ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: სექტემბერი-2021 - №9(261), 2021
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

- ფინანსთა მინისტრის 09.09.2021 წ.-ის #228 ბრძანების თანახმად ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა რამდენიმე მუხლი და დანართი #III-24.

დეკლარაციის „ბ“ დანართის IV ნაწილში უნდა მიეთითოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის შესაბამისად სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შესყიდვისას შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისი შესყიდვის თარიღი და დღგ-‑ის თანხა, ასევე დასახელება.

„ბ“ დანართის VIII ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება) და მასზე არ გამოიწერება კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურა. VIII ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ‑ის იმ დეკლარაცი(ებ)ის ნომერი, სადაც განხორციელდა კორექტირებამდე დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, მე-3 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაციის საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში კი დღგ-ის თანხა, რომლითაც ხდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის შემცირება. ასევე, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ზე მეტი.
„ბ“ დანართის IX ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდა დღგ-ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება). IX ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაცი(ებ)ის სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე დღგ‑ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ის დეკლარაციით და უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით. მე-3 სვეტში მიეთითება ამავე დანართში მითითებული დღგ‑ის დეკლარაციის/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების შესაბამისი საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რითაც ხდება დღგ-ით უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება). მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ზე მეტი. ასევე, მოცემულ დანართში მითითებული დღგ-ის თანხა გადაიტანება დღგ‑ის დეკლარაციის III ნაწილის მე-10 გრაფაში.

ამავე ბრძანების მიხედვით, თუ ფიზიკური პირი აკმაყოფილებს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების პირობებს, მას შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში, მიუხედავად ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა, პირმა უნდა შეასრულოს დღგ-‑ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

- ფინანსთა მინისტრის 14.09.2021 წ. მიღებული #233 ბრძანების თანახმად ინსტრუქციის 112-‑ე მუხლის (გარდამავალი დებულებები) ფარგლებში, თუ 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენა და მოსაკრებლის გადახდა განხორციელებულია ლიცენზიის იჯარით მიმღები პირის მიერ, ამ ნაწილში ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება ლიცენზიის მესაკუთრის მიერ.

წარმოდგენილია შემდეგი მაგალითი:

„პირზე (ლიცენზიის მესაკუთრეზე) გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია, რომელზეც დამტკიცებულია ათვისების შესაბამისი გეგმა. პირს (ლიცენზიის მესაკუთრეს) 2018 წლის პირველი იანვრიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია სრულად იჯარით აქვს გადაცემული სხვა პირზე (ლიცენზიის იჯარით მიმღებ პირზე).

ვარიანტი პირველი:

2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება წარდგენილია და ამ გაანგარიშების საფუძველზე დარიცხული მოსაკრებლის თანხა გადახდილია ლიცენზიის იჯარით მიმღები პირის მიერ.

ვარიანტი მეორე:

2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ არის. ამასთან, არ არის გადახდილი კუთვნილი მოსაკრებლის თანხა.

პირველ ვარიანტში:

ლიცენზიის იჯარით მიმღები პირის მიერ 2021 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენა და ამ გაანგარიშების საფუძველზე დარიცხული მოსაკრებლის თანხის გადახდა, ამ ნაწილში ჩაეთვლება ლიცენზიის მესაკუთრეს შესრულებულად.
მეორე ვარიანტში:

იჯარით გაცემულ ლიცენზიაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენა და ამ გაანგარიშების საფუძველზე დარიცხული მოსაკრებლის თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრება ლიცენზიის მესაკუთრეს.“.

- 15.09.2021 წ.-‑ის #236 ბრძანებით, რომელიც ამოქმედდება მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან, დაკორექტირდა ინსტრუქციის 61 მუხლის პირველი და მე-‑2 პუნქტები, მე-‑3-‑მე-‑4, მე-‑6-‑მე-‑12 პუნქტები და „მაგალითი“ კი ამოღებულია.

ცვლილების თანახმად გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს მიერ განესაზღვრება სიდიდის შესაბამისი კატეგორია, რომელიც შეიძლება იყოს: მცირე, საშუალო და მსხვილი.

გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

- 22.09.2021 წ.-‑ის #246 ბრძანების მიხედვით დაკორექტირდა ინსტრუქციის 758 მუხლი, რომელიც ეხება კომერციული ბანკებისათვის დღგ-‑ის თანხის დაბრუნების წესს, იგი ამოქმედდა 01.10.2021-‑დან და ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:

1. დღგ-‑ის თანხის დაბრუნების მიზნით, ბანკი შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წერილობითი (მატერიალური) ან ელექტრონული ფორმით მიმართავს შემოსავლების სამსახურს და წარუდგენს ჯამურ ანგარიშს გადახდაზე და ამონაწერს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაბრუნებული თანხების შესახებ.

2. ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-‑ის თანხის დაბრუნების შესახებ“ განაცხადის ელექტრონულად წარდგენისას:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში განაცხადი ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავების საფუძველზე ავტომატურად დაკმაყოფილდება, ხოლო შემოსავლების სამსახური, თანხის დაბრუნების მიზნით, უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სახაზინო სამსახურში დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გაგზავნას „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-‑ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ~ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის #916 ბრძანებით დადგენილი წესით;

ბ) მონაცემების ავტომატური დამუშავების (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით) შედეგად აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით ელექტრონულად ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-‑დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-‑ის თანხის დაბრუნების შესახებ“ განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენისას მას განიხილავს საგადასახადო ორგანო, რომელიც ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში თანხის დასაბრუნებლად შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტებს გაგზავნის სახაზინო სამსახურში. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში კი წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

- 22.09.2021 წ.-ის #245 ბრძანებით, ცვლილება შევიდა ამავე პირის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, კერძოდ, დაკორექტირდა მისი მე-3-მე-4 მუხლები, რომელიც ეხება გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესს და მის ფარგლებში წარმოდგენილია შემდეგი მოცემულობები:

 გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

საგადასახადო აღრიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარი.

საგადასახადო ორგანო განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უზრუნველყოფს პირის საგადასახადო აღრიცხვას და გადასახადის გადამხდელის მოწმობის გაცემას.

ფინანსთა მინისტრის 29.09.2021 წ.-ის #254 ბრძანებით კი დაკორექტირდა ინსტრუქციის 731 მუხლის მე-2 პუნქტი და ასევე დაემატა ახალი 21 პუნქტი. მოცემული ბრძანების მოქმედება ვრცელდება 2021 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ცვლილების თანახმად დასაბეგრი პირის მიერ დღგ‑ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-‑ის თანხა განისაზღვრება დადგენილი წლებიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ (რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით) დარჩენილი წლების მიხედვით, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ:

ა) დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად როგორც ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ‑ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია;

ბ) დასაბეგრ პირს უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად მხოლოდ ისეთ ოპერაციებში, რომლებზეც გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება.

21 პუნქტის მიხედვით, თუ პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 1 იანვრამდე და რეგისტრაციის თარიღამდე ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებებზე ვერ მოახდინა დღგ-ის ჩათვლა, მას უფლება აქვს 2021 წლიდან ჩათვლისთვის განსაზღვრული დარჩენილი წლების პროპორციულად დღგ-‑ის თანხა ჩაითვალოს ყოველი წლის ბოლოს დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 16.09.2021‑ში მიღებული #132/04 ბრძანების შედეგად ცვლილება შევიდა ამავე პირის 2018 წლის 30 ნოემბრის #259/04 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც დამტკიცებულია დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესი.
ცვლილების მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა შეამოწმოს და დაადასტუროს, რომ ყველა საპენსიო აქტივი სწორად არის რეგისტრირებული დაგროვებითი საპენსიო სქემის ან სქემის სახელით/სასარგებლოდ მოქმედი საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველი კომპანიის სახელზე. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აწარმოოს ყველა საპენსიო აქტივის აღრიცხვა (რეესტრის წარმოება) და შესაბამისი ჩანაწერების განახლება.

თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ცალკეულ საპენსიო აქტივებზე შესაძლებელია არ გავრცელდეს აღნიშნული მოთხოვნა, მაგრამ, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია შეამოწმოს და დაადასტუროს, რომ ასეთი აქტივები სწორად არის რეგისტრირებული დაგროვებითი საპენსიო სქემის ან სქემის სახელით/სასარგებლოდ მოქმედი საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველი კომპანიის სახელზე და აწარმოოს მათი რეესტრი. ასევე, სპეციალიზებული დეპოზიტარის მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ არ მოხდეს საპენსიო აქტივების გასხვისება ან გადაცემა სპეციალიზებული დეპოზიტარის ჩართულობის/ინფორმირებულობის გარეშე, ამასთან, მან მუდმივად უნდა ამოწმოს საპენსიო სააგენტოსა და აქტივების მმართველი კომპანიის არსებულ ჩანაწერებსა და საკუთარ ჩანაწერებს შორის შესაბამისობა.

სხვა ცვლილებები

- 06.10.2021 წ. მიღებულ იქნა ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი #225_#54 ბრძანება, რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა ამავე პირების 2019 წლის 29 აგვისტოს #259/#74 ბრძანებით დამტკიცებულ „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესში“.

ცვლილების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურასა თუ რეექსპორტში მოქცევისას, სააგენტო საბაჟო ორგანოს მიერ შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე თუ დადგინდა, რომ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს აქვს მისივე სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დარღვეული გამოცხადების/დეკლარირების ვადა, ამის შესახებ სააგენტო აცნობებს საბაჟო ორგანოს.

ასეთ შემთხვევაში შეჩერდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში, რეექსპორტში მოქცევის საბაჟო ფორმალობები და იგი განახლდება მხოლოდ საბაჟო ორგანოს მიერ სათანადო ინფორმაციის მიწოდებისას.

პირმა რეექსპორტის დეკლარაციასთან ერთად უნდა წარადგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც რეექსპორტში მოქცევის მიზნით წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მხრიდან მოხდა სამართალდარღვევის ფაქტი, უნდა წარადგინოს შესაბამისი ჯარიმის გადახდისა და წარმოშობილი საგადასახადო ანდა საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტებიც.

- შემოსავლების სამსახურის 03.09.2021 წ.-‑ის #28308 ბრძანებით ცვლილება შევიდა ამავე პირის #27256 ბრძანებით დამტკიცებულ „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესში~.

მე-2 მუხლის ახალ 21 პუნქტში, რომელიც ეხება ბარათების გადაცემას, წერია, რომ თუ მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ბარათების რეალიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხ თანხებზე გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები სრულად იქნება შესრულებული და ბარათების რეალიზატორი პირი მოითხოვს ბარათების ახალი ოდენობის გადაცემას და ის აკმაყოფილებს წესით მოთხოვნილ პირობებს, როდესაც:

– გარანტიის მოქმედების ვადა არ არის გარანტიის წარდგენიდან 2 თვეზე ნაკლები;

– გარანტია სრულად უზრუნველყოფს ბარათების რეალიზატორი პირის ვალდებულებებს მისთვის გადაცემული ბარათების რეალიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხ თანხებზე. ამასთან, ბარათების რეალიზატორი პირის პასუხისმგებლობა გარანტიით არის უზრუნველყოფილი მისთვის გადაცემული ბარათების რეალიზაციიდან ბიუჯეტში გადასარიცხ თანხებზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, ბარათების რეალიზატორ პირს გადასცეს ბარათების ახალი ოდენობა.

- 25.08.2021-‑ის მთავრობის #423 დადგენილება, რომელიც მიმდინარე წლის 25.09.2021-‑დან ამოქმედდა, გულისხმობს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურების გადახდის ახალი პირობების შემოღებას იმ პირებისთვის, რომლებიც შესაბამისი მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენენ განცხადებას ელექტრონული ფორმით, მათივე ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. აღნიშნული მოიცავს საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ან მის განახევრებას.

ცვლილების თანახმად, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში პირი გათავისუფლდება შემდეგი განცხადებების მომსახურების საფასურის გადახდისგან:

– მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება.

– საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე.

– გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენის შესახებ.

– საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე.

– ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა.

– გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დაქირავებული პირის მომართვის შემთხვევაში).

– ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის რეგისტრაცია.

– მესამე პირზე საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე.

თუმცა, მოცემული განცხადებებისთვის სერვისცენტრში ფიზიკურად მისვლის შემთხვევაში, მათზე გავრცელდება მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურები.

ზემოთ აღნიშნული #423 დადგენილებით დამატებულია შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები (იხ. ცხრილი ქვემოთ):
     

ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში საფასურები განახევრდება შემდეგ განცხადებებზე:

– საგადასახადო ორგანოსთან შედარების აქტის გაფორმების შესახებ.

– შვიდნიშნა კოდის რეგისტრაცია სტაციონარული ობიექტებისათვის – ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისთვის.

– მოსარგებლედ რეგისტრაცია ან ვადის გაგრძელება – ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისათვის.იხილეთ ასევე:

– 30.09.2021-ის ფინანსთა მინისტრის #257 ბრძანება, „მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, OPOS ტერმინალი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ ამავე პირის 2020 წლის 1 ოქტომბრის #243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

– 29.09.2021-ის ფინანსთა მინისტრის #255 ბრძანება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

– 21.09.2021-ის მთავრობის #471 დადგენილება, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

– 07.09.2021-ის მთავრობის #453 დადგენილება, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ.

– 02.09.2021-ის მთავრობის #447 დადგენილება, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.

სხვა სიახლეების გასაცნობად, ისარგებლეთ განახლებადი საკანონმდებლო-‑საკონსულტაციო ბაზით "ააფ-ინფო კონსულტანტი" (579-29-31-31).

მარიამ აფრასიძე