ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
სიახლეები კანონში "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ"
#8(176), 2014
ზემოაღნიშნული კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. კანონის ნორმები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, კანონის შესაბამისად რა წარმოადგენს კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველს?

პასუხი:
კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია:

    დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა;

    65 წლის ასაკის მიღწევა;

    შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;

    მარჩენალის გარდაცვალება;

    ოჯახის წევრის გარდაცვალება.

კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობადა წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.

კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით. 

თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით. კანონით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება მშვილებლებზე, თანაბრად მშობლებისა, და ნაშვილებ ბავშვებზე, თანაბრად შვილებისა.

კითხვა: გავიგეთ, რომ ამ საკითხში გარკვეული სიახლეებია; იქნებ აგვიხსნათ, დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად რომელი სამუშაოები ითვლება საჯარო საქმიანობად?

პასუხი:
საჯარო საქმიანობად ითვლება საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგან  მანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციე  ლებელი დაწესებულებებისა) განხორციე  ლებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

კანონი დეტალურად განსაზღვრავს იმ მოხელეთა/თანამდებობის პირთა წრეს, რომელთაც აქვთ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება:

    საქართველოს პარლამენტის წევრებს;

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს;

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს;

    საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;

    გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს;

    სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს;

    სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს (ამ ფორულირებით, კანონის შესაბამისი მუხლი ამოქმედდება 2015 წლის 1 იანვრიდან);

    სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს;

    პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;

    საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს;

    უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს;

    საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს;

    მეცნიერებს;

    სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;

    „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის 
წევრებს;

    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობი  სათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრების ან პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი პირების გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორია კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი?

პასუხი:
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.

მოქმედი კანონის თანახმად, კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო ენიშნებათ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში მისი ოდენობა შეადგენს:

    საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე;

    საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლო-ბისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე;

    კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე;

    კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 15 ლარზე.

ეს ნორმები ამჟამად აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსსაგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა. ამასთანავე, 2015 წლის 1 იანვრიდან კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები ასევე გავრცელდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; 
ნამსახურობაში, გარდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები.

ახლა განვმარტავთ, რა პირობებია საჭირო პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა, საქართველოს პარლამენტის წევრთა, საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირთა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) კომპენსაციების დანიშვნისა და გაანგარიშებისთვის.

„პროკურატურის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ისა და შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლი. პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ ვრცელდება საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ შრომის არანაკლებ 20 წლის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდათ „პროკურატურის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსწევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ~ საქართველოს კანონით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონით.

„საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ:

    დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილე¬  ბის ვადა;

    უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.

ასეთ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.

პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლით. 
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე.

პარლამენტის წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი.

აღსანიშნავია, რომ კანონის აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებზეც. კერძოდ, საპენსიო ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, მათ ენიშნებათ კომპენსაცია.

პარლამენტის აპარატის მოხელეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი. პარლამენტის აპარატის მოხელის კომპენსაციის ოდენობაა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი.

უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს:

    მამაკაცს – ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა, ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი;

    ქალს – ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა, ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი.

ეს მოთხოვნები სახელმწიფო კომპანიებში ფრენასა და ნაფრენ საათებთან დაკავშირებით არ ვრცელდება საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალზე, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს.

გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, გენერალურ აუდიტორს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციე  ლებისას, შესაბამისად, გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.

დღეს აქ შევწყვეტთ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე საუბარს. დანარჩენ სიახლეებზე ჩვენი ჟურნალის შემდეგ ნომერში მოგაწვდით ინფორმაციას და თქვენთვის საინტერესო კონკრეტულ შეკითხვებზეც გაგცემთ პასუხებს.

ირინე ღლონტი