ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
აღრიცხვა და გადასახადები
საგადასახადო და საფინანსო სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები: სექტემბერი-2022 - №9(273), 2022
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 

- 09.09.2022-ში მიღებული #1808-IXმს-Xმპ კანონით ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 01.11.2022-დან. ამ ცვლილების საფუძველზე საგადასახადო კოდექსს დაემატა 71 მუხლი, რომელიც ეხება საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნებს. 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი გადასახადის გადამხდელის საგადახდო ანგარიშის მიმართ გავრცელდება კოდექსის 54-ე მუხლით, 71-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 241-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-10 და მე 11 ნაწილებითა და 243-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით საბანკო დაწესებულებისთვის საბანკო ანგარიშის მიმართ განსაზღვრული დებულებები, თუ იგი ელექტრონული ფულის სქემაში როგორც გადამხდელს ჩართავს იურიდიულ პირს, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში გავრცელდება კოდექსის 283-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობები. 

მოცემული გარემოებისთვის საგადასახადო ორგანო ეყრდნობა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 112 პუნქტის შესაბამისად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ჩამონათვალს. 

ამავე კანონის თანახმად 70-ე მუხლის(ინფორმაციის მოთხოვნის უფლება) 31 ნაწილს დაემატა 32-3ნაწილები: 

„32. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

33. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

34. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

35. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

36. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე სესხის გამცემი სუბიექტისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 502 და 522 მუხლებით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა". 

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 

- 16.09.2022-ში მიღებული #314 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. 

კერძოდ, ბრძანების წინა ვერსიით ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსება სავალდებულო იყო ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე), მოცემული ცვლილებით კი ვალდებულება შეიცვალა 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის საქონელზე. 

მსგავსი მოცემულობა ვრცელდება ყველა ანალოგიურ პირობაზე, სადაც ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყე ჩანაცვლებულია 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყით. 

- 26.09.2022-ის #329 ბრძანებით ინსტრუქციაში შეტანილი ცვლილებით კი ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის გამოწერისას ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებით მიწოდებისას გამოწერილი ელექტრონული ფორმის ნსაფ-ის გაუქმება შესაძლებელია მყიდველის მიერ ნსაფ-ის დადასტურების შემთხვევაში ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყებამდე, ტრანსპორტირების გარეშე მიწოდებისას გამოწერილი ელექტრონული ფორმის ნსაფ-ი უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ, როგორც გამყიდველის, ისე მყიდველის ერთდროულად მიმართვის შემთხვევაში. 

დაუშვებელია არასწორად შევსებული ნსაფ-ის გადაცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, არასწორად შევსებული ნსაფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა) ყველა ეგზემპლარი გადასახადის გადამხდელის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ამ ორგანოდან ნსაფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა. 

- ფინანსთა მინისტრის მიერ 16.09.2022-ში მიღებული #313 ბრძანებით კიდევ ერთი ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში. 

ცვლილების მიხედვით, როდესაც ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ანდა ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების გარეშე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის მე-11, მე-13, მე-16, მე-19-23-ე და 25-ე სტრიქონები არ ივსება, მე-10 სტრიქონში იწერება „საცალო“, მე-12 სტრიქონში კი – საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი. 

თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხდება ტალონებით ანდა ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ამასთან, პირს არ აქვს საკუთრებაში/ სარგებლობაში სტაციონარული ობიექტი და ნავთობპროდუქტი შეძენილი აქვს გამყიდველის საცავში შენახვისა და ტალონების საშუალებით შემდგომი რეალიზაციის პირობით, მე-13 სტრიქონზე უნდა მიეთითოს პირისათვის აღნიშნული სახით რეალიზაციისათვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი. 

თუ პირი ზემოთაღნიშნულად შეძენილ ნავთობპროდუქტს იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში, მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა), აღნიშნული ნავთობპროდუქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ტრანსპორტირების შემთხვევაში (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზში ჩასხმული ნავთობპროდუქტისა), საწვავის მიღების ადგილიდან ძირითადი საშუალების მდებარეობის ადგილამდე გადაზიდვისას, თუ პირს არა აქვს აღნიშნულ მისამართზე საკუთრებაში/სარგებლობაში სტაციონარული ობიექტი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას უნდა შეივსოს საგადასახადო დოკუმენტი, რომლის ოპერაციის ტიპში (მე-4 სტრიქონი) მიეთითება „შიდა გადაზიდვა“. საგადასახადო დოკუმენტის მე-10, მე-11 და მე-13 სტრიქონები არ ივსება, ხოლო 25-ე სტრიქონში ჩაიწერება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, მე-12 სტრიქონზე ჩაიწერება ნავთობპროდუქტის მესაკუთრის შვიდნიშნა კოდი, რომელიც არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი. 

ინსტრუქციის 61-ე მუხლს დაემატა 611 და 612 მუხლები: 

„მუხლი 611. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების მინიჭების წესი 

1. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის: 

ა) „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია: 

ა.ა) სააღრიცხვო ფორმა, დანართი #III–14-ის შესაბამისად; 

ა.ბ) მინდობილობა, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მომართვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით; 

ა.გ) ობიექტზე საკუთრების/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მიწის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო – აღნიშნული მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ა.დ) საბაჟო საწყობის, საბაჟო ორგანოს საწყობის და ბუნკირების გემის შემთხვევაში, ასევე – შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვა/ლიცენზია; 

ბ) „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია: 

ა) სააღრიცხვო ფორმა, დანართი #III–14-ის შესაბამისად; 

ბ) მინდობილობა, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მომართვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით. 

2. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის: 

ა) „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტისა და შესაბამისი მიწის მაიდენტიფიცირებელი. ამ მიწაზე იმავე სახის სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია; 

ბ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნკირების გემისათვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტის (ბუნკირების გემის) მაიდენტიფიცირებელი. ერთსა და იმავე ობიექტზე (ბუნკირების გემზე) შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია. 

3. ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია, სტაციონარული ობიექტი გადასცეს სარგებლობაში სხვა პირს, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს შესაბამისი სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ. ამასთან, თუ მიწის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, აღნიშნული მიწით სარგებლობის უფლების მქონე პირი ითვლება მესაკუთრედ, მის მიერ სტაციონარული ობიექტის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნებისათვის. 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი, რეგისტრაციის მიზნით, სააღრიცხვო ფორმით (დანართი #III–14) მიმართავს საგადასახადო ორგანოს და წარუდგენს სტაციონარული ობიექტით სარგებლობის უფლების (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს. 

5. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცალო საცავზე დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მოსარგებლედ რეგისტრაცია. 

6. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს შვიდნიშნა კოდის მინიჭებაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია. 

მუხლი 612. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება და გაუქმება 

1. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილებას, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ იქნა საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ სააღრიცხვო ფორმაში (დანართი #III–14). ამასთან, ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის მესაკუთრის ან/და მისამართის ცვლილების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განცხადება ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების თაობაზე. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იცვლება სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე და, ამავდროულად, აღნიშნულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების განხორციელების მიზნით, ახალმა მესაკუთრემ, განცხადებასთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს მოსარგებლე პირ(ებ)ის სტაციონარული ობიექტით სარგებლობის უფლების (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი. 

3. ცალკეული შვიდნიშნა კოდის აღრიცხვა უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ, გადასახადის გადამხდელის მომართვის საფუძველზე. ამასთან, თუ სტაციონარულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, აღნიშნული ობიექტისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი უქმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაუქმდება შესაბამისი ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრირებული ყველა პირის რეგისტრაცია“. 

ფინანსთა მინისტრის ბრძანება #994 

- ფინანსთა მინისტრის 29.09.2022-ის #338 ბრძანებით ცვლილება შევიდა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში“.

ცვლილების მიხედვით დაკორექტირდა დანართი №31 და ამოქმედდება 2022 წლის 1 ნოემბრიდან. იგი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

     

ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი #31) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2022 წლის 1 ნოემბრამდე, შესაბამისად საგადასახადო/საბაჟო ორგანოს შეუძლია მოცემულ თარიღამდე გამოიყენოს არსებული დანართი #31. 

ამავე ბრძანების საფუძველზე: 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავს და ადმინისტრაციულ სახდელს ადებს იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით, 4211 მუხლის პირველი–21 ნაწილებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებით, 1291 მუხლით, 1553 მუხლის პირველი–მე-6, 63, 64 და მე-7–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებით, 17417, 17715, 1793, 1911 და 194-ე მუხლებით. 

საგადასახადო/საბაჟო ორგანო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს #1-1/345 ბრძანების შესაბამისად. 

საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები 

- პარლამენტის მიერ 09.09.2022-ში მიღებული #1796-IXმს-Xმპ კანონის საფუძველზე ცვლილება შევიდა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში. 

აღნიშნული კანონის თანახმად 2022 წლის 1 ნოემბრიდან: 

– ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი განიმარტება როგორც ახლონათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა ჯგუფი, აქციონერები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა ბანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით, ასევე, პარტნიორები (აქციონერები), რომელთა შორისაც ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ არსებობს აშკარა ან ფარული შეთანხმება, ნებისმიერი ფორმით. 

– ამოქმედდება დაკორექტირებული მუხლი 5 _ კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის თუ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვროს ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა, არაუმეტეს 6 თვისა. მოცემულ ვადაში ინფორმაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე გაცემული პირობითი თანხმობა, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტიდან, ავტომატურად გაუქმდება. 

ასევე, ბანკს აქვს უფლებამოსილება სამართლებრივი აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასების წესი და პროცედურა, მათ შორის, დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი შესაფერისობის საკითხები, წარსადგენი ინფორმაცია და განმარტოს შეფასების კრიტერიუმების შინაარსი. 

– ამოქმედდება დაკორექტირებული მუხლი 81 - შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. 

პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი, რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და მოიპოვებს მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს კომერციულ ბანკზე, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ვალდებულია ეროვნულ ბანკს პირადად, წარმომადგენლის ან ბანკის მეშვეობით წარუდგინოს მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი წილის შეძენის/ცვლილების დასადგენად, გაითვალისწინება პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მფლობელობაში არსებული წილების ჯამური ოდენობა. 

განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული ფაქტის შესახებ. ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პირმა არ უნდა გამოიყენოს მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა უფლებამოსილებები. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენისას, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არსებობს მიუხედავად იმისა, გეგმავს თუ არა შემძენი იმ ოდენობის წილის გასხვისებას, რომ მის მფლობელობაში არსებული წილი ზღვრულ ოდენობას დაუბრუნდეს. 

მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს შემდეგ შესაფერისობის კრიტერიუმებს: 

ა) განმცხადებლის რეპუტაციას, რაც მოიცავს მის სანდოობასა და სათანადო კომპეტენციას; 

ბ) განმცხადებლის მიერ ბანკის ადმინისტრატორად შერჩეული პირის (ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობას ამ კანონითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; 

გ) განმცხადებლის ფინანსურ სიმყარეს; 

დ) ბანკის შესაბამისობას პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან განმცხადებლის მიერ წილის შეძენის შემდგომ; 

ე) განმცხადებელთან/ტრანზაქციასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობას. 

თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური). 

– ამოქმედდება დაკორექტირებული მუხლი 82 - განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება. 

განმცხადებლის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნული ბანკი შეამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის ფორმალურ შესაბამისობას განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ განმცხადებლის მიერ არ არის წარდგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გასვლის შემთხვევაში, განმცხადებელი ეროვნული ბანკისგან მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე მიიღებს უარს. განმცხადებლის მიერ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა. 

– კომერციულმა ბანკმა, თავის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეროვნულ ბანკს წლიურ ანგარიშთან ერთად უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მისი მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის შესახებ და დაადასტუროს ამ ინფორმაციის სიზუსტე. 

მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვალდებულია ყოველი წლის აპრილში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განახლებული ინფორმაცია შეცვლილი გარემოებების შესახებ ან დაადასტუროს, რომ ცვლილებები არ ყოფილა. 
კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ეროვნული ბანკისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება. 

– 2023 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება მე-17 მუხლი, რაც ეხება საბანკო საიდუმლოებას: 

არავის აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენოს იგი. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ მხოლოდ ეროვნულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას მათი კომპეტენციის ფარგლებში. 

_ პარლამენტის მიერ 09.09.2022-ში მიღებული #1798-IXმს-Xმპ კანონის თანახმად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონს დაემატა 94 მუხლი, რომლის მიხედვითაც ფინანსური სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის და საბანკო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და ფინანსურ მომსახურებაზე მომხმარებელთა წვდომის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკს უფლება აქვს იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დროებით გამარტივებით. 

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირობითი ლიცენზიის გაცემისას, რისკების შემცირების მიზნით, განსაზღვროს შესაბამისი შეზღუდვები ან/ და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები, მათი სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები. 

_ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 27.09.2022 ში მიღებული #129/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესში“. 

ცვლილების თანახმად წესის მე-3 მუხლს დაემატა მე-16 პუნქტი, რომლის მიხედვითაც კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი განსაზღვრონ „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის #228/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 

ეროვნული ბანკის შეფასებით ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით გაცემული მსესხებლის თუ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლები რისკსექტორების მიხედვით რეკომენდებულია, აკმაყოფილებდეს წესის დანართ #2-ში მოცემულ ცხრილ #3-სა და ცხრილ #4-ში წარმოდგენილ კოეფიციენტებს:
     

      მსესხებელი, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი უნდა ინარჩუნებდეს ცხრილ #3-სა და ცხრილ #4-ში წარმოდგენილ კოეფიციენტებს ვალუტის გაცვლითი კურსის 20-პროცენტიანი რყევის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ვალის ტვირთის, საოპერაციო ხარჯების ზრდა ან სხვა პარამეტრების გაუარესება.
 
პროექტების (Project Finance), მათ შორის გრძელვადიანის ფინანსირებისას, როდესაც საწყისი წლების მანძილზე პროექტი შესაძლოა არ იყოს მომგებიანი, ბანკმა ფინანსური კოეფიციენტები უნდა დაითვალოს პროექტით გათვალისწინებული ნორმალიზებული მაჩვენებლების შესაბამისად, ამასთან, პროექტის მიმდინარეობა უნდა შეესაბამებოდეს საწყის გეგმას და ადგილი არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვან გადახრებს. 

სასაქონლო პროდუქტებით (Commodities Finance), რომელიც ივაჭრება აქტიურად და ფასი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობისას, როდესაც ხდება კონკრეტული სავაჭრო ოპერაციის დაფინანსება, მსესხებელმა შესაძლოა ვერ დააკმაყოფილოს ცხრილ #3-სა და ცხრილ #4-ში წარმოდგენილი ფინანსური კოეფიციენტები. მსგავს შემთხვევებში ბანკს უნდა გააჩნდეს შიდა პოლიტიკა, პროცედურები, რომლითაც განისაზღვრება ადეკვატური მოცულობის მარჟა ფასების ცვლილების შედეგად გამოწვეული შესაძლო ზარალის მიტიგირებისთვის. 

სხვა ცვლილებები 

- შემოსავლების სამსახურის მიერ 20.09.2022 ში მიღებული და ამოქმედებული #24146 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესში“. 

ცვლილების თანახმად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადასახადის გადამხდელის სავალდებულო წესით გადაყვანა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ან აღემატება 25 000 ლარს. 

- 29.09.2022-ში მიღებული ფინანსთა მინისტრის #336 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2005 წლის 5 აპრილის #220 ბრძანებაში ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“. 

ბრძანების მიხედვით გრძელვადიანი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვრება დანართი #1 ის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით (სვეტი#3), 30 დღის შემდეგ კი ამავე დანართის სვეტი #4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მომსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით. 

დამქირავებლის მიერ იმ დაქირავებულის საქართველოში მივლინებისას, რომლის მუდმივი სამუშაო ადგილი მდებარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამივლინებო ხარჯების განსაზღვრისათვის გამოიყენება ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისათვის დადგენილი ნორმები. 

ქვეყნის ფარგლებში დაქირავებულის მივლინებისას მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განსაზღვრულია 30 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, ასევე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად, 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას კი, როდესაც შესაძლებელია სამუშაო ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ნაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. 

მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე. 

დანართი #1 

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს დაქირავებულისთვის სადღეღამისო ხარჯებისათვის და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები 

     
     
     
     
 
     
     
     
 
- პარლამენტის მიერ 08.09.2022-ში მიღებული #1754-IXმს-Xმპ კანონით ცვლილება შევიდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში. 

ამ ცვლილების თანახმად, რომელიც ამოქმედდება 01.11.2022-დან, დაკორექტირებული პირველი მუხლის პირველი პუნქტი გამოიყურება შემდეგნაირად: 

„1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს“. 

შესაბამისად დაკორექტირდა 29-ე მუხლის სათაურიც _ „საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის შეზღუდვა“. 

ამასთან მოცემული კანონის მიხედვით საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი და იგი არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. საჯარო დაწესებულების იმ სტაჟიორთა რიცხოვნობა, რომლებსაც აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე შესარჩევი კონკურსის საფუძველზე აქვთ სამართლებრივი ურთიერთობა საჯარო დაწესებულებასთან, არ ითვლება განსაზღვრულ საშტატო რიცხოვნობის 10%-იან ზღვარში. 

საქართველოს მთავრობა კი 2022 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოფს მოცემულ კანონთან მიმართებაში მიიღოს სათანადო დადგენილებები. 

იხილეთ ასევე: 

– 09.09.2022-ის #1800-IXმს-Xმპ კანონი, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. 

– 16.09.2022-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #122/04 ბრძანება, ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ. 

– 16.09.2022-ის მთავრობის #463 დადგენილება, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ამავე პირის 2020 წლის 10 თებერვლის #99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

– 16.09.2022-ის მთავრობის #459 დადგენილება, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 25 მაისის #324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

მარიამ აფრასიძე