაინტერესებული მხარეების ლეგიტიმური საჭიროებები და ინტერესები;

• მაკრო და მიკროეკონომიკური პირობები, როგორიცაა ეკონომიკური სტაბილურობა, გლობალიზაცია და დარგში არსებული ტენდენციები;

• საბაზრო ფაქტორები, როგორიცაა კონკურენტთა ძლიერი და სუსტი მხარეები და მომხმარებლის მოთხოვნა;

• ტექნოლოგიური ცვლილებების სიჩქარე და ეფექტი;

• სოციალური საკითხები, როგორიცაა მოსახლეობა და დემოგრაფიული ცვლილებები, ადამიანის უფლებები, ჯანმრთელობა, სიღარიბე, კოლექტიური ღირებულებები და საგანმანათლებლო სისტემები;

• გარემოსდაცვითი გამოწვევები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ეკოსისტემების დაკარგვა, რესურსების ნაკლებობა და მათი გლობალური მარაგის ლიმიტის მოახლოება;

• საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემო, რომელშიც ორგანიზაცია მუშაობს;

• პოლიტიკური გარემო იმ ქვეყნებში, სადაც ორგანიზაცია მუშაობს და სხვა ქვეყნებში, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ორგანიზაციის მიერ მისი სტრატეგიის განხორციელების შესაძლებლობაზე.

4B მმართველობა

4.8 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: როგორ უჭერს მხარს ორგანიზაციის მმართველობის სტრუქტურა მის შესაძლებლობას შექმნას ღირებულება ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში?

4.9 ინტეგრირებული ანგარიში გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება შემდეგი საკითხები ღირებულების შექმნის შესაძლებლობას. ეს ინფორმაცია უ4315 მოიცავს:

• ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სტრუქტურა, მათ შორის მართვაზე პასუხისმგებელ პირთა უნარები და მრავალფეროვნება (მაგ., განათლება, სქესი, კომპეტენცია და გამოცდილება) და ის თუ რა გავლენას ახდენენ მარეგულირებელი მოთხოვნები მმართველობითი სტრუქტურის დიზაინზე;

• სპეციფიკური პროცესები, რომლებიც გამოიყენება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად, ორგანიზაციის კულტურის დასამკვიდრებლად და მონიტორინგისთვის; ეს აგრეთვე მოიცავს ორგანიზაციის დამოკიდებულებას რისკების მიმართ და კეთილსინდისიერებისა და ეთიკის საკითხების მოგვარების მექანიზმებს;

• განსაკუთრებული ღონისძიებები, რომლებიც ორგანიზაციის მართვაზე პასუხისმგებელმა პირებმა განხორციელეს ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებაზე და რისკების მართვაზე ზეგავლენისა და მონიტორინგის მიზნით;

• როგორ აისახება ორგანიზაციის კულტურა, ეთიკა და ღირებულებები სხვადასხვა ტიპის კაპიტალის გამოყენებაზე, მათ შორის, ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობაზე;

• ახორციელებს თუ არა ორგანიზაცია ისეთ მმართველობით პრაქტიკას, რომელიც აღემატება კანონმდებლობის მოთხოვნებს;

• ორგანიზაციის მართვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ინოვაციების პოპულარიზაციისა და დანერგვისთვის მიღებული ზომები;

• როგორ უკავშირდება ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურებისა და წახალისების სისტემა ღირებულების შექმნას მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის, როგორ უკავშირდება ის ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა ტიპის კაპიტალის გამოყენებას.

4C ბიზნეს-მოდელი

4.10 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: როგორია ორგანიზაციის ბიზნეს-მოდელი?

4.11 ორგანიზაციის ბიზნეს-მოდელი არის ის სისტემა, რომელსაც ორგანიზაცია იყენებს, რომ ბიზნესსაქმიანობის საშუალებით საწყისი რესურსები პროდუქციად და შედეგებად გარდაქმნას, შეასრულოს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნები და შექმნას ღირებულება ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

4.12 ინტეგრირებულ ანგარიშში აღწერილი უნდა იყოს ორგანიზაციის ბიზნეს-მოდელი, მათ შორის უმთავრესი:

• საწყისი რესურსები (იხ. პარაგრაფები 4.14–4.15).

• ბიზნესაქტივობები (იხ. პარაგრაფები 4.16–4.17).

• პროდუქცია (იხ. პარაგრაფი 4.18).

• შედეგები (იხ. პარაგრაფები 4.19–4.20).

4.13 ბიზნეს-მოდელის აღწერა უფრო ეფექტიანი და წაკითხვადი ხდება თუ მას შემდეგი მახასიათებლები აქვს:

• ბიზნეს-მოდელის ძირითადი ელემენტები მკაფიოდ არის იდენტიფიცირებული;

• აღწერა შეიცავს მარტივ დიაგრამას, რომელშიც ხაზგასმულია ძირითადი ელემენტები და მოცემულია ორგანიზაციისთვის ამ ელემენტების რელევანტურობის მკაფიო განმარტება;

• აღწერა შეიცავს ნარატიულ ტექსტს, რომელიც ლოგიკურია ორგანიზაციის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით;

• განმარტებულია ბიზნეს-მოდელის დამოკიდებულება მთავარ დაინტერესებულ მხარეებზე და სხვა ფაქტორებზე (მაგალითად, ნედლეულზე) და გარე გარემოზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორები;

• წარმოდგენილი ინფორმაცია დაკავშირებულია სხვა შინაარსობრივ ელემენტებთან, როგორიცაა სტრატეგია, რისკები და შესაძლებლობები და მუშაობის შედეგები (მათ შორის მუშაობის მთავარი ინდიკატორები და ფინანსური ასპექტები, როგორიცაა ხარჯების შეკავება და შემოსავლები).

საწყისი რესურსები

4.14 ინტეგრირებული ანგარიში გვიჩვენებს, თუ როგორ არის დაკავშირებული ძირითადი საწყისი რესურსები სხვადასხვა ტიპის კაპიტალთან, რომლებზედაც დამოკიდებულია ორგანიზაცია, ან რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის დიფერენცირების წყაროს, თუკი ეს საწყისი რესურსები არსებითია ბიზნეს-მოდელის სიმტკიცისა და მდგრადობის გასაგებად.

4.15 ინტეგრირებული ანგარიშში არ კეთდება ყველა მონაცემის ამომწურავი სიის ასახვის მცდელობა. ამის ნაცვლად, ყურადღება გამახვილებულია იმ მონაცემებზე, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ ორგანიზაციის მიერ მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ღირებულების შექმნის შესაძლებლობაზე, და მნიშვნელობა არ აქვს არის თუ არა შესაბამისი კაპიტალი ორგანიზაციის საკუთრებაში. ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი თანაფარდობების ხასიათისა და მასშტაბების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს საწყისი რესურსების შერჩევაზე. (იხ. პარაგრაფი 4.56).

ბიზნესაქტივობები

4.16 ინტეგრირებულ ანგარიშში აღწერილი უნდა იყოს მთავარი ბიზნესაქტივობები. ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

- როგორ გამოარჩევს ორგანიზაცია თავის თავს ბაზარზე (მაგ. პროდუქტის დიფერენცირების, ბაზრის სეგმენტაციის, მიწოდების არხებისა და მარკეტინგის უ4321 საშუალებით);

- რამდენად არის ბიზნეს-მოდელი დამოკიდებული შემოსავლის მიღებაზე გაყიდვის საწყისი პუნქტის შემდეგ (მაგ., გახანგრძლივებული გარანტია ან ქსელის გამოყენების გადასახადი);

- როგორია ორგანიზაციის დამოკიდებულება ინოვაციების მიმართ;

- როგორ ერგება ორგანიზაციის ბიზნეს-მოდელი ცვლილებებს.

4.17 როდესაც ეს არსებითია, ინტეგრირებულ ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ორგანიზაციის გრძელვადიან წარმატებაში ისეთი ინიციატივების მიერ შეტანილი წვლილი, როგორიცაა პროცესის გაუმჯობესება, თანამშრომელთა ტრენინგი და ურთიერთობების მენეჯმენტი.

პროდუქცია

4.18 ინტეგრირებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ორგანიზაციის მთავარი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ. შეიძლება არსებობდეს სხვა პროდუქციაც, მაგალითად, მეორადი პროდუქტები და ნარჩენები (გამონაბოლქვის ჩათვლით), რომლებიც, თუ ისინი არსებითია, აგრეთვე უნდა იყოს განხილული ბიზნეს-მოდელის აღწერის დროს.

შედეგები

4.19 ინტეგრირებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მთავარი შედეგების შესახებ, რომელთა შორისაა:

• შედეგები, რომლებსაც ადგილი აქვს როგორც ორგანიზაციის შიგნით (მაგ., თანამშრომელთა მორალი, ორგანიზაციის რეპუტაცია, შემოსავლები და ფულადი სახსრების მოძრაობა), ასევე მის გარეთ (მაგ., მომხმარებელთა კმაყოფილება, გადასახადების გადახდა, ბრენდის მიმართ ლოიალურობა და სოციალური და ეკოლოგიური შედეგები);

• როგორც პოზიტიური შედეგები (ანუ ის, რაც იწვევს კაპიტალების წმინდა ზრდას და ამით ქმნის ღირებულებას), ასევე უარყოფითი შედეგები (ანუ ის, რაც იწვევს კაპიტალების წმინდა შემცირებას და ამით ამცირებს ღირებულებას).

4.20 შედეგების იდენტიფიცირებისა და აღწერის მიზნით (განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე გარე შედეგებს ეხება), ორგანიზაციამ კაპიტალის ცნება უფრო ფართოდ უნდა განიხილოს და მხოლოდ მის საკუთრებაში ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფი აქტივებით არ შემოიფარგლოს. მაგალითად, შეიძლება საჭირო გახდეს ღირებულების ჯაჭვში კაპიტალზე ზემოქმედების მიმოხილვა (მაგ., ნახშირბადის გამონაბოლქვი, რომელიც ორგანიზაციის მიერ წარმოებული პროდუქციის შედეგად წარმოიშობა ან ძირითადი მომწოდებლების შრომითი პრაქტიკა). (იხ. აგრეთვე პარაგრაფები 3.30–3.35 ანგარიშგების საზღვრების დადგენის შესახებ).

მრავალი ბიზნეს-მოდელის მქონე ორგანიზაციები

4.21 ზოგიერთი ორგანიზაცია ერთზე მეტ ბიზნეს-მოდელს იყენებს (მაგალითად, ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე მუშაობის შემთხვევაში). იმისთვის, რომ ორგანიზაციის საქმიანობა სათანადოდ ავხსნათ, მნიშვნელოვანია მკაფიოდ მიმოვიხილოთ თუ როგორ არის ორგანიზაცია დანაწევრებული მის არსებით შემადგენელ ოპერაციებად და მასთან დაკავშირებულ ბიზნეს-მოდელებად. ამისათვის საჭიროა თითოეული არსებითი ბიზნეს-მოდელის და მათ შორის კავშირების (მაგალითად, საერთო სარგებლის არსებობის) აღწერა. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები, როდესაც ორგანიზაცია მუშაობს როგორც ინვესტიციების მართვის ბიზნესი. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება უმჯობესი იყოს კონცენტრირება მოვახდინოთ ინვესტიციების მართვის ბიზნეს-მოდელზე და არა ცალკეული ინვესტიციების ბიზნეს-მოდელებზე.

4.22 ისეთი ორგანიზაციის ინტეგრირებული ანგარიშებში, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ბიზნესი გააჩნია, ანგარიშის სირთულის შესამცირებლად ხშირად საჭირო ხდება ინფორმაციის დაბალანსება; ამასთან, არსებითი ინფორმაცია არ უნდა იქნეს გამოტოვებული. ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ მიზანშეწონილია გარე ანგარიშგებისთვის გამოყენებული იყოს შიდა ანგარიშგების ზედა დონის ინფორმაცია, რომელსაც რეგულარულად იღებენ ორგანიზაციის მართვაზე პასუხისმგებელი პირები.

4D რისკები და შესაძლებლობები

4.23 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: რა კონკრეტული რისკები და შესაძლებლობები ახდენენ გავლენას ორგანიზაციის შესაძლებლობაზე შექმნას ღირებულება მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, და როგორ წყვეტს ორგანიზაცია ასეთ საკითხებს?

4.24 ინტეგრირებულ ანგარიშში აღწერილი უნდა იყოს ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი ძირითადი რისკები და შესაძლებლობები, მათ შორის ისეთ სფეროებში, რომლებიც ეხება გავლენას ორგანიზაციის კაპიტალზე და შესაბამისი ტიპების კაპიტალის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და ხარისხს მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

4.25 ასეთ წყაროებს შორის შეიძლება იყოს:

• რისკებისა და შესაძლებლობების კონკრეტული წყაროები, რომელიც შეიძლება იყოს შინაგანი, გარეგანი ან, ჩვეულებრივ, ორივეს ნაზავი. გარე წყაროებში შედის გარე გარემოდან მომდინარე წყაროები, როგორც ეს განხილულია 4.6–4.7 პარაგრაფებში. შინაგან წყაროებში შედის ორგანიზაციის ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე წყაროები, როგორც ეს უ4306 განხილულია 4.16–4.17 პარაგრაფებში.

• ორგანიზაციის შეფასება რისკის ან შესაძლებლობის რეალიზაციის ალბათობის და მისი შესაძლო შედეგების შესახებ. აქ განხილული უნდა იყოს ის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც გამოიწვევს რისკის ან შესაძლებლობის რეალიზაციას. ასეთი ინფორმაცია ყოველთვის გულისხმობს, რომ რაღაც დონეზე გაურკვეველია. (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 4.50 დაუზუსტებელი საკითხების შესახებ ინფორმირების თაობაზე).
 
• კონკრეტული ზომები, რომელსაც იღებს ორგანიზაცია ძირითადი რისკების შემცირების ან მართვის მიზნით ან ძირითადი შესაძლებლობებიდან ღირებულების შესაქმნელად, მათ შორის შესაბამისი სტრატეგიული ამოცანების, სტრატეგიების, პოლიტიკის, მიზნებისა და მუშაობის ძირითადი ინდიკატორების იდენტიფიკაცია.

4.26 იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის არსებითობა სახელმძღვანელო პრინციპია, ორგანიზაციის მიდგომა რეალურ რისკებთან მიმართებაში (მოკლევადიან, საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში), რომლებიც უმნიშვნელოვანესია ორგანიზაციის მიერ ღირებულების შექმნის უნარის თვალსაზრისით და რომელსაც შეიძლება ექსტრემალური შედეგები მოჰყვეს, როგორც წესი შეაქვთ ინტეგრირებულ ანგარიშში მაშინაც კი, როდესაც მათი რეალიზაციის ალბათობა შეიძლება საკმაოდ მცირედ შეფასდეს.

4E სტრატეგია და რესურსების განაწილება

4.27 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: რის მიღწევა სურს ორგანიზაციას და როგორ აპირებს ამ მიზნების განხორციელებას?

4.28 ინტეგრირებულ ანგარიშში როგორც წესი შედის:

• ორგანიზაციის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები;

• ამ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად გამოყენებული ან განსახორციელებელი სტრატეგიები;

• რესურსების განაწილების გეგმები, რომლებიც ორგანიზაციას სტრატეგიის განსახორციელებლად აქვს;

• ორგანიზაციის მიერ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში მისი მიღწევებსა და მიზნობრივი შედეგების გაზომვის მეთოდები.

4.29 აქ აღწერილი იქნება შემდეგი საკითხები:

• კავშირი ორგანიზაციის სტრატეგიას, რესურსების განაწილების გეგმასა და სხვა შინაარსობრივ ელემენტებში შემავალ ინფორმაციას შორის. ანგარიშში ახსნილი უნდა იყოს:

- როგორ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგია და რესურსების განაწილების გეგმა ორგანიზაციის ბიზნეს უ4315 მოდელს და რა ცვლილებები შეიძლება გახდეს შესატანი ამ ბიზნეს-მოდელში არჩეული სტრატეგიების განსახორციელებლად. ეს ინფორმაცია საჭიროა ორგანიზაციის მიერ ცვლილებებთან ადაპტაციის შესაძლებლობის გაზირებისთვის;

- რა გავლენას ახდენს ორგანიზაციის სტრატეგია და რესურსების განაწილების გეგმა გარე გარემოზე და როგორ ხდება რეაგირება გამოვლენილ რისკებსა და შესაძლებლობებზე;
 
- რა გავლენას ახდენს ორგანიზაციის სტრატეგია და რესურსების განაწილების გეგმა სხვადასხვა ტიპის კაპიტალზე და ამ კაპიტალთან დაკავშირებული რისკების მართვის ღონისძიებები.

• რა გამორჩეული თავისებურება ანიჭებს ორგანიზაციას კონკურენტულ უპირატესობას და აძლევს ღირებულების შექმნის შესაძლებლობას:

- ინოვაციების როლი;

- ორგანიზაციის მიერ ინტელექტუალური კაპიტალის განვითარების და გამოყენების გზები;

- რამდენად ითვალისწინებს ორგანიზაციის სტრატეგია გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს, კონკურენტული უპირატესობის მიღების მიზნით.

• დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ძირითადი მახასიათებლები და მიგნებები, რომლებიც გამოყენებული იქნა მისი სტრატეგიისა და რესურსების განაწილების გეგმების შემუშავებისას.

4F მუშაობის შედეგები

4.30 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: მოცემული მომენტისთვის, რამდენად მიაღწია ორგანიზაციამ დასახულ სტრატეგიულ ამოცანებს და რა გავლენა მიახდინა ამან სხვადასხვა ტიპების კაპიტალზე?

4.31 ინტეგრირებული ანგარიში შეიცავს ხარისხობრივ და რაოდენობრივ ინფორმაციას მუშაობის შედეგების შესახებ. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

• მიზნების, რისკების და შესაძლებლობების რაოდენობრივი ინდიკატორები, მათი მნიშვნელობის და შედეგების განმარტება და ინფორმაცია ამ მაჩვენებლების გამოსაანგარიშებლად გამოყენებული მეთოდებისა და დაშვებების შესახებ;

• ორგანიზაციის გავლენა სხვადასხვა ტიპის კაპიტალზე (როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი), მათ შორის მნიშვნელოვანი გავლენა კაპიტალზე ღირებულების ჯაჭვის გასწვრივ.

• დაინტერესებულ მხარეებთან ძირითადი ურთიერთობების მდგომარეობა და ორგანიზაციის რეაგირება ძირითადი დაინტერესებული მხარეების ლეგიტიმურ საჭიროებებსა და ინტერესებზე;

• კავშირი ორგანიზაციის წარსულ და მიმდინარე საქმიანობას შორის და მიმდინარე საქმიანობასა და პერსპექტივებს შორის.

4.32 მუშაობის მთავარი ინდიკატორები (KPI), რომლებიც აერთიანებენ ფინანსურ პარამეტრებს სხვა კომპონენტებთან (მაგ., სათბურის გაზების ემისიების თანაფარდობა გაყიდვებთან) ან თხრობითი ტექსტი, რომელიც განმარტავს მნიშვნელოვანი ზეგავლენის ფინანსურ შედეგებს სხვა ტიპების კაპიტალზე და სხვა მიზეზ-შედეგობრივ ურთიერთობებს (მაგ., ადამიანური კაპიტალის გაძლიერების მცდელობის შედეგად შემოსავლის მოსალოდნელ ზრდას) შეიძლება გამოყენებული იყოს ფინანსური შედეგების სხვა კაპიტალთან კავშირის დემონსტრირებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება ასევე მოიცავდეს კაპიტალზე გარკვეული ზემოქმედების მონეტიზაციას (მაგალითად, ნახშირბადის გამონაბოლქვი და წყლის გამოყენება).

4.33 მუშაობის შედეგებზე საუბრის დროს, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ისეთი შემთხვევების მიმოხილვა, როდესაც რეგულაციები დიდ გავლენას ახდენენ ორგანიზაციის საქმიანობაზე (მაგ., შემოსავლების შეზღუდვა მარეგულირებელი განაკვეთის დაწესების შედეგად) ან როდესაც ორგანიზაციის მიერ კანონებისა და წესების შეუსრულებლობამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მის საქმიანობაზე.

4G პერსპექტივები

4.34 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: რა გამოწვევებისა და გაურკვევლობების წინაშე დგება ორგანიზაცია სტრატეგიის განხორციელების პროცესში და რა პოტენციური გავლენის მოხდენა შეუძლია ამას მის ბიზნეს-მოდელსა და მომავალ საქმიანობაზე?

4.35 როგორც წესი, ინტეგრირებულ ანგარიშში ხაზგასმულია დროთა განმავლობაში მოსალოდნელი ცვლილებები და მოცემულია ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია გონივრულ და გამჭვირვალე ანალიზზე შემდეგი საკითხების ირგვლივ:

• ორგანიზაციის მოლოდინები გარე გარემოს მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში;

• როგორ იმოქმედებს ზემოხსენებული გარემოებები ორგანიზაციაზე;

• რამდენად მზად არის ამჟამად ორგანიზაცია რეაგირება მოახდინოს მოსალოდნელ კრიტიკულ გამოწვევებზე და გაურკვევლობებზე.

4.36 ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ განცხადებული მოლოდინები, მისწრაფებები და ზრახვები რეალობას ემყარებიან. ისინი უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის შესაძლებლობებს გამოიყენოს ხელსაყრელი გარემოებები (შესაბამისი კაპიტალის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა და ხარისხი) და ორგანიზაციის მიერ კონკურენტული გარემოს, ბაზარზე ორგანიზაციის პოზიციის და არსებული რისკების რეალისტური შეფასება.

4.37 პოტენციური შედეგების განხილვა, მათ შორის გავლენა მომავალ ფინანსურ საქმიანობაზე, ჩვეულებრივ უ4315 მოიცავს შემდეგს:

• გარე გარემო, რისკები და შესაძლებლობები, იმის ანალიზით, თუ როგორ შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს სტრატეგიული ამოცანების მიღწევაზე;

• იმ კაპიტალის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა და ხარისხი, რომელსაც ორგანიზაცია იყენებს (მაგ., კვალიფიციური სამუშაო ძალის ან ბუნებრივი რესურსების მუდმივი ხელმისაწვდომობა), მათ შორის, როგორ ხდება ძირითადი ურთიერთობების მართვა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მიერ დროის განმავლობაში ღირებულების შექმნის შესაძლებლობისთვის.

4.38 ინტეგრირებული ანგარიში ასევე შეიძლება შეიცავდეს ტყვიის ინდიკატორებს, მუშაობის ძირითად მაჩვენებლებს ან ორგანიზაციის მიზნებს, შესაბამის ინფორმაციას აღიარებული გარე წყაროებიდან და სენსიტიურობის ანალიზს. თუ ორგანიზაციის პერსპექტივების აღწერისას გარკვეული ვარაუდები ან პროგნოზებია გაკეთებული, სასარგებლო იქნება რომ აქ ისინი მოკლედ იყოს შეჯამებული. ფაქტობრივი შესრულების შედარება ადრე დადგენილ სამიზნე პარამეტრებთან არსებული პერსპექტივების უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა.

4.39 ინტეგრირებულ ანგარიშში ორგანიზაციის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის შეტანისას მხედველობაში მიიღება ორგანიზაციისთვის სავალდებულო სამართლებრივი ან მარეგულირებელი მოთხოვნები.

4H ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის საფუძველი

4.40 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: როგორ ადგენს ორგანიზაცია ინტეგრირებულ ანგარიშში შესატან საკითხებს და როგორ ხდება მათი რაოდენობის განსაზღვრა ან შეფასება?

4.41 ინტეგრირებულ ანგარიშში აღწერილი უნდა იყოს მისი მომზადების და პრეზენტაციის საფუძველი, მათ შორის:

• ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა საკითხების არსებითობის დადგენის პროცესის მოკლე შემაჯამებელი აღწერა (იხ. პარაგრაფი 4.42);

• ანგარიშგების საზღვრების აღწერა და მათი დადგენის გზები (იხ. პარაგრაფები 4.43–4.46);

• არსებითი საკითხების შეფასებისა და რაოდენობრივად განსაზღვრის მიზნით გამოყენებული მნიშვნელოვანი ჩარჩოების და მეთოდების მოკლე შემაჯამებელი აღწერა (იხ. პარაგრაფები 4.47–4.48.).

საკითხების არსებითობის დადგენის პროცესის მოკლე აღწერა

4.42 ინტეგრირებული ანგარიში მოიცავს ორგანიზაციის მიერ არსებითობის განსაზღვრის და ძირითადი მოსაზრებების შეჯამებას (იხ. პარაგრაფები 3.18–3.20). მასში შეიძლება შეიცავდეს:

• იმ პროცესის მოკლე აღწერა, რომელიც გამოიყენება შესაბამისი საკითხების დასადგენად, მათი მნიშვნელობის შესაფასებლად და შემდეგ მათი რაოდენობის შესამცირებლად არსებითი საკითხების სიამდე;

• ორგანიზაციის მართვაზე პასუხისმგებელ პირთა და ძირითადი პერსონალის როლის იდენტიფიკაცია არსებითი საკითხების დადგენასა და პრიორიტეტულობის განსაზღვრაში.

ინტეგრირებულ ანგარიშში ასევე შეიძლება მითითებული იყოს ბმული იმ დოკუმენტებზე, სადაც მოცემული უ4312 იქნება არსებითობის განსაზღვრის პროცესის უფრო დეტალური აღწერა.

ანგარიშგების საზღვრები
 
4.43 ინტეგრირებულ ანგარიშში იდენტიფიცირებულია ანგარიშგების საზღვრები და ახსნილია თუ როგორ იქნა ისინი დადგენილი (იხ. პარაგრაფები 3.30–3.35).

4.44 ორგანიზაციის ინტეგრირებულ ანგარიშში აღნიშნულია არსებითი რისკები, შესაძლებლობები და შედეგები, რომლებიც მიეკუთვნება ფინანსური ანგარიშგების სუბიექტებს ან დაკავშირებულია მათთან.

4.45 რისკები, შესაძლებლობები და შედეგები, რომლებიც მიეკუთვნება ან დაკავშირებულია სხვა სუბიექტებთან / დაინტერესებულ მხარეებთან ინტეგრირებულ ანგარიშში ასახულია იმდენად, რამდენადაც ისინი არსებით გავლენას ახდენენ ფინანსური ანგარიშგების სუბიექტის მიერ ღირებულების შექმნის შესაძლებლობაზე.

4.46 პრაქტიკულმა პრობლემებმა შეიძლება შეზღუდოს იმ ინფორმაციის ხასიათი და მოცულობა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინტეგრირებულ ანგარიშში. მაგალითად:

- იმ სუბიექტების საიმედო მონაცემების ხელმისაწვდომობა, რომელსაც ფინანსური ანგარიშგების სუბიექტი არ აკონტროლებს;

- ყველა ის რისკი, შესაძლებლობა და შედეგები, რომელიც არსებით ზემოქმედებას მოახდენს ფინანსური ანგარიშგების სუბიექტის მიერ ღირებულების შექმნის შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ რომელთა იდენტიფიცირების შეუძლებელია.

შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს ფინანსურ ანგარიშში ყველა ასეთი შეზღუდვის და მათ დასაძლევად მიღებული ზომების მითითება.

ანგარიშგების საზღვრების აღწერა და დადგენის გზები

4.47 ინტეგრირებული ანგარიში შეიცავს იმ მნიშვნელოვანი ჩარჩოებისა და მეთოდების მოკლე აღწერილობას, რომლებიც გამოიყენება ანგარიშში შეტანილი მნიშვნელოვანი საკითხების რაოდენობრივად განსაზღვრისა ან შეფასებისთვის (მაგ., ფინანსური ანგარიშგების მოქმედი სტანდარტები, რომელსაც კომპანია იყენებს, კომპანიის მიერ მისი კლიენტების კმაყოფილების გაზომვის ფორმულა ან დარგში არსებული რისკების შეფასების ჩარჩო). უფრო დეტალური განმარტებები შეიძლება მოცემულ იქნას სხვა კომუნიკაციებში.

4.48 როგორც 4.10 პარაგრაფში აღინიშნა, იმ შემთხვევებში, როდესაც ინტეგრირებულ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია მსგავსია ან ემყარება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სხვა ინფორმაციას, იგი უ4323 უნდა მომზადდეს იმავე საფუძველზე, რაც სხვა ინფორმაცია ან მისი შეჯერება სხვა ინფორმაციასთან ადვილი უნდა იყოს. მაგალითად, როდესაც მუშაობის ძირითადი ინდიკატორები ეყრდნობა ფინანსურ ანგარიშგებაში ან მდგრადობის ანგარიშში მოცემულ ინფორმაციას ან ეხება ანალოგიურ თემებს, ისინი იმავე საფუძველზე დაყრდნობით და იმავე პერიოდისთვის უნდა მომზადდეს.
 
4I ზოგადი მითითებები ანგარიშგების შესახებ

4.49 ანგარიშგებასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები ეხება სხვადასხვა შინაარსობრივ ელემენტებს:

• არსებითი საკითხების განხილვა (იხ. პარაგრაფები 4.50–4.53).

• ინფორმაცია სხვადასხვა კაპიტალის შესახებ (იხ. პარაგრაფები 4.54–4.55).

• ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდების განსაზღვრა.

• გაერთიანება და დაყოფა (იხ. პარაგრაფები 4.60–4.62).

არსებითი საკითხების განხილვა

4.50 არსებითი საკითხის ხასიათიდან გამომდინარე, ორგანიზაცია განიხილავს ანგარიშში შემდეგი ინფორმაციის შეტანის მიზანშეწონილობას:

• საკვანძო ინფორმაცია, როგორიცაა:

- არსებითი საკითხის განმარტება და ორგანიზაციის სტრატეგიაზე, ბიზნეს-მოდელზე ან სხვადასხვა კაპიტალზე მისი გავლენის აღწერა;

- შესაბამისი ურთიერთზემოქმედების და ურთიერთდამოკიდებულებების აღწერა, რაც მიზეზებისა და შედეგების განმარტებას იძლევა;


- ორგანიზაციის შეხედულება ამ საკითხზე;

- საკითხის მართვისთვის განხორციელებული ქმედებები და მათი ეფექტურობა;

- ორგანიზაციის მიერ ამ საკითხის კონტროლის ხარისხი;

- რაოდენობრივი და თვისობრივი ინფორმაციის გამჟღავნება, წინა პერიოდების შედარებითი ინფორმაციისა და მომავალი პერიოდების მიზნების ჩათვლით.

• თუ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გაურკვევლობა არსებობს, ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია მის შესახებ, როგორიცაა:

- გაურკვევლობის განმარტება;

- შესაძლო შედეგების სპექტრი, შესაბამისი დაშვებები და განმარტებები იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ინფორმაცია თუ ეს დაშვებები არ გამართლდა;

- მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული არასტაბილურობის და გარკვეულობის დიაპაზონი ან მისი საიმედოობის დონე.

• თუკი ითვლება, რომ საკითხის შესახებ საკვანძო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, ეს ფაქტი და მისი მიზეზები უნდა გამჟღავნდეს;

• თუ ინფორმაციის გამჟღავნება ორგანიზაცია დაკარგავს კონკურენტული უპირატესობის მნიშვნელოვან ნაწილს, ამ საკითხის შესახებ ზოგადი ხასიათის განმარტებები უნდა გაკეთდეს, კონკრეტული დეტალების გამჟღავნების გარეშე. (იხ. პარაგრაფი 3.51).

4.51 საკითხის ხასიათიდან გამომდინარე, ინტეგრირებულ ანგარიშში ის შეიძლება წარმოდგენილი იყოს ცალკე სექციაში ან სხვადასხვა შინაარსობრივ ელემენტებთან ერთად.

4.52 ანგარიშში თავი უნდა ავარიდოთ უაღრესად ზოგადი ინფორმაციის გამჟღავნებას. მასში ინფორმაცია შეაქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის პრაქტიკული გამოყენება აქვს ინტეგრირებული ანგარიშის ძირითადი მიზნის მისაღწევად, როგორც ეს აღნიშნულია 4.7 პარაგრაფში. ამისათვის საჭიროა, რომ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია აღწერდეს ორგანიზაციის სპეციფიკურ გარემოებებს. შესაბამისად, თითოეულ შინაარსობრივ ელემენტთან დაკავშირებით აქ მოყვანილი მარკირებული მაგალითებისა და მოსაზრებების ჩამონათვალი საკონტროლო სია არ არის.

ხარისხობრივი ინდიკატორების მახასიათებლები

4.53 რაოდენობრივი მაჩვენებლები (როგორიცაა მაგალითად მუშაობის საკვანძო ინდიკატორები) გაზრდიან ამ ორგანიზაციის სხვა ორგანიზაციებთან შედარების შესაძლებლობის და განსაკუთრებით გამოსადეგი იქნებიან სამიზნე მაჩვენებლების ანგარიშგების დროს. შესაფერისი რაოდენობრივი ინდიკატორების საერთო მახასიათებლები შეიძლება იყოს:

• ორგანიზაციის სპეციფიკური გარემოებების ასახვა;

• შესაბამისობა ინდიკატორებთან, რომელსაც მმართველი პირები იყენებენ ორგანიზაციის შიგნით;

• სხვა ინდიკატორებთან კავშირის დემონსტრირება (მაგალითად, ფინანსურ და სხვა ინფორმაციას შორის);

• კონცენტრირება ისეთ საკითხებზე, რომელიც იდენტიფიცირებულია არსებითობის განსაზღვრის პროცესში;

• წარმოდგენილია ორი ან მეტი მომავალი პერიოდისთვის დასახული შესაბამისი მიზნებით და პროგნოზებით;

• წარმოდგენილია მრავალი პერიოდისთვის (მაგალითად, სამი ან მეტი პერიოდისთვის) ტენდენციების ჩვენების მიზნით;

• შედარებულია ადრე განსაზღვრულ მიზნებთან, პროგნოზებთან და დაშვებებთან, (ანგარიშვალდებულების მიზნით);

• შეესაბამება დარგში ან რეგიონში საყოველთაოდ მიღებულ ნიშნულებს, რაც სხვა ორგანიზაციებთან შედარების საფუძველს ქმნის;

• წარმოდგენილია თანმიმდევრულად, ერთმანეთის მომდევნო პერიოდების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ტენდენციები და შედარებები დადებითი თუ უარყოფითი;

• წარმოდგენილია თვისობრივ ინფორმაციასთან ერთად, კონტექსტის შესაქმნელად და შინაარსობრივი მნიშვნელობის გასაუმჯობესებლად. შესაბამის ხარისხობრივ ინფორმაციაში ახსნილი უნდა იყოს:

- შეფასების მეთოდები და დაშვებები, რომელიც ამ შეფასებებს საფუძვლად დაედო;

- დასახული მიზნებიდან, ტენდენციებიდან და ნიშნეულებიდან მნიშვნელოვანი გადახრის მიზეზები და რატომ არის მოსალოდნელი, რომ ეს გადახრა გამეორდეს ან არ გამეორდეს.

ინფორმაციის გამჟღავნება სხვადასხვა კაპიტალის შესახებ

4.54 ინტეგრირებულ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის კაპიტალის ან კაპიტალის კომპონენტის შესახებ:

• განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ორგანიზაციის მიერ დროთა განმავლობაში ღირებულების შექმნის შესაძლებლობაზე, და არა იმის მიხედვით, არიან თუ არა ისინი ორგანიზაციის საკუთრებაში;

• შეიცავს იმ ფაქტორების აღწერას, რომლებიც გავლენას ახდენენ კაპიტალის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე და განმარტავენ ორგანიზაციის მოლოდინს შექმნას კაპიტალის ნაკადები მომავალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ეს განსაკუთრებით იმ სახის კაპიტალს ეხება, რომლის მარაგიც შეზღუდულია, არ არის განახლებადი და შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის ბიზნეს-მოდელის სიცოცხლისუნარიანობაზე.

4.55 როდესაც სხვადასხვა კაპიტალის მნიშვნელოვანი ცვლილებების რაოდენობრივი განსაზღვრა შეუძლებელია ან აზრი არ აქვს, ინტეგრირებულ ანგარიშში შეაქვთ თვისობრივი ინფორმაცია, რომ ახსნან კაპიტალის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ხარისხისა ცვლილებები ბიზნესის საწყის რესურსებში და ის, თუ როგორ ზრდის, ამცირებს ან გარდაქმნის მათ ორგანიზაცია. ამასთან, არ არის საჭირო სხვადასხვა ტიპის კაპიტალის ცვლილებების რაოდენობრივი განსაზღვრა ან აღწერა, ანგარიშში მოცემულ ყველა საკითხთან დაკავშირებით.

კომპლექსურობა, ურთიერთდამოკიდებულება და თანაფარდობა

4.56 ეს ჩარჩო დოკუმენტი არ მოითხოვს ინტეგრირებულ ანგარიშში სხვადასხვა სახის კაპიტალს შორის არსებული ყველა რთული ურთიერთდამოკიდებულების ამომწურავ აღწერას, რომ შესაძლებელი გახდეს ორგანიზაციის წმინდა გავლენის შეფასება კაპიტალის გლობალურ მარაგებზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ინტეგრირებულმა უ4304 ანგარიშმა გაამჟღავნოს ის ურთიერთდამოკიდებულებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო ანგარიშგების საზღვრების დადგენისას და მნიშვნელოვანი კომპრომისები, რომლებიც გავლენას ახდენს ღირებულების შექმნაზე დროთა განმავლობაში, მათ შორის:
 
• თანაფარდობები სხვადასხვა კაპიტალს ან კაპიტალის კომპონენტებს შორის (მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნა ისეთი საქმიანობის საშუალებით, რომელიც უარყოფითად მოქმედებს გარემოზე).

• თანაფარდობა დროთა განმავლობაში (მაგალითად, როდესაც ორგანიზაცია ირჩევს მოქმედების ერთ კურსს მაშინ, როდესაც სხვა კურსის არჩევის შემთხვევაში კაპიტალი უფრო მეტად გაზრდება, მაგრამ უფრო გვიანდელ პერიოდში).

• თანაფარდობა ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ კაპიტალსა და სხვათა საკუთრებაში არსებულ კაპიტალს შორის.

ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდების განსაზღვრა

4.57 ინტეგრირებული ანგარიშის მომზადებისას და წარდგენისას გათვალისწინებული მომავალი დრო უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს, ვიდრე ზოგიერთი სხვა ფორმის ანგარიშების შემთხვევაში. ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდების ხანგრძლივობას წყვეტს ორგანიზაცია, მისი ბიზნესის, ინვესტირების ციკლის, სტრატეგიისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების ლეგიტიმური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, არ არსებობს დადგენილი პასუხი თითოეული პერიოდის ხანგრძლიობის შესახებ.

4.58 ვადები განსხვავებულია:

• სხვადასხვა დარგებსა და სექტორებში (მაგ., საავტომობილო მრეწველობაში სტრატეგიული მიზნები, როგორც წესი, მოიცავს ერთი მოდელის ციკლის ორ პერიოდს, რვიდან ათი წლამდე, ხოლო ტექნოლოგიური დარგების შემთხვევაში ვადები შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს);

• განსხვავებული ხასიათის შედეგების გამო (მაგალითად, ბუნებრივ, სოციალურ და ურთიერთობების კაპიტალზე ზოგიერთი ფაქტორის ზემოქმედების პერიოდი შეიძლება ძალიან გრძელვადიანი იყოს).

4.59 თითოეული საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობამ და ამგვარი ხანგრძლივობის მიზეზმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ინტეგრირებულ ანგარიშში გამოქვეყნებული ინფორმაციის ხასიათზე. მაგალითად, იმის გამო, რომ გრძელვადიან საკითხებზე უფრო მეტად იმოქმედებს გაურკვევლობა, მათ შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება იყოს უ4323 უმეტესად ხარისხობრივი, ხოლო მოკლევადიანი საკითხების შესახებ ინფორმაცია უფრო მეტად რაოდენობრივი, ან ფულად თანხებში წარმოდგენილი. ამასთან, არ არის საჭირო თითოეული ვადის შედეგების გამჟღავნება.
 
4.60 თითოეული ორგანიზაცია განსაზღვრავს თუ რა დონეზე სურს ინფორმაციის გაერთიანება (მაგალითად, ქვეყნის, შვილობილი კომპანიების, განყოფილებების ან ობიექტების მიხედვით) შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით. ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს ის ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ინფორმაციის დანაწევრებისთვის (ან გაერთიანებისთვის) და დანაწევრებული (ან გაერთიანებული) სახით ინფორმაციის დამატებითი მნიშვნელობა.
 
4.61 გარკვეულ გარემოებებში, ინფორმაციის გაერთიანების შედეგად შეიძლება დაიკარგოს მნიშვნელოვანი შინაარსი და ვერ მოხდეს რომელიმე კონკრეტულ სფეროებში განსაკუთრებით კარგი ან ცუდი შედეგების ხაზგასმა. მეორეს მხრივ, არასაჭირო დანაწევრების გამო ანგარიში შეიძლება ზედმეტად დატვირთული გამოვიდეს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ინფორმაციის გააზრებაზე.

4.62 ორგანიზაცია ანაწევრებს (ან აერთიანებს) ინფორმაციას შესაბამის დონეზე, კერძოდ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მართავენ და ხელმძღვანელობენ მის საქმიანობას ორგანიზაციის უფროსი მენეჯმენტი და პასუხისმგებელი პირები. ამის შედეგად ინფორმაცია როგორც წესი წარმოდგენილია მისი საქმიანობის სფეროების ან გეოგრაფიული სეგმენტების საფუძველზე, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის გამოიყენება. (იხ. აგრეთვე პარაგრაფები 4.21–4.22 რამდენიმე სხვადასხვა ბიზნეს-მოდელის მქონე ორგანიზაციების შესახებ).

სპეციალური ტერმინოლოგია

თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ამ ჩარჩო დოკუმენტის მიზნებისათვის, შემდეგ ტერმინებს აქვთ ქვემოთ მოცემული მნიშვნელობები:

1. „ბიზნეს-მოდელი“ - სისტემა, რომელსაც ორგანიზაცია იყენებს რომ ბიზნეს-საქმიანობის საშუალებით საწყისი რესურსები პროდუქციად და შედეგებად გარდაქმნას, შეასრულოს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნები და შექმნას ღირებულება ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში.

2. „კაპიტალი“ - ღირებულების მქონე რესურსები, რომლებიც იზრდება, იკლებს ან გარდაიქმნება ორგანიზაციის საქმიანობისა და შედეგების ზეგავლენით. ამ ჩარჩო დოკუმენტში კაპიტალი დაყოფილია კატეგორიებად, როგორც ფინანსური, წარმოების პროცესში შექმნილი, ინტელექტუალური, ადამიანური, სოციალური და ბუნებრივი კაპიტალი.

3. „შინაარსობრივი ელემენტები“ - ინფორმაციის კატეგორიები, რომელიც ინტეგრირებულ ანგარიშში უნდა შევიდეს; შინაარსობრივი ელემენტები ერთმანეთთან მტკიცედ არის დაკავშირებული, არ გამორიცხავს ერთმანეთს და ჩამოყალიბებულია კითხვების სახით, რომლებსაც პასუხი ისე უნდა გაეცეს, რომ შინაარსობრივ ელემენტებს შორის კავშირი მკაფიო იყოს.

4. „სახელმძღვანელო პრინციპები“ - სახელმძღვანელო პრინციპები საფუძვლად ედება ინტეგრირებული ანგარიშის მომზადებას, ინფორმაციის შინაარსსა და მის წარდგენას.

5. „საწყისი რესურსები“ - სხვადასხვა ტიპის კაპიტალი (რესურსები და ურთიერთობები) რომელსაც ორგანიზაცია თავის საქმიანობაში იყენებს.

6. „ინტეგრირებული ანგარიში“ - მოკლე კომუნიკაცია იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის ორგანიზაცია ღირებულებას მისი სტრატეგიის, მმართველობის, საქმიანობისა და გეგმების საშუალებით, არსებული გარე გარემოს კონტექსტში, ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში.

7. „ინტეგრირებული ანგარიშგება“ (<IR>) - პროცესი, რომელიც ინტეგრირებულ აზროვნებაზეა დამყარებული და რომლის შედეგად ორგანიზაცია პერიოდულ ინტეგრირებულ ანგარიშებს ამზადებს დროთა განმავლობაში ღირებულების შექმნის და შესაბამისი პროცესების სხვადასხვა ასპექტების შესახებ.
 
8. „ინტეგრირებული აზროვნება“ - გულისხმობს ორგანიზაციის მიერ მისი სხვადასხვა ოპერაციული და ფუნქციონალური ერთეულებისა და კაპიტალის ურთიერთდამოკიდებულების აქტიურ განხილვას. ინტეგრირებული აზროვნების შედეგად ორგანიზაცია იღებს ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს ქმედებებს ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში ღირებულების შექმნის მიზნით.

9. „არსებითი“ / „არსებითობა“ - საკითხი არსებითია, თუ მას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის მიერ ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში ღირებულების შექმნის შესაძლებლობებზე.

10. „შედეგები“ - ორგანიზაციის ბიზნეს საქმიანობისა და პროდუქტების კაპიტალზე ზემოქმედების შიდა და გარე შედეგები (დადებითი და უარყოფითი).

11. „პროდუქცია“ - ორგანიზაციის მიერ შექმნილი პროდუქტები და სერვისები და ყველა ტიპის მეორადი პროდუქტები, ნარჩენების ჩათვლით.

12. „მუშაობის შედეგები“ - ორგანიზაციის მიერ მისი სტრატეგიული ამოცანების მიღწევის ხარისხი და ამის ზემოქმედება კაპიტალზე.

13. „ფინანსური კაპიტალის მიმწოდებლები“ - აქციების და სავალო ვალდებულებების მფლობელები, რომლებიც ორგანიზაციას ფინანსურ კაპიტალით უზრუნველყოფენ (როგორც არსებული, ასევე პოტენციური), და სხვა პირები, მათ შორის გამსესხებლები და სხვა კრედიტორები. მათ რიცხვში შედიან ინვესტიციების საბოლოო ბენეფიციარები, კოლექტიური აქტივების მფლობელები და აქტივების ან ფონდების მენეჯერები.

14. „ანგარიშგების საზღვრები“ - საზღვარი, რომლის შიგნით მყოფი საკითხები საკმარისად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ორგანიზაციის ინტეგრირებულ ანგარიშში შევიდეს.

15. „დაინტერესებული მხარეები“ - ის ჯგუფები ან პირები, რომლებზეც შეიძლება (გონიერების ფარგლებში) იმოქმედოს ორგანიზაციის საქმიანობამ, პროდუქტებმა ან შედეგებმა, ან რომელთა ქმედებებმა შეიძლება (გონიერების
ფარგლებში) გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის მიერ დროთა განმავლობაში ღირებულების შექმნის უნარზე. დაინტერესებულ მხარეებს შორის შეიძლება იყვნენ ფინანსური კაპიტალის მიმწოდებლები, თანამშრომლები, მომხმარებლები, მომწოდებლები, ბიზნეს პარტნიორები, ადგილობრივი თემები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გარემოსდაცვითი ჯგუფები, კანონმდებლები, მარეგულირებლები და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები.

16. „სტრატეგია“ – სტრატეგიული ამოცანები და მათი მიღწევის სტრატეგიები.

17. „მართვაზე პასუხისმგებელი პირები“ – პირი / პირები ან ორგანიზაცია /ორგანიზაციები (მაგ., დირექტორთა საბჭო ან კორპორატიული რწმუნებული), რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უხელმძღვანელონ და ზედამხედველობა გაუწიონ ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულების განხორციელებას და ვალდებულებების შესრულებას.

18. „ღირებულების შექმნა“ – პროცესი, რომლის შედეგადაც სხვადასხვა სახის კაპიტალი იზრდება, მცირდება ან გარდაიქმნება ორგანიზაციის საქმიანობის ან წარმოებული პროდუქციის მეშვეობით.

დანართი - რეკომენდაციების შემაჯამებელი მიმოხილვა

ჩარჩო დოკუმენტის გამოყენება

ანგარიშის ფორმა და კავშირი სხვა ინფორმაციასთან

4.12 ინტეგრირებული ანგარიში უნდა იძლეოდეს მიზნობრივ, იდენტიფიცირებად ინფორმაციას.

ჩარჩო დოკუმენტის გამოყენება

4.17 ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ არის ინტეგრირებული ანგარიში და რომელშიც ეს ჩარჩო დოკუმენტი არის მითითებული, უნდა აკმაყოფილებდეს ამ ჩარჩო დოკუმენტში მუქი დახრილი შრიფტით აღნიშნულ ყველა მოთხოვნას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

• არსებითი ინფორმაციის გამჟღავნება შეუძლებელია სანდო ინფორმაციის მიუწვდომლობის ან კონკრეტული სამართლებრივი აკრძალვების გამო;

• არსებითი ინფორმაციის გამჟღავნება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობას (იხილეთ პარაგრაფი 3.54.).

4.18 თუ არსებითი ინფორმაციის გამჟღავნება შეუძლებელია სანდო ინფორმაციის მიუწვდომლობის ან კონკრეტული სამართლებრივი აკრძალვების გამო, ინტეგრირებულ ანგარიშში:

• უნდა აღინიშნოს გამოტოვებული ინფორმაციის ხასიათი;

• აიხსნას ამ ინფორმაციის გამოტოვების მიზეზი;

• თუ მონაცემები მიუწვდომელია, იდენტიფიცირებული უნდა იყოს მათ მისაღებად გადასადგმელი უ4316 ნაბიჯები და ამ ღონისძიებების განხორციელების სავარაუდო ვადები.

ინტეგრირებულ ანგარიშზე პასუხისმგებელი პირები

4.20 ინტეგრირებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის მართვაზე პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომელშიც შედის:

• ხელმძღვანელ პირთა განცხადება, რომ ისინი პასუხისმგებლობას იღებენ ინტეგრირებულ ანგარიშში შესული ინფორმაციის ჭეშმარიტებაზე;

• ხელმძღვანელ პირთა განცხადება, რომ მათ თავიანთი კოლექტიური აზრი გამოიყენეს ინტეგრირებული ანგარიშის მომზადებისა და პრეზენტაციისთვის;

• ხელმძღვანელ პირთა აზრი ან დასკვნა იმის შესახებ, რომ ინტეგრირებული ანგარიში შედგენილია ამ ჩარჩოს შესაბამისად.

ან თუ ინტეგრირებული ანგარიში არ შეიცავს ასეთ განცხადებას, მასში განმარტებული უნდა იყოს:

• ორგანიზაციის მართვაზე პასუხისმგებელი პირების როლი ინტეგრირებული ანგარიშის მომზადებასა და პრეზენტაციაში;

• ზომები, რომელსაც ორგანიზაცია იღებს იმისთვის, რომ ასეთი განცხადება შევიდეს მომავალ ანგარიშებში;

• ამის განხორციელების ვადები, მაგრამ არაუგვიანეს ორგანიზაციის მესამე ინტეგრირებული ანგარიშისა, რომელშიც ეს ჩარჩო დოკუმენტი იქნება მითითებული.

სახელმძღვანელო პრინციპები

მთავარი სტრატეგიული მიმართულება და სამომავლო ორიენტაცია

3.3 ინტეგრირებული ანგარიში უნდა იძლეოდეს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორია ორგანიზაციის სტრატეგია, როგორ უკავშირდება ის ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანიზაციის მიერ ღირებულების შექმნის შესაძლებლობას, როგორ იყენებს კომპანია სხვადასხვა კაპიტალს და რა გავლენას ახდენს ეს ორგანიზაციის სხვადასხვა კაპიტალზე.

ურთიერთდაკავშირებული ინფორმაცია

3.6 ინტეგრირებული ანგარიში უნდა იძლეოდეს ერთიან სურათს, რომელშიც ასახული იქნება იმ ფაქტორების კომბინაციები და ურთიერთდამოკიდებულება, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციის მიერ დროთა განმავლობაში ღირებულების შექმნის უნარზე.

ურთიერთობები დაინტერესებულ მხარეებთან

3.10 ინტეგრირებულ ანგარიშში აღწერილი უნდა იყოს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ორგანიზაციის ურთიერთობების ხასიათი და ხარისხი, მათ შორის ის, თუ როგორ და რამდენად აცნობიერებს, ითვალისწინებს და პასუხობს ორგანიზაცია დაინტერესებული მხარეების ლეგიტიმურ საჭიროებებსა და ინტერესებს.

არსებითობა

3.17 ინტეგრირებულ ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ორგანიზაციის მიერ მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში ღირებულების შექმნის შესაძლებლობაზე.

ლაკონიურობა

3.36 ინტეგრირებული ანგარიში უნდა იყოს ლაკონიური.

საიმედოობა და სისრულე

3.39 ინტეგრირებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ყველა არსებით საკითხს, როგორც პოზიტიურს, ასევე ნეგატიურს, დაბალანსებულად და არსებითი შეცდომის გარეშე.

თანამიმდევრულობა და შედარებითობა

3.54 ინტეგრირებულ ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია:

• უნდა იყოს დროში თანმიმდევრული;

• იძლეოდეს სხვა ორგანიზაციებთან შედარების საშუალებას იმდენად, რამდენადაც ეს არსებითია თავად ორგანიზაციის მიერ დროთა განმავლობაში ღირებულების შექმნის უნარისთვის.

შინაარსობრივი ელემენტები

ორგანიზაციის ზოგადი მიმოხილვა და გარე გარემო

4.4 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: რა საქმიანობას ეწევა ორგანიზაცია და რა ვითარებაში მუშაობს ის?

მმართველობა:

4.8 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: როგორ უწყობს ხელს ორგანიზაციის მართვის სტრუქტურა მის მიერ ღირებულების შექმნის შესაძლებლობას ხანმოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში?
ბიზნეს-მოდელი

4.10 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: როგორია ორგანიზაციის ბიზნეს-მოდელი?

რისკები და შესაძლებლობები

4.23 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: რა კონკრეტული რისკები და შესაძლებლობები ახდენენ გავლენას ორგანიზაციის შესაძლებლობაზე შექმნას ღირებულება მოკლევადიან, საშუალო და უ4306 გრძელვადიან პერიოდში, და როგორ წყვეტს ორგანიზაცია ასეთ საკითხებს?
სტრატეგია და რესურსების განაწილება

4.27 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: რის მიღწევა სურს ორგანიზაციას და როგორ აპირებს ამ მიზნების განხორციელებას?

მუშაობის შედეგები

4.30 მოცემულ მომენტში, რამდენად მიაღწია ორგანიზაციამ დასახულ სტრატეგიულ ამოცანებს და რა გავლენა მიახდინა ამან კაპიტალზე?

პერსპექტივები

4.34 რა გამოწვევებისა და გაურკვევლობების წინაშე დგება ორგანიზაცია სტრატეგიის განხორციელების პროცესში და რა პოტენციური გავლენის მოხდენა შეუძლია ამას მის ბიზნეს-მოდელსა და მომავალ საქმიანობაზე?

ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის საფუძველი

4.40 ინტეგრირებული ანგარიში უნდა პასუხობდეს კითხვას: როგორ ადგენს ორგანიზაცია ინტეგრირებულ ანგარიშში შესატან საკითხებს და როგორ ხდება მათი რაოდენობის განსაზღვრა ან შეფასება?