ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: ივნისი - №6(270), 2022
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

სიტუაციური სახელმძღვანელოები 

- 03.06.2022-ში გამოქვეყნდა #2431 სიტუაციური სახელმძღვანელო, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ საშემოსავლო გადასახადში შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ. 

მენუალი დამტკიცებულია 2022 წლის 6 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით. 

ფაქტობრივი გარემოებები 

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობას წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა. 

ვარიანტი 1: პირს სალაროს მეურნეობის გაძღოლის სახით დახმარებას უწევს მეუღლე, რომელთანაც არ აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და ამასთან არ ჰყავს იგი ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში. 

პირს სალაროს ანგარიშიდან პირადი მოხმარებისათვის, მ.შ. მეუღლეზე გაცემულ თანხასთან მიმართებაში საგადასახადო ვალდებულება არ აქვს შესრულებული. 

ვარიანტი 2: პირს საქმიანობაში დახმარებას უწევს შვილი, რომელიც ყოველთვიურად განსაზღვრული ანაზღაურების სანაცვლოდ უზრუნველყოფს პროდუქციის მომხმარებლისთვის ადგილზე მიწოდებას. 

პირს შვილთან გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულება და ამასთან იგი ასახული ჰყავს დაქირავებულ პირთა რეესტრში, ამასთან პირს ყოველთვიურად გაცემულ ანაზღაურებაზე საშემოსავლო გადასახადში შესრულებული აქვს საგადასახადო აგენტის ვალდებულება. 

შეფასება 

სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონდებლობით. 

დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს _ დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღურება ხელფასად. 

ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. 

სსკ-ის მე-8(16) მუხლის თანახმად ოჯახის წევრებად ითვლებიან პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან. 

ვარიანტი 1 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ოჯახის წევრებს შორის ადგილი აქვს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას საოჯახო მეურნეობის ერთობლივად გაძღოლის ფარგლებში და არ იკვეთება შრომითი ურთიერთობის წარმოშობა. შესაბამისად, აღნიშნული არ განიხილება სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად დაქირავებით მუშაობად. 

ვარიანტი 2 

მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის მე-8(16) მუხლის მიხედვით შვილი ითვლება ოჯახის წევრად, იქიდან გამომდინარე, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა დარეგულირებულია შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული განიხილება დაქირავებით მუშაობად. 

დაქირავებული პირისათვის გაცემული ხელფასის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულების განსაზღვრის მიზნებისათვის ითვლება, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სსკ-ის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფაქტობრივ გარემოებებს. 

ღონისძიებები 

ორივე ვარიანტში პირის ქმედება მართლზომიერია და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება. 

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში 

- პარლამენტის მიერ 23.06.2022-ში  მიღებული #1706-ვჳჳჳმს-ხმპ კანონის თანახმად ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში. ამ ცვლილებას, გადასახადის გადამხდელები უკვე რამდენიმე თვეა ელოდნენ. 

ცვლილების მიხედვით, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება აღნიშნული კოდექსით 2022 წელს არის გათვალისწინებული, გათავისუფლებულია 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, მიწის გარდა, ანუ: 

ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; 

ბ) 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; 

გ) 56.3 კოდით (სასმელებით მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; 

დ) 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება. 

ამ მოცემულობაში ორგანიზაცია არ თავისუფლდება კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელის სახით გადახდისგან და ეს გადასახდელი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არაუგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა, გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მიუხედავად. 

„ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება“. 

- 09.06.2022-ში მიღებული და 23.06.2022-ში ამოქმედებული #1652-ვჳჳჳმს-ხმპ კანონის მიხედვით დაკორექტირდა კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება არა მხოლოდ მარტოხელა დედის, არამედ მარტოხელა მშობლის კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 3000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი. 

აქვე შევნიშნავთ, რომ 09.06.2022-ში მიღებული 01.07.2022-დან ამოქმედებული #1651-ვჳჳჳმს-ხმპ კანონით ცვლილება შევიდა სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ: 

1. მარტოხელა მშობელი არის ამ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. 

2. მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის: 

ა) პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ. 

ბ) პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ. 

გ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 

დ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 

ივნისის თვეში გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციაში ორი ცვლილება შევიდა. 

- ფინანსთა მინისტრის 13.06.2022-ის #186 ბრძანებით დაკორექტირდა ინსტრუქციის 401 მუხლის (მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის (დანართი #ჳჳ-086) შევსება) მე-5 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც 18.2 სტრიქონში აისახება არარეზიდენტის, ასევე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანი ან აქციის ან წილის (უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებულის გარდა) შესაძენად განხორციელებული გადახდა. 

"შენიშვნა: ამ ინსტრუქციის 401 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მე-2 მაგალითის შენიშვნით გათვალისწინებულ პირთაგან, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად განიხილება პირი, რომლის მიერ, მის კაპიტალში შენატანის განხორციელების ან/და მისი აქციის/წილის შეძენის წლის წინა კალენდარული წლის განმავლობაში, მიღებული მოგების გადასახადით გათავისუფლებული შემოსავალი ამავე პერიოდში მიღებული შემოსავლის 30 პროცენტს აღემატება“. 

401 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი: 

`ა.დ) კომერციულ ბანკზე, საკრედიტო კავშირზე, სადაზღვევო ორგანიზაციაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ლომბარდზე დივიდენდის განაწილებისა, თუ მოგება განეკუთვნება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდებს~. 

- 13.06.2022-ის #187 ბრძანებით კი ცვლილება შევიდა ინსტრუქციის 41-ე მუხლის (მოგების გადასახადის დეკლარაციის (დანართი #ჳჳ-09) შევსება) მე-8 პუნქტში. დაკორექტირებულია ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, რომელიც ასე ჩამოყალიბდა: 

`35-ე სტრიქონში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არაუმეტეს წინა 5 (შესაბამის შემთხვევაში – 10) საგადასახადო წლის ზარალისა. ამ სტრიქონში აისახება  
აგრეთვე, ამხანაგობაში წილის მიხედვით მიღებული წინა წლების ზარალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით გამოიქვითება ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების ხარჯზე. შესაბამისად, გამოსაქვითი ზარალის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამხანაგობიდან კუთვნილი მოგების ოდენობას, რომელიც ასახულია ამავე დეკლარაციის მე-15 სტრიქონში. ამასთან, პირი, რომელიც სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით, რომელზეც ვრცელდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა, უფლებამოსილია ამ სტრიქონში ასახოს წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომლის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი (მოგება);“. 

აღნიშნულ „ი“ ქვეპუნქტს დაემატა მაგალითი #1: 

„მაგალითი 1: 

კომერციული ბანკის მიერ 2021 წლის განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 1 500 000 ლარი, მათ შორის, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი 500 000 ლარია, ხოლო მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი – 1 000 000 ლარი. ამასთან, კომერციულ ბანკს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი მიღებული აქვს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით. 

ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯის ოდენობა შეადგენს 1 300 000 ლარს. 

შედეგი: 

კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში წარსადგენი/წარდგენილი 2021 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია შეივსება შემდეგი წესით: 

დეკლარაციის III ნაწილის: 

– მე-15 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული 2021 წლის განმავლობაში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი – 1 500 000 ლარი. 

– მე-19 სტრიქონში – მე-15 სტრიქონში განსაზღვრული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გამოქვითვას დაქვემდებარებული ან აღსადგენი ხარჯი (მე-20-29-ე სტრიქონების ჯამი) – 1 300 000 ლარი. 

ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, პირს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯის აღდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა. 

– 32-ე სტრიქონში – საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გადამეტება გამოქვითვებზე 200 000 ლარი (1 500 000 – 1 300 000). 

– 34-ე სტრიქონში – მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) – 500 000 ლარი. 

– 36-ე სტრიქონში – 0. 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმის გათვალისწინებით, კომერციული ბანკი უფლებამოსილია 2022 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარსადგენი მოგების გადასახადის დეკლარაციის ჳჳჳ ნაწილის 35-ე სტრიქონში ასახოს 300 000 ლარი (500 000 – 200 000), როგორც წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი. 

შენიშვნა: 

მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირი, რომელიც მოგების გადასახადში სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საგადასახადო შეღავათით, რომელზეც არ ვრცელდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა, არ არის უფლებამოსილი მომდევნო წლებში გადაიტანოს 300 000 ლარი, როგორც წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი“. 

ფინანსთა მინისტრის ბრძანება #994 

- ფინანსთა მინისტრის მიერ 21.06.2022-ში მიღებული #196 ბრძანების საფუძველზე ცვლილება შევიდა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში“. 

წესის 381 მუხლს (დროებით ამოუღებადი დავალიანება) დაემატა 31 პუნქტი, რომლის თანახმადაც დავალიანების „დროებით ამოუღებად დავალიანებად მიჩნევის თაობაზე“ საგადასახადო ორგანოს უფროსის ან მოადგილის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თან უნდა დაერთოს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს პირის მიმართ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას, როგორიც არის:
 
`ა) მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება. 

ბ) გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 

გ) პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია საინკასო დავალება (საბანკო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში); 

დ) დავალიანების მქონე პირის ან/და მესამე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ არის მესამე პირზე გადახდევინების მიქცევისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240 ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი (სასამართლოს გადაწყვეტილება ან სხვა მტკიცებულებები), ან მესამე პირისათვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების გადახდევინებას~. 

ასევე უნდა ერთვოდეს დოკუმენტი შესაბამისი ინფორმაციის შესწავლის ან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაციების შესახებ, როდესაც მარეგისტრირებელი ორგანოებიდან ანდა დავალიანების მქონე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, პირს არ გააჩნია ქონება, ქონების არსებობის შემთხვევაში კი, ექსპერტის, აუდიტორის ან სხვა კომპეტენტური პირის მიერ შედგენილი დასკვნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი ან ქონების სავარაუდო ღირებულება სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების გადახდევინებას. 

- 29.06.2022-ის #208 ბრძანების საფუძველზე დაკორექტირდა წესის 22-ე და 236 მუხლების მე-5 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც საგადასახადო ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (ვიდეო-ან აუდიო- ჩანაწერების საშუალებით) ან მის გარეშე, უფლება აქვს: 

`ა) სსა-დან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით სსა-ის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინოს ამ თანხების პირის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე. 

ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და სსა-ის მაჩვენებლები შეუდაროს სალაროში არსებულ ნაღდ ფულს. 

გ) შესთავაზოს პირს, წარმოადგინოს სალაროში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ. 

დ) მოახდინოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა პირის ან მისი წარმომადგენლის სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით~. 

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- 13.06.2022-ში მიღებული და 28.06.2022-ში ამოქმედებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #62/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადახდის ოპერაციის შესრულების წესში“. 

23-ე მუხლს, უცხოური ვალუტით განხორციელებულ გადახდის ოპერაციებზე დამატებით დებულებებს დაემატა 31 და 32 პუნქტები, რომელთა თანახმად დაბალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიერ ფულადი სახსრების უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის შემთხვევაში, ბანკის ვალდებულებაა განსაზღვროს ის თანხობრივი ლიმიტები, რომელიც გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გამოთხოვის წინაპირობას წარმოადგენს. ლიმიტები განისაზღვრება ოპერაციის დანიშნულებისა და ოპერაციის რისკის გათვალისწინებით, ამასთან ბანკი ვალდებულია შეინახოს წარდგენილი დოკუმენტების ასლები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 

ასევე დაკორექტირდა თავად მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით ბანკი ვალდებულია გადამხდელი მეწარმე სუბიექტისაგან დამატებით მოითხოვოს გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, თუ უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის თანხა: 

`ა) აღემატება 100 000 ლარის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, გადარიცხვა სრულდება მაღალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიერ ან/და ოპერაცია დაკავშირებულია მაღალი რისკის იურისდიქციასთან ან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის #162/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის“ დანართი #2-ით განსაზღვრულ ოფშორულ ზონასთან. 

ბ) აღემატება 150 000 ლარის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში და გადარიცხვა სრულდება საშუალო რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიერ“. 

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #68/04 ბრძანების თანახმად ცვლილება შევიდა „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესში“. 

მოცემული ბრძანების მიხედვით ბანკის პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს და მიეწოდოს ეროვნულ ბანკს საანგარიშგებო კვარტლის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ოთხივე კვარტლისთვის, პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება კი არაუგვიანეს წლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების თარიღისა. 

სხვა ცვლილებები 

- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 10.06.2022-ის #6 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესში“. 

ცვლილების თანახმად წესის მე-11 მუხლი მე-2 პუნქტი, რომელიც ეხება სუბიექტის შესახებ ზოგად ინფორმაციას წარმოდგენილია შემდეგნაირად:

„2. მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ჩანართში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, დამატებით, უთითებს სუბიექტის ანგარიშგების დაინტერესებული პირისთვის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და მობილური ტელეფონის ნომერს, ასევე, თანხმობის შემთხვევაში, მონიშნავს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსა და/ ან სსიპ „აწარმოე საქართველოში“-სთვის გადაცემის ღილაკს“. 

სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაცია გადაეცემა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსა ან სსი პ „აწარმოე საქართველოში “. 

- 08.06.2022-ში მიღებული #288 მთავრობის დადგენილებით ცვლილება შევიდა „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში“. 

დაკორექტირდა 31 მუხლის მე-9 პუნქტი: 

„9. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის შეტყობინების მიღების შემდგომ გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 მარტის №1 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, თუ ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა ფასი არ იქნება დადგენილი“. 

ასევე ცვლილება შევიდა 61 მუხლის მე-2 პუნქტში: 

„2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით. ამასთანავე, განსხვავებული სალიცენზიო პირობების ან/და საინვესტიციო წინადადებების არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია, აღნიშნული ლიცენზია გაიცეს ან/და გაგრძელდეს უკვე გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა არა უმეტეს 10 წლამდე ვადით. ამასთანავე, ლიცენზიის 10 წლამდე ვადით გაცემა ან მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ჯამურად მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) კუბურ მეტრს. ასევე ლიცენზიის მოქმედების 10 წლამდე ვადით გაგრძელება შესაძლებელია, თუ ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით მოწყობილია საჭირო ინფრასტრუქტურა (გადამამუშავებელი ქარხანა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და სხვ.). ამ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის დარჩენილი მოცულობისთვის გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 მარტის №1 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი“. 

იხილეთ ასევე: 

– 29.06.2022-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #70/04 ბრძანება, საინვესტიციო ფონდებისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე. 

– 29.06.2022-ის ფინანსთა მინისტრის #209 ბრძანება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 24.06.2022-ის მთავრობის #334 დადგენილება, „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2022 წლის 26 აპრილის #225 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 08.06.2022-ის მთავრობის #291 დადგენილება, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ ამავე პირის 2019 წლის 31 მაისის #257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

მარიამ აფრასიძე